USD 2.6744
EUR 3.1020
RUB 3.7531
Tbilisi
აზერბაიჯანს და სომხეთს შორის ვითარება ისევ დაიძაბა - აზერბაიჯანი სომხეთს ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს. ერევანი ბაქოს ბრალდებებს უარყოფს
Date:  1552

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სომხურმა სამხედრო შენაერთებმა საზღვარზე ცეცხლსასროლი იარაღიდან აზერბაიჯანულ პოზიციებს ცეცხლი გაუხსნეს.

როგორც თავდაცვის უწყების მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, ინციდენტი გორუსისა და ჩამბარაკის რაიონებში მოხდა.

„აზერბაიჯანის საჯარისო შენაერთებმა აღნიშნული მიმართულებებით ადეკვატურ ზომებს მიმართეს“, - აღნიშნულია აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

თავის მხრივ, განცხადება გაავრცელა სომხეთის თავდაცვის სამინისტრომაც, სადაც აღნიშნულია, რომ აზერბაიჯანელების ინფორმაცია რეალობას არ შეესაბამება.

„აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადება იმის თაობაზე, რომ 13 მაისს 08:45 და 09:30 შუალედში სომხეთის რესპუბლიკის შეიარაღებულმა ძალებმა საზღვრის აღმოსავლეთითა და სამხრეთით განლაგებულ აზერბაიჯანულ პოზიციებს ცეცხლი გაუხსნეს, რეალობას არ შესაბამება“, - აღნიშნულია განცხადებაში

society
ოჯახებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია, სოციალურად დაუცველთა ბაზიდან ამოიღებენ

სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან ამოირიცხებიან ის ოჯახები, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია.

აღნიშნულის შესახებ დადგენილება საქართველოს მთავრობამ მიიღო და მას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 7 მაისს მოაწერა.

„თუ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის მიერ ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი საანგარიშო თვის წინა 3 თვის განმავლობაში, სსიპ − შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით, ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებით, ყოველთვიურად ტოლია ან მეტია 1 250 ლარზე, ოჯახს შეუწყდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების გარეშე”,- ნათქვამია „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way