USD
EUR
RUB
თბილისი
„აზიის განვითარების ბანკმა“ საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7%-მდე გაზარდა
თარიღი : 09.21.2022 11:20  153

აზიის განვითარების ბანკმა [ADB] საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 3.5%-დან 7%-მდე გაზარდა.

კერძოდ, განვითარების ბანკის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2022 წელს 7%-ით არის მოსალოდნელი, გაზრდილი ექსპორტისა და ტურიზმის, ფულადი გადარიცხვებისა და ძლიერი კერძო მოხმარების ფონზე.

“აზიის განვითარების პროგნოზი 2022”-ის განახლებული ვერსიის მიხედვით, რომელიც ADB-ის ყოველწლიური მთავარი ეკონომიკური პუბლიკაციაა, საქართველოს მშპ-ს ზრდა 2023 წელს 6%-ით არის მოსალოდნელი. მიმდინარე წლის აპრილში ADB 2022 წელს 3.5%-იან, ხოლო 2023 წელს 5%-იან ზრდას ელოდა, მიუხედავად რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო გაზრდილი რისკებისა.

„საქართველოში ტურიზმისა და ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება, რაც მიანიშნებს, რომ ქვეყანა პანდემიის უარყოფითი შედეგების გადალახვის პროცესშია,“- განაცხადა ADB-ის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა საქართველოში შეინ როზენტალმა.

განახლებული რეპორტის მიხედვით, მომსახურების სფერო 15.3%-ით გაიზარდა საბინაო, კვების სერვისების, ვაჭრობის, ტრანსპორტისა და უძრავი ქონების ხარჯზე. გაიზარდა წარმოებაც 18%-ით მრეწველობისა და კომუნალური მომსახურების ზრდის შედეგად, სოფლის მეურნეობაში კი კარგი ამინდისა და მოსავლის ფონზე 2.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

ADB-ის პროგნოზით, 2022 წელს ინფლაციის ზრდა 11%-ით არის მოსალოდნელი, ხოლო მომავალ წელს 5%-მდე შემცირდება. ბანკის შეფასებით, ეს მსოფლიოში სამომხმარებლო საქონელზე მოსალოდნელზე მაღალი ფასებითა და ძლიერი შიდა ზრდით არის განპირობებული.

“ფისკალური დეფიციტი 2021 წლის 6.1%-დან 2022 წელს 4%-ზე ნაკლებ ნიშნულამდე შემცირდება ძლიერი ეკონომიკური ზრდისა და პანდემიის საპასუხოდ მიღებული შეზღუდვების მოხსნის შედეგად. სახელმწიფო ვალი მშპ-ს 49.5%-ის ექვივალენტიდან, 47%-მდე შემცირდა, რაც ნაწილობრივ შემცირებული სახელმწიფო დაკრედიტების შედეგია.

მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 2021 წლის პირველ კვარტალში არსებული მშპ-ს 12.5%-იანი ექვივალენტიდან ერთი წლის შემდეგ მცირედით – 13%-მდე გაიზარდა”,-ნათქვამია ADB-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.

სხვა
"თაგვების სამოთხე" - ექსპერიმენტი "Universe 25"

ეს არის ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ექსპერიმენტი მეცნიერების ისტორიაში, თაგვების მონაწილეობით.

ეს იყო მეცნიერთა მიერ, ადამიანთა საზოგადოების ქცევის ახსნა, თაგვების მეშვეობით. იდეის ავტორი არის ამერიკელი მეცნიერი, ჯონ კალჰუნი, რომელმაც შექმნა "თაგვების სამოთხე", სადაც ათასობით თაგვი ცხოვრობდა.

ჯონმა შექმნა სპეციალური სივრცე, სადაც თაგვებს ჰქონდათ უამრავი საკვები და წყალი, ასევე დიდი სივცრე საცხოვრებლად.

თავდაპირველად, მან 4 წყვილი თაგვით დაიწყო, რომლებმაც გამრავლება დაიწყეს, მათი პოლულაცია მნიშვნელოვნად გაიზარდა, თუნცა 315 დღის შემდექ, მათი რეპროფუქცია შემცირდა.

როდესაც თაგვთა რაოდენობამ 600 ინდივიდს მიაღწია, მათ შორის ჩამოყალიბდა იერარქია ე.წ . "უბედურთა" კლასი. დიდმა ინდივიდებმა დაიწყეს მცირე ჯგუფებზე შეტევა, რის გამოც ბევრი მამრი ფსიქოლოგიურად განადგურდა, შედეგად მდედრებმა დაიწყეს თავის დაცვა, გახდნენ აგრესიულები შთამომავლობის მიმართ.

დროთა განმავლოვაში, მდედრებმა დაიწყეს უფრო აგრესიული ქცევის გამოვლინება. დაფიქსირდა შობადობის ნაკლები შედეგიანობა და სიკვდილოანობის ზრდა ახალგაზრდებში. შედეგად ჩამოყალიბდა ახალი კლასი, ე.წ. "ლამაზი თაგვები", მათ აღარ აინტერესებდან მდედრებთან შეწყვილება, მხოლოდ ჭამა და ძილი ადარდებთათ.

ერთი პერიოდი, კოლონიის უმეტესობას, "ლამაზი მამრები" და "იზოლირებული მდედრები" წარმოადგენდნენ. პატარების სიკვდილიანობამ 100% მიაღწია და რეპროდუქციამ ნულს მიაღწია. გადაშენების პირას მყოფ მამრებს შორის შეინიშნებოდა ჰომოსექსუალობის და კანიბალიზმის შემთხვევები მიუხედავად საკვების სიუხვისა. კოლონიის დაყებიდან 2 წლის შემდეგ, კოლონიას უკანასკნელი ახალშობილი ჰყავდა.

1973 წელს, უკანასკნელი თაგვი მოკვდა "universe 25" -ის ექსპერიმენტიდან. ჯონ კალჰუნმა, იგივე ექსპერიმენდი , 25 ჯერ გაიმეორა და ყველა ჯერზე ერთი და იგივე შედეგი მიიღო.
კალჰუნის სამეცნიერო ნაშრომი გამოყენებულია, როგორც სოციალური კოლაფსის მოდელი და ემსახურება ურბანული სოციოლოგიის შესწავლას.

 

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.