USD 2.6984
EUR 3.1606
RUB 3.3548
Тбилиси
ბაიდენისა და ტრამპის დებატების შემდეგ ამერიკის პოლიტიკური დღის წესრიგი თითქოს თავდაყირა დადგა - გიორგი კობერიძე
дата:  
მიუხედავად იმისა, რომ ბაიდენის ასაკზე - 82 წელი - თითქოს მანამდეც აქტიურად მიმდინარეობდა საუბარი, დებატების შემდეგ თვით დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლებმაც კი დაიწყეს მის შესაძლო ჩანაცვლებაზე საუბარი. არჩევნებამდე ძალიან ცოტა დრო რჩება. ბაიდენს კი, როგორც ძალიან ჯიუტ პოლიტიკოსს ისე აფასებენ. ეს კი ნიშნავს, რომ მისი ჩანაცვლების პროცესის დაძვრის შემთხვევაში რამდენად დასთანხმდება იგი ამას, საკითხავია. აღსანიშნავია ისიც, რომ პირველად ხდება, როდესაც დემოკრატიული პარტიისაკენ გადახრილი მედია საშუალებები ღიად საუბრობენ ბაიდენის ჩანაცვლებაზე.
 
არჩევანიც არ აქვთ ბევრი დემოკრატიულ პარტიაში. წინა თვეებში რამდენჯერმე გაჟღერდა მიშელ ობამას ვარიანტი, მაგრამ მალევე იქნა უკუგდებული - მიშელ ობამას პოლიტიკა არ უყვარს და არც გამოცდილება აქვს. საუბარი იყო ჰილარი კლინტონის ვარიანტზეც, თუმცა აქ თავად ჰილარის მხრიდან თანხმობა იქნება საეჭვო. პლუს დამარცხებული კანდიდატის დაბრუნება საორჭოფოა. დიდი ხანია ლაპარაკობენ ენტონი ბლინკენის - აშშ-ს მოქმედი სახელმწიფო მდივანი - მომავალ პოლიტიკურ გეგმებზეც. მისი ვარიანტი ოპტიმალური იქნებოდა, მაგრამ დემოკრატიული პარტია რამდენად დასთანხმდება მის ფიგურას უცნობია. ვიცე-პრეზიდენტის, კამალა ჰარისის ვარიანტი კი ნაკლებად გონივრული შეიძლება აღმოჩნდეს, რადგან მისი რეიტინგი ძალიან დაბალია, ისევე როგორც ქარიზმა. მეოთხე ვარიანტი გევინ ნეუსომია, კალიფორნიის გუბერნატორი. იგი პოპულარული პოლიტიკოსია და ძალიან კარგად იცნობენ. ზოგადად, გუბერნატორები რეალისტური ალტერნატივები არიან - ჯოშ შაპირო, გრეთჰენ ვიტმერი, ჯბ პრიცკერი და სხვა. ყველა მათგანი აქტიური მოდებატე და პოლიტიკური მართვის გამოცდილების მქონეა.
 
აღსანიშნავია ისიც, რომ აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნები პირდაპირი წესით არ ტარდება. სულ რომ რამდენიმე მილიონი ხმით გაიმარჯვოს კანდიდატმა, მაინც შეიძლება დამარცხდეს, რადგან შტატებს თავიანთი ხმები აქვთ მინიჭებული, დელეგატებით/ელექტორებით გამოხატული. კანდიდატმა რომელიმე შტატი რომ მოიგოს თუნდაც ერთი ხმით, ნიშნავს რომ ყველა გამოყოფილი დელეგატის ხმა მასთან მიდის. სულ 538 დელეგატის ხმაა 50 შტატზე განაწილებული. 270 ელექტორია საჭირო იმისათვის, რომ კანდიდატი პრეზიდენტი გახდეს. ამ არჩევნებზე მთავარი 7 შტატი იქნება: ნევადა, არიზონა, ვისკონსინი, მიჩიგანი, პენსილვანია, ჯორჯია და ჩრდილოეთ კაროლინა. მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ს დიდ ნაწილში იდეოლოგიურად ჩამოყალიბებული და პარტიულად მიკუთვნებული მოსახლეობა ცხოვრობს, რამდენიმე შტატში გადაუწყვეტელი ამომრჩევლის რაოდენობა დიდია, რაც არჩევნებიდან არჩევნებამდე საერთო სურათს ცვლის ხოლმე დემოკრატიული ან რესპუბლიკური პარტიების კანდიდატების სასარგებლოდ.
 
რეალურად ბაიდენი დარჩება თუ არა კანდიდატად რამდენიმე დღიდან რამდენიმე კვირაში გახდება ცნობილი. თუკი იგი დარჩა, მას საკუთარ თავზე ძალიან დიდი მუშაობა მოუწევს. როგორც ითქვა, იგი ჯიუტი პოლიტიკოსია და შეიძლება დღევანდელმა სუსტმა გამოსვლამ დამატებითი მოტივაციაც მისცეს. დღეს მან უკვე ისაუბრა, რომ "შეიძლება ისეთივე ახალგაზრდა არ ვარ როგორც აქამდე ვიყავი, მაგრამ კარგად მესმის როგორ უნდა ვაკეთო საქმეო". მას ადრეც ჰქონია პრობლემები, მათ შორის მეტყველებასთან დაკავშირებით, მაგრამ უმუშავია და გადაულახავს ეს. ვნახოთ ახლა რა იქნება.
Тбилиси
კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლაშა ცაგურიამ მიმდინარე წელს განხორციელებული პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა
კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლაშა ცაგურიამ მიმდინარე წელს განხორციელებული ინფრასტრუქტურული, სოციალური, საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა.
 წლიური ანგარიშის პრეზენტაციას თბილისის მერის მოადგილე კახა აბულაძე დაესწრო.
 როგორც რაიონის გამგებელმა აღნიშნა, 2025 წელს კრწანისის რაიონში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი დასრულდა, მათ შორის, სრულად განახლდა ზემო ფონიჭალის ცენტრალური ქუჩა, სადაც მოეწყო 1 372 გრძივი მეტრი დახურული სანიაღვრე ქსელი, გრუნტის დამჭერი კედელი, გასუფთავდა უკანონოდ შემოღობილი ტერიტორიები და მათ ნაცვლად გამწვანების თარგები მოეწყო. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 3 000 000 ლარზე მეტი დაიხარჯა.
სულ, საანგარიშო პერიოდში საგზაო ინფრასტრუქტურა 84 მისამართზე მოწესრიგდა.
რაც შეეხება მწვანე სივრცეებს, რაიონში 12 მისამართზე მოეწყო და რეაბილიტირდა სკვერები და მოსასვენებელი ზონები, ხოლო 98 მისამართზე მცირე სარემონტო სამუშაოები ჩატარდა.
 “ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, 183 პროექტი განხორციელდა, კერძოდ რეაბილიტირდა სახურავები, ლიფტები, წყალარინების სისტემები და შეკეთდა სართულშუა ნაპრალები.
 როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, კრწანისში მცხოვრებ 8000-ზე მეტ განმცხადებელს სხვადასხვა სახის სოციალური დახმარება გაეწია.
ამასთან, გამგეობის ორგანიზებით, მოეწყო სხვადასხვა სპორტული, შემეცნებითი და გასართობი ღონისძიება.
 ანგარიშის პრეზენტაციას, თბილისის მერის მოადგილის გარდა, ესწრებოდნენ კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში ლევან ჯაფარიძე, თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია და თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ბექა მიქაუტაძე.
более
голосование
Кстати