USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
Тбилиси
ასტროლოგი - რას გვპირდება 25 ოქტომბერი?!
 852

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

ეცადეთ, ნაყოფიერი დღისთვის განეწყოთ და თქვენი განწყობა სამუშაოს ხარისხზე აისახება. თქვენს მონდომებას და პროფესიონალიზმს შენიშნავენ და მალე დამსახურებულ ჯილდოს მიიღებთ. ახლობელი ადამიანი საინტერესო იდეას გაგიზიარებთ, რომელსაც მალე მოგებიანად განახორციელებთ.

 კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

ამ დღეს გარშემო მყოფებისთვის საკუთარი არგუმენტების წარმოდგენა და მიზნების მიღწევის გზაზე პრინციპულობის გამოვლენა მოგიწევთ. მთლიანობაში, მშვიდი დღეა და სირთულეები არ გელით. გირჩევთ, საღამოს მეგობრებს ესტუმროთ - ეს განწყობას აგიმაღლებთ და ძალას შეგმატებთ.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

გირჩევთ, ეს დღე საყვარელ ადამიანებზე ზრუნვას, მათი პრობლემების მოგვარებას და გულწრფელ საუბრებს დაუთმოთ. პროფესიული საკითხების მოსაგვარებლად აჩქარება საჭირო არ არის, შეგიძლიათ მშვიდად იმუშაოთ. შეიძლება ახალი საქმის დაწყება ან მიმართულების შეცვლა მოგიწიოთ. გირჩევთ, ამ დროს სიფრთხილე გამოიჩინოთ.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

გასაკეთებელი ბევრია, მაგრამ ეცადეთ, ნელა იმოქმედოთ და პროცესი მუდმივად აკონტროლოთ. თქვენს პროფესიონალიზმს მნიშვნელოვან ადამიანები შენიშნავენ და შეიძლება ერთგვარი წახალისება მიიღოთ. დაუმსახურებელი კრიტიკის და შენიშვნების თავიდან ასაცილებლად ეცადეთ, ურთიერთობები მინიმუმამდე შეამციროთ და სხვების დახმარების გარეშე იმუშაოთ.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

დღის პირველი ნახევარი ნერვული და ემოციურად დატვირთული იქნება. სავარაუდოდ, ბევრი პრობლემის გადაჭრა და სირთულის გადალახვა მოგიწევთ. საღამოს სიტუაცია გამოსწორდება და შეიძლება ცოტა დაისვენოთ. შესანიშნავი დღეა ახალი პროექტის დასაწყებად. მთავარია, არავის ენდოთ და ნებისმიერი ინფორმაცია გადაამოწმოთ.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

ამ დღეს გარემოებები თქვენ წინააღმდეგ მოქმედებს, ამიტომ ძალიან არ უნდა იაქტიუროთ. თუ შესაძლებელია, უარი თქვით დამატებით პასუხისმგებლობებზე და უკვე დაწყებული საქმეები დაასრულეთ. თქვენი გარემოცვიდან ვიღაც თქვენს მოტყუებას ცდილობს, ამიტომ არავის უნდა ენდოთ და დამოუკიდებლად იმოქმედოთ.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

დილიდან სამუშაო რიტმში შესვლა გიჭირთ და ცდილობთ, საკუთარ მოვალეობებს გაექცეთ. შუადღის შემდეგ მუშაობა და გადაწყვეტილების მიღება გაცილებით ადვილი იქნება, ამიტომ ეცადეთ, მნიშვნელოვანი საქმეების ამ დროისთვის დაგეგმოთ. გამორიცხული არ არის მოგებიანი შეთავაზება, რომელიც კარგ შემოსავალს და მნიშვნელოვან გამოცდილებას მოგიტანთ. შეიძლება, მნიშვნელოვან ადამიანს შეხვდეთ, რომელიც თქვენს მომავალზე გავლენას მოახდენს.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას, ეცადეთ, იმუნური სისტემა გაიძლიეროთ და ჯანსაღი საკვები მიიღოთ. სასურველია, ავადმყოფობის პირველივე სიმპტომის შემთხვევაში ექიმს მიმართოთ. საღამოს შეგიძლიათ საკუთარ თავს საჩუქარი გაუკეთოთ, რა თქმა უნდა, თუ ბიუჯეტი ამის საშუალებას გაძლევთ.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

თუ ფრთხილად და წესების ფარგლებში იმოქმედებთ, შეცდომების თავიდან აცილებას შეძლებთ. ეცადეთ, ურთიერთობისთვის ოპტიმისტები შეარჩიოთ, რაც კარგი განწყობის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ. დღის მეორე ნახევარში საინტერესო შეხვედრები გელით.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

ამ დღეს ზედმეტმა აქტიურობამ შეიძლება სარგებლის ნაცვლად, პრობლემები გამოიწვიოს. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ დრო მშვიდად გაატაროთ და ყველა მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო საქმე სხვა დროისთვის გადადოთ. მოერიდეთ ნეგატიურად განწყობილ, შურიან ადამიანებს, რომლებიც ერთს ფიქრობენ, მეორეს ამბობენ და მესამეს აკეთებენ.

 მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

ეტაპობრივ მოქმედებაზე გათვლილი სამოქმედო გეგმა ძალიან დაგეხმარებათ და საქმის სწრაფად დასრულების საშუალებას მოგცემთ. თავი შეიკავეთ ახალი პროექტის დაწყებისგან, სანამ ყველა, თითქოს უმნიშვნელო ინფორმაციას არ გადაამოწმებთ. დღის მეორე ნახევარი გაცილებით ნაყოფიერია, ამიტომ მოლაპარაკებები ან საქმიანი შეხვედრები ამ დროისთვის უნდა დაგეგმოთ.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

ვარსკვლავები გირჩევენ, სიტუაცია რეალურად შეაფასოთ და პრობლემები არ დამალოთ. რასაც არ უნდა აკეთებდეთ, ძალიან ფრთხილად და მოზომილად უნდა იმოქმედოთ და რისკები შეაფასოთ. მეტი ურთიერთობა გქონდეთ გარშემო მყოფებთან - ამ დღეს ვიღაც ახალი პროექტისთვის შესანიშნავ იდეას მოგაწვდით.

Тбилиси
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

более
голосование
Кстати