USD 2.7117
EUR 3.1231
RUB 3.3487
Тбилиси
ასტროლოგი - რას გვპირდება 22 თებერვალი?
дата:  594

ვერძი (21 მარტი - 19 აპრილი)
დღის მოვლენები: ენერგიით სავსე იქნებით, მაგრამ ზედმეტი სიჯიუტე პრობლემებს შეგიქმნით. შეეცადეთ მოლაპარაკებები მშვიდად აწარმოოთ.
ოჯახი: ოჯახში შესაძლოა უთანხმოება გაჩნდეს წვრილმან საკითხებზე. მშვიდად გაარკვიეთ, ვინ რას მოელის თქვენგან.
ბიზნესი: ფულის მოზიდვის ახალი შესაძლებლობები გამოჩნდება, თუმცა გარისკვა არ ღირს.
სიყვარული: ემოციურად დაიტვირთებით, პარტნიორისგან მეტი მხარდაჭერის მოლოდინი გაქვთ.
კარიერა: წინსვლა შესაძლებელია, თუ ზედმეტ თავდაჯერებას მოიშორებთ.
სამსახური: დაძაბული დღე იქნება, მაგრამ შედეგიანი – თუ ყურადღებას გამოიჩენთ.

კურო (20 აპრილი - 20 მაისი)
დღის მოვლენები: სტაბილურობა მოგინდებათ, მაგრამ გარემოებები აიძულებენ ცვლილებებს მიიღოთ.
ოჯახი: საყვარელ ადამიანთან ღია საუბარი ბევრ გაუგებრობას მოაგვარებს.
ბიზნესი: ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებაში ნუ იჩქარებთ – მეტი ანალიზი დაგჭირდებათ.
სიყვარული: მოსალოდნელია სიურპრიზი, რომელიც ან გაგახარებთ, ან მთლიანად შეგაცვლევინებთ გეგმებს.
კარიერა: ძალების ეკონომია სწორი გადაწყვეტილებაა – ზედმეტი პასუხისმგებლობის აღება ახლა არ ღირს.
სამსახური: დეტალებზე კონცენტრირება გმართებთ – პატარა შეცდომამ შეიძლება დიდი პრობლემა შექმნას.

ტყუპები (21 მაისი - 20 ივნისი)
დღის მოვლენები: კომუნიკაცია მთავარ როლს ითამაშებს, თუმცა ფრთხილად იყავით ზედმეტ დაპირებებთან.
ოჯახი: გაჩნდება შანსი, უფრო მეტი დრო გაატაროთ ახლობლებთან – გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა.
ბიზნესი: ახალ პარტნიორებთან კავშირი სარგებელს მოიტანს, მაგრამ ყველა პირობას კარგად გადახედეთ.
სიყვარული: ურთიერთობებში სიცხადე მნიშვნელოვანია – პირდაპირ თქვით, რაც გაწუხებთ.
კარიერა: კოლეგებთან ურთიერთობა სასარგებლო იქნება, თუ ზედმეტი ემოციურობა არ შეგიშლით ხელს.
სამსახური: დაბნეულობა მოსალოდნელია, მაგრამ სწორი დაგეგმვა გადაგარჩენთ.

კირჩხიბი (21 ივნისი - 22 ივლისი)
დღის მოვლენები: შინაგანი დაძაბულობა გადალახვადია – მთავარია, კონცენტრირება მოახდინოთ მთავარზე.
ოჯახი: ნათესავებთან კომუნიკაცია გაგიუმჯობესდებათ, განსაკუთრებით მათთან, ვისთანაც ბოლო დროს კონფლიქტი გქონდათ.
ბიზნესი: ძველი კლიენტები ან კონტაქტები მოულოდნელ სარგებელს მოიტანენ.
სიყვარული: ახალი გრძნობები შეიძლება გაიღვიძოს – მოუსმინეთ გულს, მაგრამ გონებასაც ნუ გამორიცხავთ.
კარიერა: მოულოდნელი ცვლილებები დღის წესრიგში იქნება, არ იჩქაროთ გადაწყვეტილებების მიღება.
სამსახური: სამუშაოსთან დაკავშირებული მცირე გაუგებრობები მოსალოდნელია, მაგრამ მალე მოგვარდება.

ლომი (23 ივლისი - 22 აგვისტო)
დღის მოვლენები: ყურადღების ცენტრში იქნებით, თუმცა ეს შეიძლება როგორც სარგებელს, ისე პრობლემებსაც გაჩენდეს.
ოჯახი: სჯობს, რომ არ დაუპირისპირდეთ ოჯახის წევრებს – დიპლომატიური მიდგომა უფრო გამოგადგებათ.
ბიზნესი: ახალი პროექტები პერსპექტიული ჩანს, მაგრამ ნაადრევი სიხარული არ ღირს.
სიყვარული: ვისაც სერიოზული ურთიერთობა აქვს, მოთმინება დასჭირდება – პატარა გაუგებრობები მოსალოდნელია.
კარიერა: თქვენი იდეები სათანადოდ შეფასდება, თუ სწორად წარმოჩენთ.
სამსახური: ბევრისგან მხარდაჭერას მიიღებთ, თუმცა თავადაც არ უნდა მოდუნდეთ.

ქალწული (23 აგვისტო - 22 სექტემბერი)
დღის მოვლენები: სიზუსტე და გეგმიურობა დღეს გადამწყვეტი იქნება.
ოჯახი: საოჯახო საკითხებში მეტი ჩართულობა მოგიწევთ, რათა სტაბილურობა შეინარჩუნოთ.
ბიზნესი: ინვესტიციები დაფიქრებულ ნაბიჯებს მოითხოვს – ყველა ფაქტორი გაითვალისწინეთ.
სიყვარული: ემოციურად დაძაბული დღეა – გამოთქვით თქვენი პოზიცია მშვიდად.
კარიერა: შრომა აუცილებლად დაფასდება, ოღონდ ცოტა მოგვიანებით.
სამსახური: დეტალებზე ფოკუსირება გადამწყვეტი იქნება, მოერიდეთ მექანიკურ შეცდომებს.

სასწორი (23 სექტემბერი - 22 ოქტომბერი)
დღის მოვლენები: აუცილებელია, რომ საკუთარი საჭიროებები არ დაივიწყოთ.
ოჯახი: შესაძლოა ოჯახში პასუხისმგებლობები გაიზარდოს, მაგრამ ეს დროებითია.
ბიზნესი: ფრთხილად იყავით ფინანსურ ოპერაციებში – ყველა დეტალი გადაამოწმეთ.
სიყვარული: ახალი ნაცნობობა საინტერესო პერსპექტივებს გააჩენს.
კარიერა: გადაწყვეტილებების მიღება არ იჩქაროთ – მეტი ინფორმაცია მოაგროვეთ.
სამსახური: კოლეგებთან თანადგომა დაგეხმარებათ საერთო წარმატებაში.

მორიელი (23 ოქტომბერი - 21 ნოემბერი)
დღის მოვლენები: ინტუიცია დღეს თქვენი მთავარი იარაღი იქნება.
ოჯახი: გაგიჩნდებათ სურვილი, მეტი დრო დაუთმოთ ოჯახის წევრებს – არ გადადოთ.
ბიზნესი: კონკურენცია იზრდება, თუმცა თუ სტრატეგიულად იმოქმედებთ, წარმატება გარანტირებული გაქვთ.
სიყვარული: ეჭვიანობამ შეიძლება ურთიერთობას ზიანი მიაყენოს – მოუსმინეთ პარტნიორს.
კარიერა: ცვლილებები გარდაუვალია, მაგრამ ეს კარგის ნიშანია.
სამსახური: თქვენი შრომა და სიზუსტე დღეს განსაკუთრებით დაფასდება.

მშვილდოსანი (22 ნოემბერი - 21 დეკემბერი)
დღის მოვლენები: ექსპერიმენტები და ახალი გამოცდილებები დღის წესრიგში დადგება.
ოჯახი: ძველი წყენები გაჩნდება, მაგრამ სწორი კომუნიკაცია პრობლემებს მოაგვარებს.
ბიზნესი: ახალი კონტრაქტების გაფორმება პერსპექტიულია.
სიყვარული: მოგზაურობა ან ცვლილება შეიძლება სიყვარულშიც მოახდინოს გარდატეხა.
კარიერა: იფიქრეთ გრძელვადიან გეგმებზე.
სამსახური: სიფრთხილე საჭიროა – ზედმეტი ენთუზიაზმი შესაძლოა საზიანო აღმოჩნდეს.

თხის რქა (22 დეკემბერი - 19 იანვარი)
დღის მოვლენები: ყველაფერი გეგმის მიხედვით არ წავა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ დღე უიღბლო იქნება.
ოჯახი: ოჯახის წევრებისგან მხარდაჭერას იგრძნობთ, თუმცა მცირედი გაუგებრობები მოსალოდნელია.
ბიზნესი: ძველი ვალდებულებების გადახედვა მოგიწევთ – გადაჭერით საკითხები დროულად.
სიყვარული: ურთიერთობაში მეტი მოთმინება და გაგება დაგჭირდებათ.
კარიერა: ზედმეტი კონსერვატიზმი შეიძლება თქვენს განვითარებას აფერხებდეს – მეტი მოქნილობა დაგჭირდებათ.
სამსახური: დღეს სიმშვიდის შენარჩუნება უმნიშვნელოვანესია, განსაკუთრებით უფროსებთან კომუნიკაციაში.

მერწყული (20 იანვარი - 18 თებერვალი)
დღის მოვლენები: მოულოდნელი იდეა ან ინფორმაცია მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას გაღებინებთ.
ოჯახი: მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ურთიერთობა პოზიტიურად წარიმართება.
ბიზნესი: ახალი ტექნოლოგიებისა და მეთოდების გამოყენება მოგებას მოიტანს.
სიყვარული: ურთიერთობაში სიახლე გჭირდებათ – გააკეთეთ რაღაც განსხვავებული.
კარიერა: გამბედაობა და ახალი მიდგომები დაგეხმარებათ წარმატების მიღწევაში.
სამსახური: დღეს გუნდური მუშაობა გადამწყვეტი იქნება – მარტო მოქმედება რთული იქნება.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)
დღის მოვლენები: ემოციური დღეა – შეეცადეთ, რომ არ მისცეთ ნეგატივს თქვენზე გავლენის მოხდენის უფლება.
ოჯახი: შეიძლება ზოგიერთ საკითხზე განსხვავებული შეხედულებები გქონდეთ, მაგრამ ეს სერიოზულ პრობლემას არ შექმნის.
ბიზნესი: მოულოდნელი შემოსავალი ან შანსი შეიძლება გაჩნდეს – ყურადღებით იყავით.
სიყვარული: შესაძლოა, რომ ვიღაცის მხრიდან უჩვეულო ინტერესი იგრძნოთ.
კარიერა: ნიჭი და შრომისმოყვარეობა სათანადოდ დაფასდება, მაგრამ მოთმინება დაგჭირდებათ.
სამსახური: დეტალებზე ყურადღების გამახვილება დღეს თქვენი წარმატების გასაღები იქნება.

общество
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати