USD 2.7227
EUR 3.1910
RUB 3.4642
Tbilisi
ბათუმის 2025 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა და ნახევარი მილიარდი შეადგინა
Date:  666

ბათუმის საკრებულომ 2025 წლის ბათუმის ბიუჯეტი დაამტკიცა

ბიუჯეტის მოცულობა 500 მილიონი ლარია, რაც 2024 წლის სასტარტო ბიუჯეტთან მიმართებაში 118 მილიონი ლარით მეტია.

პრიორიტეტები, რომელთა დაფინანსებაც ბათუმის 2025 წლის ბიუჯეტით არის გათვალისწინებული:

• მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარება - 266 მილიონ 36 ათას 600 ლარი

• ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა - 29 მილიონ 327 ათას 500 ლარი

• განათლება -  50 მილიონ 584 ათას 100 ლარი 

• კულტურა, სპორტი, ახალგაზრდობა - 32 მილიონ 163 ათას 700 ლარი 

• ქალაქის დასუფთავება, ეკოლოგიური მდგომარეობისა და სარეკრეაციო ინფრასტრუქტურის განვითარება - 42 მილიონ 462 ათას 400 ლარი

• მუნიციპალური სერვისების განვითარება - 14 მილიონ 207 ათას 600ლარი

• ქალაქის ეკონომიკური და ურბანული განვითარება - 818 ათას 600ლარი
 შემოსულობები - 455 მილიონი ლარია, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან გამოყოფილი კაპიტალური ტრანსფერი - 132 მილიონ 341 ათასი ლარი, ხოლო სპეციალური ტრანსფერი - 99 მილიონ 659 ათასი ლარი.

 საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება

გათვალისწინებულია:

• საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციადაკაპიტალურიმშენებლობა

• გზების, ქუჩებისა და ტროტუარების მიმდინარე მოვლა-პატრონობა 

• გარეგანათების ქსელისგანვითარებადამოვლა-პატრონობა

• საგზაო ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვისღონისძიებები

 2025 წელს ბათუმში 27 ქუჩის, ჩიხისა და ქუჩის მონაკვეთის რეაბილიტაცია განხორციელდება შემდეგ მისამართებზე:

• რეჯებ ნიჟარაძის ქუჩა

• ენვერ ხაბაძის ქუჩა

• გენერალ გიორგი კვინიტაძის ქუჩა

• ნევრესტან შაშიკაშვილის ქუჩა

• ივანე მესხის ქუჩა

• გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩა 

• გენერალ ასლან აბაშიძის I ჩიხი

• ხახულის II შესახვევი                  

• აეროპორტის გზატკეცილი (#1-დან  #93-ამდე)

• გაგარინის ქუჩა

• იმედაშვილის ქუჩის მონაკვეთები

• შავშეთის ქუჩის მონაკვეთი

• ი. ნონეშვილის ქუჩა

• მამია ვარშანიძის და ხახულის ქუჩების მონაკვეთი

• ნიკო მუსხელიშვილის ქუჩა

• მახვილაურის ქუჩა

• მაჭახელას ქუჩა

• ოპიზრების ქუჩა

• ტაოს ქუჩა

• აკაკი შანიძის ქუჩა 

• ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩა

• ქიქავას ქუჩა

• ნ. გოგოლის ქუჩის მონაკვეთი 

• მ. ლერმონტოვისა და ი. ჯავახიშვილის ქუჩების დამაკავშირებელი გზა

• მემედ აბაშიძისა და კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩების ტროტუარები

• იაკობ გოგებაშვილის ქუჩა

• შოთა რუსთაველის ქუჩა

 გათვალისწინებულია 5 ახალი გზის მშენებლობა შემდეგ მისამართებზე:

• გრიგოლ ლორთქიფანიძისა და ზღვისპირის ქუჩების დამაკავშირებელი გზა

• ფარნავაზ მეფისა და ფიროსმანის ქუჩების დამაკავშირებელი გზა

• ლეხ და მარია კაჩინსკებისა და შალვა ინასარიძის  ქუჩების დამაკავშირებელი გზა

• მიხეილ ლერმონტოვისა და გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩების დამაკავშირებელი გზა

• გაგარინის ქუჩის მონაკვეთის გაგრძელება შარტავას ქუჩის წრიულამდე

 ხიდების მოწყობა განხორციელდება:

• მამია გოგოლიშვილის ქ. #57-ის მიმდებარედ                              

• სათნოების ქ. #1-ის მიმდებარედ                         

• მახვილაურის ქ. #55-ის მიმდებარედ 

სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო სამუშაოები გათვალისწინებულია 200 მისამართზე (მრავალწლიანი პროექტები)

 20 ახალი სკვერი მოეწყობა შემდეგ მისამართებზე:

• ფრ. ხალვაშის გამზირი #374-ის მიმდებარედ         

• ძმები ნობელების ქუჩა N41-ის მიმდებარედ 

• დაბა ჩაქვი, თამარ მეფის გამზირზე 

• მუხრან მაჭავარიანის ქ. #88-ის მიმდებარედ 

• გოდერძი ჩოხელის ქ. #45-ის მიმდებარედ 

• ზ. ნაჭყებიას ქ. #2-ის მიმდებარედ 

• დიმიტრი სვიშჩევსკის ქ. 36-ის მიმდებარედ           

• ფრიდონ ხალვაშის მე-7 შესახვევი #5ა-ს მიმდებარედ        

• კახაბრის ქ. #32-ის მიმდებარედ       

• სელიმ ხიმშიაშვილის ქ. #37-ის მიმდებარედ                      

• ტბეთის შესახვევი #11-ის მიმდებარედ       

• პარმენ რურუას ქ. #4-ის მიმდებარედ                      

• პარმენ რურუას ქ. #13-ის მიმდებარედ        

• სერგი მესხის ქ. #40-ის მიმდებარედ 

• მამია ვარშანიძის ქ. #209-ის მიმდებარედ                

• მამია ვარშანიძის ქ. #165ბ-ს მიმდებარედ                

• რეზო თაბუკაშვილის ქ. #19-ის მიმდებარედ 

• იოსებ გრიშაშვილის ჩიხი #4ა-ს მიმდებარედ                     

• თამარის დასახლება #6-ის მიმდებარედ 

• კახაბრის ქ. #28-ის მიმდებარედ 

 გათვალისწინებულია სკვერების რეაბილიტაცია შემდეგ მისამართებზე: 

• დავით აღმაშენებლის ქ. #7-ის მიმდებარედ 

• ინასარიძის ქ. #6-ის მიმდებარედ 

• გორგილაძის ქ. #54-ის მიმდებარედ 

• ივ. ჯავახიშვილის ქ. #47-ის მიმდებარედ 

• ფრიდონ ხალვაშის გამზირის მიმდებარედ, შანიძის ქუჩის კვეთიდან, ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩის კვეთამდე სკვერების მოწყობა-რეაბილიტაცია

 კომუნალური ინფრასტრუქტურის განვითარება

გათვალისწინებულია:

• წყლისა და წყალარინების სისტემების რეაბილიტაცია 

• კომუნალური ინფრასტრუქტურის დაწესებულებათა რეაბილიტაციის პროექტის თანადაფინანსება

 წყლის სისტემების რეაბილიტაციის ფარგლებში განხორციელდება:

• კახაბრის დასახლებაში სასმელის წყლის სისტემის და 300 კბმ სამარაგო-საწნევო რეზერვუარის მოწყობა;

• მწვანე კონცხის ადმინისტრაციულ ერთეულში სასმელი წყლის სისტემების მოწყობა;

• მდინარე ყოროლისწყლის დამბისა და წყალმიმღები კონსტრუქციის მშენებლობა;

• ავგიის ქუჩაზე 2000 კბმ წყლის რეზერუარის, ასევე მკვებავი მაგისტრალისა და წყლის ქსელის მშენებლობა.

 წყალარინების სისტემების რეაბილიტაციის ფარგლებში  განხორციელდება

სარფის, კვარიათის, გონიოს, ახალსოფლის წყალარინების ქსელისა და წყალარინების გადამქაჩი სადგურების რეაბილიტაცია-მშენებლობა.

 პარალელურად, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის მხარდაჭერით მიმდინარეობს ბათუმის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის V ფაზა, რომლის ფარგლებშიც გათვალისწინებულია:

• ადლიის წყალარინების გამწმენდი ნაგებობის გაფართოება

• ა და ბ სატუმბი სადგურების გაფართოება

• აეროპორტის, ინდუსტრიული და კახაბრის დასახლებების წყალარინება

• ინჯალოს წყლის სამარაგე რეზერვუარის, წყალსადენის და სასმელი წყლის მკვებავი ხაზის მშენებლობა

• მეჯინისწყლის ჭაბურღილების წარმადობის გაზრდა

• ჩაქვის წყლის სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია

• ჩაქვის გადამცემი მაგისტრალური წყალსადენის რეაბილიტაცია

• ხელვაჩაურის და აეროპორტის წყალმომარაგების ქსელის მოწყობა.

 სანიაღვრე სისტემის გაფართოებისა და გამტარუნარიანობის გაუმჯობესების მიზნით

გათვალისწინებულია სანიაღვრე არხების მოწყობა შემდეგ მისამართებზე: 

• ლეხ და მარია კაჩინსკების ქ. #35-დან ადლიის ქუჩის პარალელურად 

• ივანე მესხის ქ. #14-ის მიმდებარედ 

• იოანე ლაზის ქ. #5ა-ს მიმდებარედ 

• ხახულის ქუჩის #66-68-ში

• ფრიდონ ხალვაშის IV ჩიხში

• თამარ მეფის ქ. #47-ის მიმდებარედ 

• გაზაფხულის ქ. #15-დან თბილისის ქუჩამდე

• იბერიის ქ. #24-ის მიმდებარედ 

• ილია ჭავჭავაძისა და პეტრე მელიქიშვილის ქუჩების კვეთაში

 2 ახალი საბავშვო ბაღი აშენდება ივანე მესხის I ჩიხსა და ნიკო მუსხელიშვილის ქ. #33 დ-ს მიმდებარედ.

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაცია განხორციელდება 2 მისამართზე:

• ლუკა ასათიანის ქ. #25-ში მდებარე მერიის ადმინისტრაციული შენობის რეაბილიტაცია-გამაგრება; 

• შოთა რუსთაველის ქ. #51-ში მდებარე მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის შავი ზღვის ფილიალის ადმინისტრაციული შენობის რეაბილიტაცია.

 რაგბის სტადიონის სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში გათვალისწინებულია არსებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, 2 ახალი სტადიონისა და დამხმარე ინფრასტრუქტურის მშენებლობა.

 გრძელდება ავარიული სახლების ჩანაცვლების მრავალწლიანი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც მიმდინარეობს ავარიული სახლების დემონტაჟი-მშენებლობისა და გამაგრება-რეაბილიტაციის სამუშაოები.

ასევე გრძელდება სოციალური სახლის პროექტი ე.წ. შანხაის დასახლებაში

დაიწყება ხელმისაწვდომი საცხოვრისის პროგრამის შემდეგი ეტაპი, რაც ითვალისწინებს დამატებით 200 საცხოვრებელი ბინის მშენებლობას.

 ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გრძელდება:

• მრავალბინიანი სახლების სახურავები რეაბილიტაცია

• ლიფტების ჩანაცვლება

• ეზოების კეთილმოწყობა და კომუნალური სისტემის მოწესრიგება

• ფასადების მოწესრიგება

 ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მიმართულებით ბიუჯეტი 2 მილიონი ლარით  გაიზარდა, რაც პროგრამებით მოსარგებლეთა რაოდენობის ზრდას უზრუნველყოფს.

განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულებით გაიზარდა პროგრამების დაფინანსება. მათ შორის, მოთხოვნიდან გამომდინარე, 140-ამდე  გაიზარდა ლუკა ასათიანის სტიპენდიით მოსარგებლეთა რაოდენობა.

analytics
«The Guardian»: „ პლანეტაზე მშვიდობის ბედი სასტიკი და დაუნდობელი პატრიარქების ხელშია, რომლებიც მომავალ თაობას მსოფლიო წესრიგის ნანგრევებს უტოვებენ“

„სწორედ იმ დროს, როცა მსოფლიოს უაღრესად ჭირდება ბრძენი უხუცესები, პლანეტაზე მშვიდობის ბედი სასტიკი და დაუნდობელი პატრიარქების ხელშია, რომლებიც მომავალ თაობას მსოფლიო წესრიგის ნანგრევებს უტოვებენ“ - ასეთი სათაური აქვს ბრიტანულ გაზეთ „გარდიანში“ (The Guardian) გამოქვეყნებულ სტატიას, რომლის ავტორია დევიდ ვან რეიბრუკი, ნობელის პრემიის ლაურეატი ფილოსოფიაში ნიდერლანდებიდან.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

მოდით ერთ დელიკატურ საკითხზე მსჯელობას შევეცადოთ: ვისაუბროთ ასაკზე ისე, რომ ეიჯიზმში - ასაკობრივ დისკრიმინაციაში - არ გადავვარდეთ.

არასოდეს არ მომხდარა ისეთი პრეცედენტი პლანეტის თანამედროვე ისტორიაში, როგორიც დღეს არის: მსოფლიოში მშვიდობის ბედი ისეთი ადამიანების ხელშია, რომლებიც საკმაოდ ხანდაზმულები არიან. ვლადიმერ პუტინს და სი ძინპინს 72 წელი შეუსრულდათ, ნარენდრა მოდი - 74 წლისაა, ბენიამინ ნეთანიაჰუ - 75-ის, დონალდ ტრამპი - 79-ის, ალი ჰამენეი - 86-ის.

რასაკვირველია, მედიცინის განვითარების წყალობით, ადამიანები სულ უფრო მეტ ხანს ცოხლობენ და შეუძლიათ აქტიური ცხოვრებით იცხოვრონ, მაგრამ ამის მიუხედავად, დრეს ცვენ მოწმენი ვართ იმ პოლიტიკური ლიდერების რაოდენობის ზრდისა, რომლებიც ასაკის კვალობაზე სულ უფრო ამკაცრებენ საკუთარ ხელისუფლებას, ხშირად თავიანთი ახალგაზრდა კოლეგების ხარჯზე.

გასულ კვირაში ჰააგაში ნატოს ყოველწლიურ სამიტზე ალიანსის ლიდერები, ემანუელ მაკრონის და მეტე ფრედერიქსონის (ორივე 47-47 წლისაა), ჯორჯა მელონის (48 წლის), პედრო სანჩესის (53 წლის) ჩათვლით, იძულებულნი იყვნენ დათანხმებულიყვნენ დონალდ ტრამპის მოთხოვნას სამხედრო ბიუჯეტის გაზრდის შესახებ. ნატოს წევრი ქვეყნების მეთაურების საშუალო ასაკი 60 წელს შეადგენს: გერმანიის კანცლერი 69-ისაა, ხოლო თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ერდოღანი - 71 წლის.

ყველა დაეთანხმა სამხედრო ასიგნებათა 5%-იან ზრდას, თუმცა აშკარაა, რომ ეს ციფრო თვითნებურად არის დადგენილი - მისი განხილვა სერიოზული დებატებით არ მომხდარა არც ნატოში და არც წევრი ქვეყნების შიგნით. ამ დროს უფრო მეტად სამხედრო-პოლიტიკური რეალობას კი არ მიექცა ყურადღება, არამედ ჭირვეული ამერიკელი პატრიარქის პატივისცემას და მის აკვიატებულ მოთხოვნას. ნატოს გენერალური მდივანი მარკ რიუტე, რომელიც მხოლოდ 58 წლისაა, ისე შორს წავიდა აშშ-ის პრეზიდენტისადმი მოწიწებაში, რომ დონალდს „მამიკოთი“ (Daddy) მიმართა. ეს დიპლომატია არ არის. ეს მორჩილებაა.

