USD 2.7109
EUR 3.1197
RUB 3.3417
Тбилиси
აუცილებლად ჩასანიშნი რეცეპტი - მცენარე, რომელიც კიბოსგან გიხსნით
дата:  7774

დიახ, არ მოგეჩვენათ, ეს რეალობაა და ასეთი ძვირფასი ბუნების სასწაული იზრდება საქართველოში, საკმაოდ ხელმისაწვდომია და იაფიც, რომელიც ქალებში სიმსივნეებს შორის  ყველაზე მეტად გავრცელებულუ სარძევე ჯირკვლის - ძუძუს კიბოს ამარცხებს.

ეს მცენარე გახლავთ თაგვისარა. თავისი უხეში, ეკლიანი და გამძლე ფოთლებისა და ღეროების გამო ეზოს ცოცხად და ჭურის სარეცხად იყენებენ დასავლეთ საქართველოში. მეგრულად ბევრნაირი დასახელება აქვს:  ბარცხვინია, ბარცხი, ბარწკვინია, ქოცხოცხო და მაწკვინტია.

თაგვისარა, პონტოური თაგვისარა (ლათ.Ruscus aculeatus) — ყვავილოვანი მცენარეა სატაცურისებრთა ოჯახიდან. დაბალი ბუჩქია, სიმაღლეში 30–50 სმ. აქვს მორიგეობით განლაგებული ტოტები. მცირე ზომის — 1–3 სმ სიგრძის კლადოდიუმები, ხეშეში, ტყავისებური, ლეგა, მუქი მწვანე, ლანცეტა, გრძლად წაწვეტებული და წვრილი ეკლით დაბოლოებული. მისი მთავარი ძარღვი კარგად გამოხატულია. ყვავილი — 1–2, სხედან კლადოდიუმების ქვედა მხარეზე. ყვავის და ნაყოფმსხმოიარობს თებერვალ-აპრილში. გავრცელებულია კავკასიასა და სამხრეთ ევროპაში. საქართველოში გვხვდება დასავლეთში (აფხაზეთი, სამეგრელო, იმერეთი), კახეთსა და შიდა ქართლში. იზრდება მთის ქვედა სარტყელში, სადაც ქმნის რაყებს, აგრეთვე შედის მარადმწვანე ქვეტყის შემადგენლობაში. იზრდება მთის ტყეებში, ბუჩქნარებში, ქვიან და კლდოვან ფერდობებზე. ზოგჯერ ქმნის რაყას. ყველა სახეობას დეკორატიულ მცენარედ იყენებენ. კოლხური თაგვისარას  ნაყოფი იჭმება.

თაგვისარა შეიცავს ისეთ ნივთიერებებს, რომლებიც ამაგრებს სისხლძარღვთა სისტემას და ხელს უწყობს მის შენარჩუნებას. ეფექტურად გამოიყენება პროქტოლოგიაში, განსაკუთრებით, ბუასილის მკურნალობისას. იხმარება ვენების ანთებისას. განსკუთრებით მნიშვნელოვანია მისი გამოყენება სისხლძაღღვების დასაცავად დიაბეტით დაავადებისას. ამჯერად მის ერთ განსაკუთრებულ თვისებას გავუსვამთ ხაზს, რომელიც ქალებს სიმსივნის დამარცხებაში ეხმარება.

თაგვისარას ნაყენი ძუძუს კიბოს საწინააღმდეგოდ

სამკურნალოდ გამოიყენება თაგვისარას ფესვები. მისი შეგროვება გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში არის უპრიანი. საკმაოდ რთული გასარეცხია ჩახლართული ფესვები. უნდა გაშრეს ჩრდილში მშრალ, გრილ და კარგად განიავებულ  ოთახში. შრობის შემდეგ ფესვების წონა ნახევრდება, ამოტომ გაითვალისწინეთ დოზები:

300 გრ მშრალი, კარგად გარეცხილი, დაქუცმაცებული ფესვები ემალის ჭურჭელში იხარშება 3 ლიტრ წითელ საფერავში ან დირბულაში. გაითვალისწინეთ, ღვინო უნდა იყოს ნატურალური. დაუშვებელია ადესის, ალადასტურის ან სხვა რომელიმე ჰიბრიდული ჯიშის ყურძნისგან დამზადებული ღვინოს გამოყენება სამკურნალო დანიშნულებით. ნელ ცეცხლზე დუღილის შემდეგ უნდა მივიღოთ განახევრებული, ანუ 1.5 ლ სითხე, სამკურნალოდ მიიღება დღეში 3-ჯერ ჭამამდე 30 წთ ადრე 50 გრ ოდენობით. ნაყენის დამთავრების შემდეგ საჭიროა 5-დღიანი შესვენება. ორჯერ ვიმეორებთ იმავე პროპორციით მომზადებულ ნაყენს. სრული კურსი მოიცავს 3 ეტაპს. ანუ, საჭიროა 9 ლიტრი წითელი ღვინო და 900 გრამი თაგვისარას მშრალი ფევები. ასეთი კურსი მეორდება წელიწადში 2-ჯერ. არაერთი შემთხვევა ყოფილა, როდესაც პირველივე კურსზე გამქრალა მცირე ზომის კვანძები თუ ჯირკვალი. თუ დიდი ზომისაა, საგრძნობლად მცირდება და მეორე კურსის შემდეგ სრულებით ქრება. გამოცდილია საუკუნეების მანძილზე. ჩვენი წინაპრები მას საგულდაგულოდ ინახავდნენ, იყენებდნენ და დღემდე ამზადებენ მსურველებისთვის.

დაკვირვებებმა ცხადყო, რომ ეფექტურია სხვადასხვა შემადგენლობის კვანძოვანი და ჯირკვლოვანი წარმონაქმნის სამკურნალოდ კონკრტულად სარძევე ჯირკვალში. ფარისებრი ჯირკვლის მკურნალობის დროს დაფიქსირდა შემდეგი ტენდენცია: აქტიურად მზარდი კვანძი წყვეტს ზომაში მატებას, თუმცა არ ქრება. თითქმის 100%-იანი შედეგი აქვს სარძევე ჯირკვლის სიმსივნური წარმონაქმნის მკურნალობისას.

ბუნების ეს საოცარი საჩუქარი დღეს ყველასთვის ხელმისაწვდომია. მისი უნიკალური თვისებების გამო  დიდი რაოდენობით გადის ექსპორტზე თურქეთში ფარმაკოლოგიაში გამოსაყენებლად.

общество
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати