აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ საინფორმაციო სააგენტო „როსია სეგოდნიას“ („სპუტნიკ-აზერბაიჯანის“) ბაქოს ფილიალში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ფარგლებში შვიდი პირი დააკავეს, - ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმე თაღლითობის, უკანონო მეწარმეობისა და დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების ლეგალიზაციის მუხლებით აღიძრა. ორი პირი დააპატიმრეს და კიდევ ხუთი პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა.
სასამართლო გარემოსდაცვითი და ეკონომიკური ზიანის განზრახ მიყენების მტკიცებულებებს განიხილავს.
ცნობისთვის, ორშაბათს აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ბაქოში, „სპუტნიკ-აზერბაიჯანის“ ოფისში ოპერაცია ჩაატარა.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე დასასწრებად სომხეთის დედაქალაქ ერევანში ჩავიდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია პრეზიდენტის პრესსპიკერზე სერგეი ნიკიფოროვზე დაყრდნობით ავრცელებს.
ნიკიფოროვის განცხადებით, იგეგმება უკრაინის პრეზიდენტის შეხვედრა ნორვეგიის, ფინეთის, გაერთიანებული სამეფოს და ჩეხეთის პრემიერ-მინისტრებთან.
პრეზიდენტის პრესსპიკერის თქმით, სამიტი ორდღიანია და შესაბამისად, ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრები ღონისძიების მეორე დღესაც გაგრძელდება.