USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
Tbilisi
ბაშარ ასადი მოსკოვში ვლადიმერ პუტინს შეხვდა
Date:  1566

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სირიის ლიდერს, ბაშარ ასადს შეხვდა. რუსული მედიის ცნობით, ასადი მოსკოვში გამოუცხადებელი ვიზიტით ჩავიდა.

კრემლის ლიდერის განცხადებით, ის მოხარულია სირიელი კოლეგის სტუმრობით და ამასთან, მას არჩევნებში კარგი შედეგი მიულოცა.

გარდა ამისა, პუტინმა პრობლემა უწოდა სირიაში ქვეყნის ხელისუფლების თანხმობის გარეშე, უცხო ქვეყნის ძალების ყოფნას.

26 მაისს, ბაშარ ასადმა სირიის საპრეზიდენტო არჩევნებში მეოთხედ გაიმარჯვა. მიუხედავად ოპოზიციის პროტესტისა და განცხადებებისა, რომ არჩევნები არალეგიტიმური და მისი შედეგები - გაყალბებულია, ასადმა ქვეყნის პირველი პირის თანამდებობა მომდევნო 7 წლით ჩაიბარა.

World
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way