USD 2.7051
EUR 3.1798
RUB 3.2840
Tbilisi
ბანკების მიერ დასაკუთრებული ქონების 57% „თიბისიზე“ მოდის - ხუთ ბანკს დასაკუთრებული ქონება საერთოდ არ აქვს
Date:  1233

2023 წლის მეორე კვარტლის მდგომარეობით, საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების ანგარიშზე 498 028 275 ლარის ღირებულების დასაკუთრებული უძრავ-მოძრავი ქონებაა.

2023 წლის მეორე კვარტალის მდგომარეობით, დასაკუთრებული ქონების მოცულობის მიხედვით, კომერციული ბანკების რეიტინგი ასეთია:
  • თიბისი ბანკი – 283 079 187 ლარი (2022 წლის მეორე კვარტალი - 285 987 773 ლარი)
  • საქართველოს ბანკი – 141 856 352 ლარი (2022 წლის მეორე კვარტალი - 51 521 626 ლარი)
  • ბაზის ბანკი – 23 901 715 ლარი (2022 წლის მეორე კვარტალი - 24 256 941 ლარი)
  • ტერა ბანკი - 22 400 169 ლარი (2022 წლის მეორე კვარტალი - 22 400 169 ლარი)
  • ვითიბი ბანკი ჯორჯია – 13 232 417 ლარი (2022 წლის მეორე კვარტალი - 18 576 510 ლარი)
  • ხალიკ ბანკი საქართველო – 10 064 254 ლარი (2022 წლის მეორე კვარტალი - 11 691 707 ლარი)
  • ლიბერთი ბანკი – 1 998 078 ლარი (2022 წლის მეორე კვარტალი - 1 114 744 ლარი)
  • პროკრედიტ ბანკი – 79 370 ლარი (2022 წლის მეორე კვარტალი - 93 740 ლარი)
  • იშ ბანკი საქართველო - 1 349 093 ლარი (2022 წლის მეორე კვარტალი - არ არის მითითებული)
  • ზირაათ ბანკი საქართველო - 67 640 ლარი (2022 წლის მეორე კვარტალი - 124 640 ლარი).

2023 წლის მეორე კვარტალის მდგომარეობით, ქართუ ბანკსსილქ ბანკსპაშა ბანკსკრედობანკს და პეისერას (პირველი ციფრული ბანკი) დასაკუთრებული ქონება არ აქვთ.

2023 წლის მეორე კვარტალში ბაზარზე სულ 15 კომერციული ბანკი ოპერირებდა

წყარო:https://commersant.ge/

tbilisi
ისნის რაიონში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე დედაქალაქის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე დიდი, N109 საბავშვო ბაღი გაიხსნა
ახალი შენობა თბილისის მერმა კახა კალაძემ მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან და საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ კახა აბულაძესთან ერთად დაათვალიერა და ბაღის აღსაზრდელებს ახალი სააღმზრდელო წლის დაწყება მიულოცა.
 
„დღეს ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი დაიწყო, რომელსაც სიახლით ვხვდებით. ისნის რაიონში აშენდა 109 ბაგა-ბაღი, რომელიც ყველაზე დიდია დედაქალაქში. მას შეუძლია, მოემსახუროს 600-მდე აღსაზრდელს. დღეის მდგომარეობით, ბაღში 470 პატარაა რეგისტრირებული. კიდევ ერთი სიახლე ისაა, რომ ბაღებში აღრიცხვიანობა ელექტრონულად იქნება შესაძლებელი, რაც კიდევ უფრო კომფორტულია. მინდა, მივულოცო პატარებს და პედაგოგებს სააღმზრდელო პროცესის დაწყება.
 
რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, ძალიან კარგი პროექტი გამოვიდა, სადაც ყველა დეტალს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა - დაწყებული სათამაშოებიდან დასრულებული თეთრეულამდე. მოთხოვნილია საერთაშორისო სერტიფიკატები ყველა პროდუქტზე, რომ უნდა იყოს ხარისხიანი და პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს. რა თქმა უნდა, ყველა პირობა დაცულია. მსგავსი ტიპის პროექტების განხორციელებას განვაგრძობთ. ქალაქს ახალაშენებული ბაღები კიდევ შეემატება, ძველებს კი შესაბამისი სამუშაოები ჩაუტარდება, რათა ჩვენს შვილებს, პატარებს ჰქონდეთ ყველანაირი პირობა სწავლა-განათლებისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.
 
საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა დედაქალაქის მერს ბავშვთა ციფრული აღრიცხვიანობის ახალი სისტემა გააცნო, რომელიც 15 სექტემბრიდან საპილოტე რეჟიმში ქალაქის 10 საბავშვო ბაღში ამუშავდა, წლის ბოლომდე კი სისტემაში ყველა ბაღი ჩაერთვება. პროგრამის წარდგენისას ქალაქის მერს აღრიცხვიანობის სიმბოლური ბარათიც გადასცეს.
 
ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მდებარე N109 საბავშვო ბაღის 20-ჯგუფიანია და 600-ზე მეტ ბავშვს მოემსახურება. ბაღი მოწყობილია ბავშვთა სკოლამდელი განათლების კუთხით არსებული ყველა ადგილობრივი და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად - უზრუნველყოფილია ბავშვთა უსაფრთხოება ხანძარსაწინააღმდეგო და ვიდეოსამეთვალყურეო სისტემებით, საევაკუაციო კიბეებით, ლიფტით შშმ პირთათვის და ასევე, ტექნიკური ლიფტით სამზარეულოს პერსონალისთვის. ბაღს აქვს სათამაშო მოედნები და ტერასა სპორტული აქტივობებისთვის. ბაგა-ბაღის მშენელობა და აღჭურვა დედაქალაქის ბიუჯეტიდან 8 მილიონი ლარით დაფინანსდა.
 
N109 ბაღის დემონტაჟი მისი ავარიულობის გამო განხორციელდა, მის ნაცვლად კი ახალი შენობის მშენებლობა დაიგეგმა. სააგენტოს ხელმძღვანელმა ქალაქის მერს რეაბილიტაციამდე არსებული მდგომარეობის ამსახველი ფოტომასალა აჩვენა.
 
ადგილზე, დედაქალაქის მერთან ერთად, ისნის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი რჩეულიშვილი, რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი კახა ლაბუჩიძე და პარლამენტის დელეგატი ნიკა ელისაშვილი იმყოფებოდნენ.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way