USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
Tbilisi
ავღანეთში უკრაინული თვითმფრინავი გაიტაცეს
Date:  1199

ავღანეთში დაუდგენელმა პირებმა გაიტაცეს თვითმფრინავი, რომელსაც ქვეყნიდან უკრაინელები უნდა გაეყვანა და სხვა მგზავრები ირანში ჩაიყვანეს. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ევგენი ენინმა განაცხადა.

"ჩვენი თვითმფრინავი სხვა ადამიანებმა გაიტაცეს. წინა სამშაბათს ფაქტობრივად თვითმფრინავი მოგვპარეს - უკრაინელების გაყვანის ნაცვლად, ის მგზავრების უცნობი ჯგუფით ირანში გაფრინდა", - განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, გამტაცებლები ცეცხლსასროლი იარაღით იყვნენ შეიარაღებულები.

ამასთან, მინისტრის მოადგილეს არ დაუკონკრეტებია, როგორ დასრულდა ინციდენტი.
World
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way