USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
თბილისი
ბარის მეპატრონემ თანამშრომლების ხელფასი კედლებიდან ჩამოხსნა
თარიღი:  1544

აშშ-ში, ჯორჯიას შტატის ქალაქ ტაიბი-აილენდის ერთ-ერთი ბარის მეპატრონემ, რომელსაც კორონავირუსის გამო მოუწია ბარის დაკეტვა, თანამშრომლებისთვის ხელფასის გადახდის ორიგინალური ხერხი გამოიყენა. «The Sand Bar»-ს მეპატრონე ჯენიფერ ნოკსი ბარის თანამშრომლებს ბარის კედლებზე და ჭერზე მიმაგრებული დოლარის ბანკნოტებით გაუსწორდა.

ჯენიფერი ყვება, რომ ბარში 15 წლოვანი ტრადიცია ჩამოყალიბდა და ამ ტრადიციის თანახმად, ბარის სტუმრები დოლარის ბანკნოტებზე წერდნენ თავიანთ სახელებს ან სურვილებს და აკრავდნენ ბარის კედლებზე.

”ჩვენ ვიფიქრებთ და გადავწყვიტეთ, რომ ბარის თანამშრომლებისთვის კედელზე მიკრული კუპიურებით გადაგვეხადა ფული. სამი დღე დაგვჭირდა რომ ყველა კუპიურა ჩამოგვეხსნა და საერთო ჯამში 3714 დოლარი მოვაგროვეთ.“ - ამბობს ჯენიფერ ნოკსი.

ბარის ყოფილმა კლიენტებმა, როდესაც ჯენიფერის გადაწყვეტილების შესახებ გაიაგეს კიდევ 400 დოლარი შესწირეს ბარს, რომ მას თანამშრომლების ხელფასის გადახდა შესძლებოდა და შემოწირულობები კიდევ გრძელდება.

”ჩვენ ყველანი ვზრუნავთ ერთმანეთზე და ერთად გადავიტანთ ამ რთულ პერიოდსაც”, - ამბობს ჯენიფერი.

 წყარო:https://twitter.com/i/status/1248028565230292992

თბილისი
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის