USD 2.6942
EUR 3.1282
RUB 3.3717
Tbilisi
ასტროლოგი - რას გვპირდება 20 მარტი?!
Date:  1934

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 მარტისთვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

მშვიდი და წარმატებული დღეა. ვარსკვლავები გირჩევენ, აუჩქარებლად იმუშაოთ და ახალი ადამიანები გაიცნოთ. შესაძლოა, სწორედ ერთ-ერთი ახლად გაცნობილი ადამიანისგან ძალიან მოგებიანი შეთავაზება მიიღოთ. საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა განწყობას აგიმაღლებთ. მთავარია, მათთვის მხარდაჭერისა და სიყვარულის სიტყვების თქმა არ დაგეზაროთ.

 კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

ვარსკვლავების ხელსაყრელი განლაგება საშუალებას გაძლევთ, რომ სარისკო საქმიანობაში ჩაერთოთ და სასურველ შედეგს მიაღწიოთ. კოლეგებთან ურთიერთობისას მოერიდეთ უხეშობას და კატეგორიულობას. გახსოვდეთ, რომ საქმეს, რომლის დაწყებასაც გეგმავთ, მათი დახმარების გარეშე ვერ გაუმკლავდებით. ეცადეთ, კომპრომისები მოძებნოთ და ოპონენტებს მათთვის მისაღები ვარიანტები შესთავაზოთ.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

ყურადღება მიაქციეთ თქვენი დღის რეჟიმს, მოაწესრიგეთ სამუშაო მაგიდა და საქმიანი ქაღალდები. კარგი დღეა ახალი ადამიანების გაცნობის და საქმიანი კავშირების დამყარებისთვის. პროფესიონალურ თემებზე საუბრის ნუ შეგეშინდებათ, შეგიძლიათ თქვენთვის მნიშვნელოვან საკითხებზე სრულყოფილი ინფორმაცია მიიღოთ. ეცადეთ, სერიოზული თანამოსაუბრე წვრილმანებზე საუბრით არ დააფრთხოთ.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

ეცადეთ, საკუთარ თავს დილიდან დადებითი განწყობა შეუქმნათ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს კარიერული წინსვლა და პროფესიულ საქმიანობაში წარმატება თქვენს აქტიურობაზეა დამოკიდებული. სავარაუდოდ, ახლობელ ადამიანს პრობლემების მოგვარებაში თქვენი დახმარება დასჭირდება და იმედს არ გაუცრუებთ. ეცადეთ, ვარჯიშისთვის დრო გამონახოთ ან სუფთა ჰაერზე მაინც გაისეირნოთ.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

ეცადეთ, ამ დღეს ნებისმიერ საქმეში შემოქმედებითი უნარი და მდიდარი ფანტაზია გამოავლინოთ. ამ გზით თქვენ გავლენიანი ადამიანების ყურადღებას მიიპყრობთ და დაწყებულ საქმეს თქვენთვის სასურველი შედეგით დაასრულებთ. თუ დახმარება გჭირდებათ, ამის შესახებ პირდაპირ და გასაგებად უნდა თქვათ - კოლეგებმა შეიძლება თქვენი ქარაგმული ნათქვამი და მინიშნებები ვერ გაიგონ.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

თუ შესაძლებელია, მოლაპარაკებები და დისკუსიები სხვა დროისთვის გადადეთ. ამ დღეს სასურველი შედეგის მისაღწევად მშვიდ გარემოში, განმარტოებით მუშაობა გჭირდებათ. პროფესიული უნარები და მოხერხებულობა დაგეხმარებათ, ურთულესი ვითარებიდან საუკეთესო გამოსავალი იპოვოთ. მთავარია, დრო დაზოგვის მიზნით უსარგებლო კომუნიკაციას მოერიდოთ.

