აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო უარყოფს სომხეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას აზერბაიჯანის სამხედრო ტექნიკის განადგურების შესახებ.
„სომხეთის მიერ გავრცელებული ინფორმაცია აზერბაიჯანის კუთვნილი ტანკების, ვერტმფრენებისა და უპილოტო საფრენი აპარატების განადგურების შესახებ, სიცრუე და დეზინფორმაციაა“ , - განაცხადეს თავდაცვის უწყებაში.
მანამდე სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრეს მდივნმა შუშან სტეპანიანმა განაცხადა, რომ ყარაბაღზე მიტანილი იერიშის დროს, მოწინააღმდეგე მხარის სამი ტანკი, ორი ვერტმფრენი და სამი უპილოტო საფრენი აპარატი განადგურებულია
ცნობისთვის, დღეს დილით სომხეთმა მთიანი ყარაბაღის არაღიარებულ რესპუბლიკაში აზერბაიჯანის მხრიდან განხორციელებული სამხედრო იერიშის შესახებ განაცხადა.
სამხედრო შეტევაში აზერბაიჯანმა სომხეთი დაადანაშაულა.
ვრცელდება ინფორმაცია დაჭრილებისა და გარდაცვლილების შესახებ.