USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
Tbilisi
„აზიის განვითარების ბანკმა“ საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7%-მდე გაზარდა
Date:  1188

აზიის განვითარების ბანკმა [ADB] საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 3.5%-დან 7%-მდე გაზარდა.

კერძოდ, განვითარების ბანკის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2022 წელს 7%-ით არის მოსალოდნელი, გაზრდილი ექსპორტისა და ტურიზმის, ფულადი გადარიცხვებისა და ძლიერი კერძო მოხმარების ფონზე.

“აზიის განვითარების პროგნოზი 2022”-ის განახლებული ვერსიის მიხედვით, რომელიც ADB-ის ყოველწლიური მთავარი ეკონომიკური პუბლიკაციაა, საქართველოს მშპ-ს ზრდა 2023 წელს 6%-ით არის მოსალოდნელი. მიმდინარე წლის აპრილში ADB 2022 წელს 3.5%-იან, ხოლო 2023 წელს 5%-იან ზრდას ელოდა, მიუხედავად რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო გაზრდილი რისკებისა.

„საქართველოში ტურიზმისა და ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება, რაც მიანიშნებს, რომ ქვეყანა პანდემიის უარყოფითი შედეგების გადალახვის პროცესშია,“- განაცხადა ADB-ის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა საქართველოში შეინ როზენტალმა.

განახლებული რეპორტის მიხედვით, მომსახურების სფერო 15.3%-ით გაიზარდა საბინაო, კვების სერვისების, ვაჭრობის, ტრანსპორტისა და უძრავი ქონების ხარჯზე. გაიზარდა წარმოებაც 18%-ით მრეწველობისა და კომუნალური მომსახურების ზრდის შედეგად, სოფლის მეურნეობაში კი კარგი ამინდისა და მოსავლის ფონზე 2.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

ADB-ის პროგნოზით, 2022 წელს ინფლაციის ზრდა 11%-ით არის მოსალოდნელი, ხოლო მომავალ წელს 5%-მდე შემცირდება. ბანკის შეფასებით, ეს მსოფლიოში სამომხმარებლო საქონელზე მოსალოდნელზე მაღალი ფასებითა და ძლიერი შიდა ზრდით არის განპირობებული.

“ფისკალური დეფიციტი 2021 წლის 6.1%-დან 2022 წელს 4%-ზე ნაკლებ ნიშნულამდე შემცირდება ძლიერი ეკონომიკური ზრდისა და პანდემიის საპასუხოდ მიღებული შეზღუდვების მოხსნის შედეგად. სახელმწიფო ვალი მშპ-ს 49.5%-ის ექვივალენტიდან, 47%-მდე შემცირდა, რაც ნაწილობრივ შემცირებული სახელმწიფო დაკრედიტების შედეგია.

მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 2021 წლის პირველ კვარტალში არსებული მშპ-ს 12.5%-იანი ექვივალენტიდან ერთი წლის შემდეგ მცირედით – 13%-მდე გაიზარდა”,-ნათქვამია ADB-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.

World
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way