 

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

ამ დღეს შეიძლება თქვენი თანამოაზრეების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდოს და მეტიც - დახმარება ისეთი ადამიანისგან მიიღოთ, ვისგანაც არ ელოდით. წვრილმანებზე დრო არ დაკარგოთ და ეცადეთ, დაწყებული საქმე დროულად დაასრულოთ. ნებისმიერი კომუნიკაციის დროს სიმშვიდე შეინარჩუნეთ, თუნდაც თანამოსაუბრე ძალიან გაღიზიანებდეთ. სავარაუდოდ, საღამოს თავს შეგახსენებენ ის ადამიანები, რომლებიც დიდი ხანია არ გინახავთ.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

შეიძლება დაძაბული სიტუაციაში აღმოჩნდეთ. ნუ დაიბნევით, დროა თქვენი დიპლომატიური უნარები და ცოტაოდენი ეშმაკობა გამოავლინოთ. მოერიდეთ სადავო თემებზე საუბარს, ოპონენტები ქათინაურებით გაანებივრეთ და კომპრომისული გადაწყვეტილება შესთავაზეთ. ამ დღეს მცირე, თითქმის უმნიშვნელო პრობლემები თქვენს საქმეებზე უდიდეს გავლენას მოახდენს, ამიტომ მნიშვნელოვანი არაფერი დაგეგმოთ.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

ენერგიით და მოქმედების სურვილით სავსე ხართ. ეცადეთ, შესაძლებლობით ისარგებლოთ და ყველა რთული თუ უსიამოვნო საკითხი მოაგვაროთ, რომელსაც გამუდმებით სამომავლოდ ინახავდით. საყვარელ ადამიანს მეტი ყურადღება უნდა მიაქციოთ - თუნდაც პატარა საჩუქრით გაახაროთ. ეს თქვენს ურთიერთობას გააძლიერებს და სულიერი სიმშვიდის მოპოვებაში დაგეხმარებათ.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

სავარაუდოდ, ამ დღეს ბევრი სამუშაო გექნებათ, მაგრამ ეცადეთ, არ გადაიღალოთ. ყველა საქმის ერთდროულად კეთება, შედეგის ნაცვლად, შეცდომებს გამოიწვევს, ამიტომ სამუშაო ნაწილ-ნაწილ უნდა დაასრულოთ. იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე, რომელსაც გრძელი ზამთრისა და ხანგრძლივი მუშაობის შემდეგ გაძლიერება სჭირდება.

მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

გირჩევთ, დილას სამოქმედო გეგმა შეადგინოთ და იმაზე მეტის გაკეთებას არ ეცადოთ, ვიდრე შეგიძლიათ. ამ დღეს თქვენი ინტუიცია ისეთი ძლიერია, როგორც არასდროს, ამიტომ შეგიძლიათ გადაწყვეტილებები სწრაფად და უყოყმანოდ მიიღოთ. ნუ ენდობით სხვებს - გადაწყვეტებს მიღებამდე ყველა ინფორმაცია თავად უნდა გადაამოწმოთ.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

ამ დღეს უმჯობესია ურთიერთობები შეზღუდოთ და ძვირფასი დრო უსარგებლო საუბრებზე არ დაკარგოთ. რასაც არ უნდა აკეთებდეთ, ფრთხილად იმოქმედეთ და წესები არ დაარღვიოთ. გუნდური მუშაობა ეფექტური იქნება - პრობლემების ოპტიმალურად გადაჭრას და სასურველი შედეგების მიღებას შეძლებთ.

analytics
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაახლოება სამხრეთ კავკასიისთვის კი ძალიან დიდი უპირატესობაა მაგრამ საქართველოზე გამავალი შუა დერეფნისათვის ეს ყველაფერი სერიოზული დარტყმა იქნება - გიორგი კობერიძე
თავს თუ არ მოვიტყუებთ დასავლეთის ჩართილობით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაახლოება სამხრეთ კავკასიისთვის კი ძალიან დიდი უპირატესობაა და რეგიონის მიზიდულობასაც გაზრდის, მაგრამ საქართველოზე გამავალი შუა დერეფნისათვის ეს ყველაფერი სერიოზული დარტყმა იქნება. ამერიკის მცდელობა იშუამდგომლოს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, განპირობებულია ორი მარტივი და ერთმანეთზე დამოკიდებული მიზნით:
 
