ავღანეთში დაუდგენელმა პირებმა გაიტაცეს თვითმფრინავი, რომელსაც ქვეყნიდან უკრაინელები უნდა გაეყვანა და სხვა მგზავრები ირანში ჩაიყვანეს. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ევგენი ენინმა განაცხადა.
"ჩვენი თვითმფრინავი სხვა ადამიანებმა გაიტაცეს. წინა სამშაბათს ფაქტობრივად თვითმფრინავი მოგვპარეს - უკრაინელების გაყვანის ნაცვლად, ის მგზავრების უცნობი ჯგუფით ირანში გაფრინდა", - განაცხადა მინისტრმა.
მისი თქმით, გამტაცებლები ცეცხლსასროლი იარაღით იყვნენ შეიარაღებულები.
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.