თაობათა კონფლიქტი სხვა არენებზეც ხდება: უკრაინის 47 წლის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უპირისპირდება მასზე ბევრად უფროსი ასაკის კოლეგას - რუსეთის 72 წლის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს. იმავე ასაკის მქონე სი ძინპინი მტრული თვალით უყურებს ტაივანის  პრეზიდენტს, რომელიც კომუნისტ ბელადზე 7 წლით უმცროსია. ბენიამინ ნეთანიაჰუ, რომლის წლოვანება საუკუნის სამ მეოთხედს შეადგენს, აუღელვებლად უყურებს ღაზას სექტორის განადგურებას, რომლის მოსახლეობის საშუალო ასაკი 18-20 წელია. ირანში 86 წლის ლიდერი მართავს ქვეყნის 80-მილიონიან მოსახლეობას, რომელთა საშუალო ასაკი 32 წელია. კამერუნელი 92 წლის პრეზიდენტი პოლ ბია 1982 წლიდან იმყოფება იმ ქვეყნის სათავეში, რომლის მცხოვრებლების საშუალო ასაკს 18 წელი შეადგენს, ხოლო სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა - 62 წელს.

რასაკვირველია, ჩვენ არ ვდგავართ გერონტოკრატიული შეთქმულების წინაშე. ჯერ-ჯერობით არც მოხუცი მოქმედი ლიდერების კლუბი არ არსებობს, რომლებიც მსოფლიოს ბატონობას სიცოცხლის ბოლომდე ესწრაფვიან... მაგრამ არის რაღაც შემაშფოთებელი იმაში, რომ  მშვიდობა ინგრევა სწორედ იმ ადამიანების მიერ, რომელთა ცხოვრება მეორე მსოფლიო ომის შემდომი არქიტექტურით განისაზღვრა. ალი ჰამენეი 6 წლისა იყო, როცა ჯერ გერმანიამ, შემდეგ კი იაპონიამ ხელი უსიტყვო კაპიტულაციას მოაწერეს.

დონალდ ტრამპი 1946 წელს დაიბადა, როცა გაერომ თავისი პირველი გენერალური ასამბლეის სხდომა ჩაატარა. ბენიამინ ნეთანიაჰუ  დაიბადა ისრაელის სახელმწიფოს შექმნიდან ერთი წლის შემდეგ. ნარენდრა მოდი დაიბადა 1950 წელს, როცა ინდოეთი საპარლამენტო რესპუბლიკად გამოცხადდა და ქვეყნის კონსტიტუცია მიიღეს. ვლადიმერ პუტინი ქვეყანას 1952 წლის ოქტომბერში მოევლინა, იოსებ სტალინის სიკვდილამდე რამდენიმე თვით ადრე. ამხანაგი სი ძინპინი - 1953 წლის ივნისში დაიბადა, სტალინის სიკვდილის შემდეგ. რეჯეფ ერდოღანი გაჩნდა 1954 წელს, თურქეთის ნატოში შესვლიდან ორი წლის შემდეგ. ყველა ჩამოთვლილი პირები ომისშემდგომი ეპოქის ბავშვები არიან და ახლა, როცა თავიანთი სიცოცხლის მიჯნას უახლოვდებიან, ისინი, როგორც ჩანს, მზად არიან იმ მსოფლიოს დასანგრევად, რომლებშიც თვითონ დაიბადნენ. ასთი მოქმედება შურისძიებას ჰგავს.

დიახ, საერთაშორისო წესრიგი, რომელიც თეორიულად გარკვეულ წესებს ემყარებოდა, პრაქტიკაში ყოველთვის არეულ-დარეული იყო, ვიდრე ეს ქაღალდზე ჩანდა. მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში რაღაც იდეალი არსებობდა, რომლის მიღწევას ყველა თავისებურად ცდილობდა. არსებობდა საერთო მორალური პრინციპები - დიახ, მყიფე, მაგრამ გულწრფელი, რომელიც იმ რწმენას ემყარებოდა, რომლის მიხედვით, კაცობრიობას აღარ უნდა გაემეორებინა მე-20 საუკუნის პირველი ნახევრის მხეცობები და რომ უმჯობესია უთანხმოებები დიალოგისა და დიპლომატიის მეშვეობით მოგვარდეს. დღეს ეს რწმენები აორთქლდა, გაქრა და უმეტესად იმ ადამიანთა გონებასა და სულში, რომლებისთვისაც ყველაზე ძვირფასი უნდა ყოფილიყო და რომელებიც სიკეთის რწმენას ყველაზე მეტად უნდა გაფრთხილებოდნენ.

დღეს უპრეცედენტო მომენტია. წინა მსოფლიო მართლწესრიგის არქიტექტორები - ადოლფ ჰიტლერი, ბენიტო მუსოლინი, იოსებ სტალინი და მაო ძედუნი სულ რაღაც 30-40 წლისანი იყვნენ, როცა ხელისუფლებაში მოვიდნენ. ახალმა თაობამ ახალი მსოფლიო ააშენა, მაგრამ წინა მართლწესრიგის შედეგებს შეეჯახნენ. დრეს ახალი მსოფლიოც ინგრევა იმ ძველი თაობის ადამიანების მიერ, რომლებიც ვერ იცოცხლებენ იმ დრომდე, რათა დაინახონ, როგორი ნანგრევები დარჩება მათი მოქმედებით.

ჩვენ შეიძლებოდა გვქონოდა იმის იმედი, რომ თაობა, რომელსაც ბედმა გაუღიმა და სიცოცხლის ხანგრძლივობა გაუგრძელდა, თავიანთი სიკვდილის შემდეგ სიკეთის, პტივისცემის და გლობალური პოზიტიური ხელმძღვანელობის მემკვიდრეობას დატოვებდა. ამის ნაცვლად ჩვენ მოწმენი ვართ ბოლო ათწლეულებში მომხდარი ყველაზე უარესი რეპრესიების, ძალადობის, გენოციდების, ეკოციდების და საერთაშორისო სამართლის მიმართ უპატივცემლო დამოკიდებულებისა, რომლებსაც ყველაზე მეტად ულმობელი 70-80 წლის მოხუცები სჩადიან და რომლებიც, როგორც ჩანს, უფრო მეტად იმით არიან დაინტერესებული, რომ თავი აარიდონ სამართლებრივ პასუხისმგებლობას, ვიდრე მშვიდობის შენარჩუნებაზე იზრუნონ.

მაგრამ ასე არ უნდა იყოს.

როცა ნელსონ მანდელამ 1999 წელს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტის პოსტი დატოვა, მან ჩამოაყალიბა ორგანიზაცია „უხუცესები“, რომელიც ყოფილ მსოფლიო ლიდერებს აერთიანებდა. ისინი მუშაობდნენ მშვიდობის, სამართლიანობისა და ადამიანის უფლებების მხარდასაჭერად. დღეს, მოქმედებენ რა კონსენსუსის ტრადიციებით და წინა თაობების პოლიტიკოსთა საუკეთესო გამოცდილებით, „უხუცესების“ წევრები ითვლებიან იმის მაგალითად, თუ როგორ შეუძლიათ ასაკოვან ადამიანებს კაცობრიობას მოუტანონ მეტი სინათლე, გამოხატონ თანაზიარობა, იმოქმედონ სინდისით და არა მარტო გავლენითა და ძალით.

პრობლემა მოხუცებულობაში არ არის. პრობლემა იმაშია, თუ როგორი მიზნის მიღწევა სურთ მისი სარგებლობით და რას აძლევენ უპირატესობას. მსოფლიოს არ სურს ისეთი ახალი მოხუცი ძალოვანი პირები, რომლებსაც მმართველის საჭისა და ტახტის დატოვება არ სურთ. მსოფლიოსათვის უკეტესია ის მოხუცი ლიდერები, ის უხუცესები, რომლებიც მზად არიან კომპრომისებისათვის და ადამიანთა ენერგიის სასიკეთოდ წარმართვისათვის. ისინი, ვინც მემკვიდრეობაზე ფიქრობენ არა როგორც პირად დიდებაზე, არამედ როგორც მშვიდობაზე, რომელსაც ისინი თავიათი სიცოცხლის შემდეგ დატოვებენ. ჩვენს დროში გვჭირდება არა ბატონობა, არამედ სიბრძნის გამოვლენა. და ეს, საბოლოო ჯამში, არის ის, რაც მმართველს ლიდერისაგან განასხვავებს.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way