USD 2.7051
EUR 3.1798
RUB 3.2840
Tbilisi
ბათუ ჭუმბურიძე - კორონავირუსმა მარნეულში, წლების განმავლობაში მიჩქმალული, პოლიტიკური პრობლემები გააქტიურა
Date:  2439

სახალხო პარტიის წევრი, ბათუ ჭუმბურიძე, საკუთარ ფეისბუკის გვერდზე პარტიის სახლით აქვეყნებს განცხადებას, სადაც ის აღნიშნავს, რომ კორონავირუსმა მარნეულში, წლების განმავლობაში მიჩქმალული, პოლიტიკური პრობლემები გააქტიურა.

"სახალხო პარტია შეშფოთებას გამოთქვამს მარნეულში, კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით ჩვენი აზერბაიჯანელი მოქალაქეების მიმართ გამოხატულ აგრესიულ პრეტენზიებზე.

შევეხებით პრეტენზიების იმ ნაწილს, რომელიც ეხება მათი მხრიდან სახელმწიფო ენის  არცოდნას.

სახალხო პარტიის“, ერთ-ერთი პროგრამული დებულებაა: „ინტეგრაცია  ასიმილაციის გარეშე და  წლების განმავლობაში, ჩვენი არაქართული მოსახლეობისთვის (დიასპორებისთვის) ითხოვს ჩვენს საერთო სახელმწიფოში მათ უფლებებისა და ვალდებულებების მკაფიოდ ჩამოყალიბებასადა რეალიზაციას.

ეს გულისხმობს:

მათ ჩართვას საერთო სახელმწიფოს მშენებლობაში;

კონსტიტუციით განსაზღვრული ერთიანი მოქალაქეობრივი ვალდებულებებისა და უფლებების გათავისებისათვის, სპეციალური პროგრამების ამოქმედებას, მათ შორის, სახელმწიფო ენის შესწავლის პროგრამა.

განათლების მიღების ხელმისაწვდომობით, ჯარში გაწვევითარჩევით ორგანოებში მონაწილეობითა და სამსახურეობრივი კარიერით და სხვა აქტიურობებით მიღწეული უნდა იქნეს მათ სამოქალაქო ინტეგრაციას დანარჩენ მოსახლეობასთან.

ამავდროულად, დიასპორებს შენარჩუნებული უნდა ჰქონდეთ თავიანთი კულტურული, ტრადიციული და რელიგიური ცხოვრების ის წესები, რომლებიც წინააღმდეგობაში არ მოდის მოქმედ კანონმდებლობასთან.

ყოველივე ზემოთაღნიშნულით უზრუნველყოფილი იქნებოდა, მინიმუმ - არაქართველი მოსახლეობის კონსტიტუციური ენის ფლობა.

საქართველოში დღემდე არსებული ყველა ხელისუფლება პრინციპულად ეწინააღმდეგებოდა არსებული დიდი პრობლემის არამარტო გადაწყვეტას, მასზე ფიქრსაც კი.(აქვე ავღნიშნავთ, რომ ამით ჩვენს მტერ მეზობელ სახელმწიფოს საშუალება ეძლევა დაგეგმოს და განახორციელოს სხვადასხვა პროვოკაციები).

მათვის არაქართული მოსახლეობა ყოველთვის წარმოადგენდა საარჩევნო ,,ხმების ბეღელს" და მუდმივად ცდილობდნენ ამ ჯგუფების ჩაკეტილ სივრცეში მოქცევას, სადაც მხოლოდ ხელისუფლებას ექნება წვდომა (სახალხო პარტიამ თავის თავზე გამოსცადა ამ რეგიონებში აქტიურობის გამო ხელისუფალთა რისხვა).

 ყველაზე ცუდი ის არის, რომ ამ ხმების სანაცვლოდ, ხელისუფლება შეგნებულად მიდის მეზობელ სახელმწიფოსთან მთელ რიგი დათმობებზე - ტერიტორიული, რელიგიური, ადგილობრივი მართველობა-თვითმართველობებისათვის სასურველ ენაზე საქმისწარმოების უფლება. ტრანზიტით განსაზღვრული ჩვენი წილი უფასო გაზის მათ მართვაში გადაცემა, აქედან მიწოდებული წყლის უფასო რეჟიმის შენარჩუნება და ის მრავალი, ჩვენთვის ცნობილი და უცნობი.

ყოველივე ამის პარალელურად, ხელისუფლებაში მყოფი ზოგიერთი პარტია საერთოდ ქვეყნის ფედერალიზაციაზე და  „რეგიონალური ენების ქარტიის“ ამოქმედებაზეც კი მიდიოდნენ და რომ არა ,,სახალხო პარტიის" ძალისხმევა, უკვე დღეს გვექნებოდა ამ მხრივ უდიდესი პრობლემები.

განსაკუთრებით გვინდა, კიდევ ერთხელ, მადლობა გადავუხადოთ საქართველოს დედა-ეკლესიას, რომელმაც, როგორც ყოველთვის, ამ საკითხში სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვაში მთავარი ფორპოსტია.

თუმცა, ამ პარტიების, მათთან აფელირებული არასამთავრობოებისა და მედიის ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობა დღევანდელი ხელისუფლების „წაყრუების პოლიტიკის“ პირობებშიც არ შეჩერებულა.

როგორც ცნობილი გახდა, მათ სასამართლოში შეიტანეს სარჩელი, მარნეულის ქუჩების კურთხევით, ადგილობრივი მუსლიმი მოსახლეობის უფლებების შელახვაზე.(რატომღაც სასამართლომ მაშინვე მიიღო).

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის დროს მაინც ალაგმოს „უფლებათა დაცვის“რელიგიური და ერთაშორისი შუღლის გაღვივების ყოველგვარი გამოვლინება.

ამავდროულად, ხელისუფლებამ უზრუნველყოს „სახელმწიფო ენის შესახებ კანონის“ მოთხოვნების რეალიზაცია. მით უმეტეს, რომ ყველამ  გააცნობიერა კრიზისის დროს სახელმწიფო ენის ცოდნა მრავალი გაუგებრობისა და პრობლემის მოგვარების საშუალებაცაა.

 სახალხო პარტია   

ბათუ ჭუმბურიძე"

tbilisi
ისნის რაიონში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე დედაქალაქის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე დიდი, N109 საბავშვო ბაღი გაიხსნა
ახალი შენობა თბილისის მერმა კახა კალაძემ მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან და საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ კახა აბულაძესთან ერთად დაათვალიერა და ბაღის აღსაზრდელებს ახალი სააღმზრდელო წლის დაწყება მიულოცა.
 
„დღეს ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი დაიწყო, რომელსაც სიახლით ვხვდებით. ისნის რაიონში აშენდა 109 ბაგა-ბაღი, რომელიც ყველაზე დიდია დედაქალაქში. მას შეუძლია, მოემსახუროს 600-მდე აღსაზრდელს. დღეის მდგომარეობით, ბაღში 470 პატარაა რეგისტრირებული. კიდევ ერთი სიახლე ისაა, რომ ბაღებში აღრიცხვიანობა ელექტრონულად იქნება შესაძლებელი, რაც კიდევ უფრო კომფორტულია. მინდა, მივულოცო პატარებს და პედაგოგებს სააღმზრდელო პროცესის დაწყება.
 
რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, ძალიან კარგი პროექტი გამოვიდა, სადაც ყველა დეტალს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა - დაწყებული სათამაშოებიდან დასრულებული თეთრეულამდე. მოთხოვნილია საერთაშორისო სერტიფიკატები ყველა პროდუქტზე, რომ უნდა იყოს ხარისხიანი და პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს. რა თქმა უნდა, ყველა პირობა დაცულია. მსგავსი ტიპის პროექტების განხორციელებას განვაგრძობთ. ქალაქს ახალაშენებული ბაღები კიდევ შეემატება, ძველებს კი შესაბამისი სამუშაოები ჩაუტარდება, რათა ჩვენს შვილებს, პატარებს ჰქონდეთ ყველანაირი პირობა სწავლა-განათლებისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.
 
საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა დედაქალაქის მერს ბავშვთა ციფრული აღრიცხვიანობის ახალი სისტემა გააცნო, რომელიც 15 სექტემბრიდან საპილოტე რეჟიმში ქალაქის 10 საბავშვო ბაღში ამუშავდა, წლის ბოლომდე კი სისტემაში ყველა ბაღი ჩაერთვება. პროგრამის წარდგენისას ქალაქის მერს აღრიცხვიანობის სიმბოლური ბარათიც გადასცეს.
 
ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მდებარე N109 საბავშვო ბაღის 20-ჯგუფიანია და 600-ზე მეტ ბავშვს მოემსახურება. ბაღი მოწყობილია ბავშვთა სკოლამდელი განათლების კუთხით არსებული ყველა ადგილობრივი და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად - უზრუნველყოფილია ბავშვთა უსაფრთხოება ხანძარსაწინააღმდეგო და ვიდეოსამეთვალყურეო სისტემებით, საევაკუაციო კიბეებით, ლიფტით შშმ პირთათვის და ასევე, ტექნიკური ლიფტით სამზარეულოს პერსონალისთვის. ბაღს აქვს სათამაშო მოედნები და ტერასა სპორტული აქტივობებისთვის. ბაგა-ბაღის მშენელობა და აღჭურვა დედაქალაქის ბიუჯეტიდან 8 მილიონი ლარით დაფინანსდა.
 
N109 ბაღის დემონტაჟი მისი ავარიულობის გამო განხორციელდა, მის ნაცვლად კი ახალი შენობის მშენებლობა დაიგეგმა. სააგენტოს ხელმძღვანელმა ქალაქის მერს რეაბილიტაციამდე არსებული მდგომარეობის ამსახველი ფოტომასალა აჩვენა.
 
ადგილზე, დედაქალაქის მერთან ერთად, ისნის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი რჩეულიშვილი, რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი კახა ლაბუჩიძე და პარლამენტის დელეგატი ნიკა ელისაშვილი იმყოფებოდნენ.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way