USD 2.7241
EUR 3.1638
RUB 3.3608
Тбилиси
აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბაქოში „სპუტნიკი-აზერბაიჯანის“ კიდვე 7 თანამშრომელი დააკავეს
дата:  467

აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ საინფორმაციო სააგენტო „როსია სეგოდნიას“ („სპუტნიკ-აზერბაიჯანის“) ბაქოს ფილიალში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ფარგლებში შვიდი პირი დააკავეს, - ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმე თაღლითობის, უკანონო მეწარმეობისა და დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების ლეგალიზაციის მუხლებით აღიძრა. ორი პირი დააპატიმრეს და კიდევ ხუთი პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა.

სასამართლო გარემოსდაცვითი და ეკონომიკური ზიანის განზრახ მიყენების მტკიცებულებებს განიხილავს.

ცნობისთვის, ორშაბათს აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ბაქოში, „სპუტნიკ-აზერბაიჯანის“ ოფისში ოპერაცია ჩაატარა.

общество
სუს-მა 2 კილოგრამი ბირთვული მასალა ურანის უკანონო შეძენის მცდელობისას ჩინეთის 3 მოქალაქე დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვისა და სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტების თანამშრომლების მიერ ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, თბილისში, 2 კილოგრამი ბირთვული მასალა - ურანის უკანონო შეძენის მცდელობისას დაკავებულია ჩინეთის სამი მოქალაქე.

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები თბილისში გეგმავდნენ რადიოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენას 400 000 აშშ დოლარად და შემდეგ უკანონო ტრანსპორტირებას ჩინეთში, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიის გავლით.

„დანაშაულებრივი გეგმის განსახორციელებლად ჩინეთის ერთ-ერთმა მოქალაქემ, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე რეჟიმის დარღვევით იმყოფებოდა, საქართველოში ჩამოიყვანა ურანის შეძენით დაინტერესებული ექსპერტები და ქვეყნის მასშტაბით აქტიურად დაიწყო ბირთვული მასალის მოძიება. ხსენებულ საქმიანობას ჩინეთიდან კოორდინაციას უწევდნენ დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრები. უკანონო გარიგების დეტალებზე მოლაპარაკების პროცესში, მიღებული ოპერატიული ინფორმაციის რეალიზების შედეგად მოხდა დამნაშავე პირების იდენტიფიცირება და მათი დაკავება.

გარდა ამისა, გამოძიების ფარგლებში, გაიჩხრიკა დაკავებული პირების დროებითი საცხოვრებელი ადგილები თბილისსა და ბათუმში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - აღნიშნა სუს-ის უფროსის პირველმა მოადგილემ ლაშა მაღრაძემ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати