USD 2.7125
EUR 3.1517
RUB 3.3359
Тбилиси
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით ტვირთების გადაზიდვაზე სამმხრივი მემორანდუმი გაფორმდა
дата:  133

აზერბაიჯანს, თურქეთსა და საქართველოს შორის გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი „ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის გასწვრივ ტვირთების გადაზიდვის ორგანიზების შესახებ“.

აზერბაიჯანი, თურქეთი და საქართველო ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით ტვირთების გადაზიდვის ორგანიზების შესახებ ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა.

ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია „აზერბაიჯანის რკინიგზის“ ხელმძღვანელ რავშან რუსტამოვზე დაყრდნობით წერს.

“VII საერთაშორისო სატრანსპორტო-ლოგისტიკური ბიზნეს ფორუმის New Silk Way-ს ფარგლებში, რომელიც ყაზახეთში მიმდინარეობს თურქეთისა და საქართველოს რკინიგზის ხელმძღვანელებთან „ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე ტვირთების გადაზიდვის შესახებ“ ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გავაფორმეთ. დოკუმენტში გაწერილია BTK-ს უფრო სწრაფი, მდგრადი და ამავე დროს კონკურენტუნარიანი სატრანსპორტო ხაზის განვითარებისთვის ერთობლივად გადასადგმელი ნაბიჯები.

ჩვენი მთავარი მიზანი - ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე სტაბილური და განჭვრეტადი მუშაობის ფორმირება, ტვირთის გადამზიდავებისთვის პირობების გაუმჯობესება და გადაზიდვების მოცულობის გაზრდა“, - განაცხადა აზერბაიჯანის რკინიგზის ხელმძღვანელმა.

общество
შსს -ს ინფორმაციით, 4 ოქტომბერს, თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კიდევ 8 პირი დააკავეს - ჯამში დაკავებულია 44 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 4 ოქტომბერს, თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კიდევ 8 პირი დააკავა. ამის შესახებ შსს-ში გამართულ ბრიფინგზე შს მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა.

უწყების თანახმად, სულ დაკავებულია 44 პირი, 4 კი მიმალვაშია.

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები აგრძელებენ იმ პირების გამოვლენასა და სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემას, რომლებმაც მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს, თბილისში კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივი ქმედებები განახორციელეს.

გამოძიების ფარგლებში, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველების მიერ დაკავებულია კიდევ 8 პირი: ზ.ა., ⁠ა. დ., ⁠ი. ჩ.,⁠ ხ.გ., გ.ჩ., გ.მ., რ.მ., ი.დ., ხოლო 4 პირი მიმალვაში იმყოფება.

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, ჯამში დაკავებულია სულ 44 პირი.

სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ 4 ოქტომბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ აქციის მონაწილეების მიმართ გავრცელებული არაერთი საჯარო მოწოდების მიუხედავად - შეკრება-მანიფესტაცია ყოფილიყო მშვიდობიანი და არ გასცდენოდა კანონით დადგენილ ფარგლებს, ბრალდებულებმა ათონელის ქუჩაზე კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივი ქმედებები განახორციელეს.

ვიდეოსამეთვალყურეო მასალების გაშიფვრისა და სხვადასხვა მედიასაშუალებით გავრცელებული კადრებიდან ირკვევა, რომ ბრალდებულების ნაწილი სამართალდამცველებს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა და პოლიციელების მისამართით ისროდა სხვადასხვა მძიმე საგანსა და ქვებს. გარდა ამისა, ისინი ცდილობდნენ საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში შეჭრას, რა დროსაც დააზიანეს სასახლის ეზოს ჯებირები.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე, 222-ე, 225-ე და 317-ე მუხლებით მიმდინარეობს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები აგრძელებენ შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს, დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების იდენტიფიცირებისა და მათი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით.

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით სიახლეებს საზოგადოებას პერიოდულად მივაწვდით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати