USD 2.6462
EUR 3.0177
RUB 3.4052
Tbilisi
ბათუმის პორტთან აქციაზე დაკავებული 15 პირი გაათავისუფლეს
Date:  

ბათუმის საქალაქო სასამართლომ, პორტთან აქციაზე დაკავებული 23 პირიდან 15-ის საქმე განიხილა. დაკავებულები სხდომის დარბაზიდან ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდნენ. დღევანდელ პროცესზე მოსამართლემ მხარეებს მტკიცებულებათა მოსაპოვებლად დამატებით დრო მისცა. ამასთან, ბრალდებულები აცხადებდნენ, რომ ბათუმის პორტთან აქციაზე, დაკავებისას სამართალდამცავების მხრიდან ძალის გადამეტებას ჰქონდა ადგილი. დაკავებულთა ნაწილმა ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ სამართალდამცავებმა დაზიანებები ფეხისა და მუცლის არეში მიაყენეს. ნაწილის სასამართლო პროცესი ხვალ გაიმართება.

ცნობისთვის, სოჭიდან წამოსული საკრუიზო ლაინერის ბათუმის პორტში შემოსვლას მოქალაქეების მხრიდან პროტესტი მოჰყვა. სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეთა შორის რამდენჯერმე ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რის შედეგად შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 23 პირი დააკავეს.

Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way