USD 2.6415
EUR 3.0237
RUB 3.4214
Тбилиси
აზერბაიჯანმა ყარაბაღის სეპარატისტული მთავრობის ყოფილი წევრები დააკავა
дата:  474
ყარაბაღის სეპარატისტული მთავრობის ყოფილი წევრები აზერბაიჯანმა დააკავა. მათ შორისაა ყარაბაღის მეოთხე პრეზიდენტი არაიკ არუთუნიანი, მესამე პრეზიდენტი ბაკო სააკიანი და მეორე პრეზიდენტი არკადი ღუკასიანი.
 
არუთინიანს 2020 წელს აზერბაიჯანის ქალაქი განჯას დაბომბვა ედება ბრალად, ხოლო ღუკასიანსა და სააკიანს პირველი ომისას ჩადენილ დანაშაულებში თანამონაწილეობა. ისინი კიდევ ერთ დაკავებულ, რუბენ ვარდანიანთან ერთად იმ ადამიანთა სიას ქმნიან, რომლებიც დაუფარავად პრო-რუსული პოლიტიკის გატარების მიუხედავად რუსეთმა მაინც არ დაიცვა და გასწირა.
 
ფიქრობენ, რომ ეს შეიძლება ყოფილიყო რუსეთის მხრიდან პასუხი სომხეთს, რომელმაც საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოზე მიერთება გამოაცხადა, რომლიდან გამომდინარეც ძებნილ დამნაშავეებს (მათ შორის რუსეთის ხელისუფლებას) სომხეთის ტერიტორიაზე შესვლის შემთხვევაში დაკავება ემუქრება. ცხადია სომხეთის ხელისუფლების მიდგომები რუსეთთან მიმართებით შეიძლება იყოს ერთ-ერთი ფაქტორი, მაგრამ სინამდვილეში ერთ მიზეზთან არ გვაქვს საქმე, მით უფრო რომ თუკი კრემლი სომხეთის მოქმედი ხელისუფლების კურსზეა გაბრაზებული მაშინ მით უმეტეს არ გასწირავდა თავის სასარგებლო პრო-რუსულ ძალებს ყარაბაღის ხელისუფლებიდან.
 
უფრო დამაჯერებელია ვიფიქროთ, რომ რამდენიმე ფაქტორის კომბინაციასთან გაქვს საქმე, მათ შორის იმასთან, რომ რუსეთი უბრალოდ დასუსტებულია და ყარაბაღის საკითხზე საბოლოოდ დაიბანა ხელი, შესაბამისად, აზერბაიჯანთან არანაირი გამწვავების სურვილი არ აქვს და ხელსაც არ უშლის მოქმედებაში. ხოლო მეორეს მხრივ სომხეთში ახალი დაპირისპირების შესაქმნელად მათი დაკავება პრო-რუსული ძალებისათვის ახალი დემონსტრაციების მიზეზიც შეიძლება გახდეს.
общество
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ჭაქვინჯის ციხის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს
საქართველოს კულტურის სამინისტროს ხელშეწყობითა და მხარდაჭერით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ჭაქვინჯის ციხის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს. ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება.
ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის უძრავი ძეგლი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ, თამარ ყურაშვილმა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით კოდუამ მოინახულეს.
სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა ადგილზე დაათვალიერეს ციხის მდგომარეობა, ისაუბრეს მისი ისტორიული მნიშვნელობისა და სრული რეაბილიტაციის შემდეგ, მემკვიდრეობის ძეგლის კულტურულ-საგანმანათლებლო და ტურისტული პოტენციალის შესახებ, როგორც რეგიონის, ისე ქვეყნის მასშტაბით.
ჭაქვინჯის ციხეს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის უძრავი ძეგლის სტატუსი 2017 წელს მიენიჭა. ციხის კომპლექსი V-XVII საუკუნეებით დათარიღებული ქართული სათავდაცვო არქიტექტურის ნიმუშია, რომელიც მდებარეობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში. მისი ისტორია მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული შუა საუკუნეების სამეგრელოს (ოდიშის) ისტორიასთან.
ძეგლზე სხვადასხვა პერიოდის ადრე, განვითარებული და შუა საუკუნეების სამშენებლო ფენებია გამოვლენილი. ნაგებობებს აქვთ თავისი ეპოქისთვის დამახასიათებელი სტილისტური და გეგმარებით-კონსტურქციული ელემენტები და მნიშვნელოვანი ისტორიული მახასიათებლები.
პროექტის მხარდამჭერია ასევე ზუგდიდის მუნიციპალიტეტი. მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, მოეწყობა ჭაქვინჯის ციხის მიმდებარე ტერიტორია და საგზაო ინფრასტრუქტურა.
более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати