USD 2.7315
EUR 3.1202
RUB 3.4423
Тбилиси
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო სომხეთს დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს
дата:  1160

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო უარყოფს სომხეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას აზერბაიჯანის სამხედრო ტექნიკის განადგურების შესახებ.

„სომხეთის მიერ გავრცელებული ინფორმაცია აზერბაიჯანის კუთვნილი ტანკების, ვერტმფრენებისა და უპილოტო საფრენი აპარატების განადგურების შესახებ, სიცრუე და დეზინფორმაციაა“ , - განაცხადეს თავდაცვის უწყებაში.

მანამდე სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრეს მდივნმა შუშან სტეპანიანმა განაცხადა, რომ ყარაბაღზე მიტანილი იერიშის დროს, მოწინააღმდეგე მხარის სამი ტანკი, ორი ვერტმფრენი და სამი უპილოტო საფრენი აპარატი განადგურებულია

ცნობისთვის, დღეს დილით სომხეთმა მთიანი ყარაბაღის არაღიარებულ რესპუბლიკაში აზერბაიჯანის მხრიდან განხორციელებული სამხედრო იერიშის შესახებ განაცხადა.

სამხედრო შეტევაში აზერბაიჯანმა სომხეთი დაადანაშაულა.

ვრცელდება ინფორმაცია დაჭრილებისა და გარდაცვლილების შესახებ.

Тбилиси
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.
 
პროექტის ფარგლებში, 1 100კვ. მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება. შედეგად, მოქალაქეებისთვის გადაადგილება უფრო კომფორტული გახდება.
 
პროექტს, საბურთალოს რაიონის კონტრაქტორი კომპანია „ელ ენდ ელ“ ახორციელებს.
 
აღნიშნულ ტერიტორიაზე „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, უკვე განხორციელდა წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია.
 
პროექტის ჯამური ღირებულება ღირებულება 406 602 ლარია.
 
მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე გაეცნო.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати