აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სომხურმა სამხედრო შენაერთებმა საზღვარზე ცეცხლსასროლი იარაღიდან აზერბაიჯანულ პოზიციებს ცეცხლი გაუხსნეს.
როგორც თავდაცვის უწყების მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, ინციდენტი გორუსისა და ჩამბარაკის რაიონებში მოხდა.
„აზერბაიჯანის საჯარისო შენაერთებმა აღნიშნული მიმართულებებით ადეკვატურ ზომებს მიმართეს“, - აღნიშნულია აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
თავის მხრივ, განცხადება გაავრცელა სომხეთის თავდაცვის სამინისტრომაც, სადაც აღნიშნულია, რომ აზერბაიჯანელების ინფორმაცია რეალობას არ შეესაბამება.
„აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადება იმის თაობაზე, რომ 13 მაისს 08:45 და 09:30 შუალედში სომხეთის რესპუბლიკის შეიარაღებულმა ძალებმა საზღვრის აღმოსავლეთითა და სამხრეთით განლაგებულ აზერბაიჯანულ პოზიციებს ცეცხლი გაუხსნეს, რეალობას არ შესაბამება“, - აღნიშნულია განცხადებაში
დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ ირანში ხიდებსა და ელექტროსადგურებს გაანადგურებს, თუ ირანი ჰორმუზის სრუტეში გემებს თავს დაესხმება.
„ამ მომენტიდან ყოველ ჯერზე, როდესაც ირანის ისლამური რესპუბლიკა რაკეტით, დრონით ან სხვა იარაღით ჰორმუზის სრუტეში გემს დაარტყამს, ამერიკის შეერთებული შტატები დაბომბავს და გაანადგურებს ერთ ხიდს ან ელექტროსადგურს“, - წერს ტრამპი Truth Social-ზე.
ტრამპის თქმით, აშშ ირანის დედაქალაქ თეირანში და მის სიახლოვეს მდებარე ხიდებსა და ელექტროსადგურებსაც დაარტყამს.