1. ზანგეზურის დერეფნის ირიბი კონტროლი: - აშშ-ს მიზანია არ დაუშვას ირანის, ჩინეთისა და რუსეთის გავლენა ამ ახალ საერთაშორისო ეკონომიკურ მიმართულებაზე. პირიქით, ამ დერეფნის ვაშინგტონზე დამოკიდებულებაა პრიორიტეტი. მეთოდურად, ამერიკული გავლენისა და არაპირდაპირი კონტროლის უკან უამრავი მექანიზმი არსებობს: ამერიკული კერძო კომპანიების მეშვეობით, ინვესტიციებით, გზის უსაფრთხოების ვალდებულებით, საერთაშორისო მისიით, სამმხრივი პარტნიორობით, რეჟიმების მხარდაჭერით, რაიმე სახის ხელშეკრულებით და ასე შემდეგ. მეთოდი ბევრია, გავლენებისა და ირიბი კონტროლის ზრდა კი ამ ყველაფრიდან გამომდინარეობს.
 
2. შუა დერეფნის შიგნით ალტერნატივების გაჩენა: - ამერიკელებს უყვართ გამოთქმა, რომ არასდროს უნდა ჩადო ყველა კვერცხი ერთ კალათაში. საქართველოზე გამავალი შუა დერეფანი თითქმის უალტერნატივო იყო. რუსული ანუ ჩრდილოეთის დერეფანი დახურულია. წითელი ზღვის საზღვაო დერეფანი ორი წელია საბრძოლო ზონადაა ქცეული, ირან-ისრაელის ომებმა ახლო აღმოსავლეთის საჰაერო გზაგამტარიც არასტაბილურად აქცია და კავკასიაზე გადმორთო. ამ ყველაფრიდან და სომხეთ-აზერბაიჯანული დაპირისპირებიდან გამომდინარე საქართველო ერთ-ერთ ძირითად ეკონომიკურ დერეფნად რჩებოდა. ყოველ შემთხვევაში ბოლო 25 წელიწადი ასე იყო მოაზრებული და საქართველოც ასე პოზიციონირებდა.
 
ახლა კი საქართველოსთან დაკავშირებით განწყობები იცვლება და სხვადასხვა კალათის მნიშვნელობა იზრდება: ამერიკელი და ევროპელი ანალიტიკოსები ღიად საუბრობენ რომ ზანგეზურის ალტერნატივა უნდა ამუშავდეს და დაიტვირთოს, რომლის მნიშვნელობა ეკონომიკურიც იქნება და პოლიტიკურიც. ეკონომიკურში იმას გულისხმობენ, რომ გზა მოკლდება აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის: სომხეთზე გამავალი გზა უფრო მოკლე იქნება ვიდრე საქართველოზე გამავალი. ამასთან, ზანგეზურის გზით სომხეთის სამხრეთული სიუნიქის პროვინციაც გამოცოცხლება და აზერბაიჯანის ნახიჩევანიც. სწორედ ამ უკანასკნელიდანაა ალიევების ოჯახი. შესაბამისად, ბაქოს დამატებითი მოტივაციაც აქვს ნახიჩევანის გასავითარებლად და იქ გზის დასატვირთად.
 
ეკონომიკური გასაგებია, მაგრამ შეფასებებში პოლიტიკური განზომილება ყველაზე სამწუხარო და თვალშისაცემია: დასავლური ანალიტიკური ორგანიზაციები ღიად აცხადებენ, რომ საქართველო რუსულ და ჩინურ ორბიტაზეა გადასული, შესაბამისად, მისდამი ნდობა აღარ არსებობს. ამიტომ, მათი არგუმენტებით, აუცილებელია შეიქმნას ახალი პოლიტიკური საყრდენი კავკასიაში, რომელიც რუსეთის გავლენების მიღმა იქნება.
ვახსენოთ თურქეთიც: ანკარასათვის სომხეთის ეკონომიკური მიბმა გავლენის ზრდასთანაა დაკავშირებული. რაც უფრო სუსტად იქნება წარმოდგენელი რუსეთი სომხეთში, ნიშნავს რომ თურქეთი მით უფრო გაძლიერდება იქ. სომხეთთან შედარებით თურქეთი ეკონომიკური გიგანტია და მისი შესვლა ახალ ბაზარზე დიდი ეფექტის მქონე იქნება და პოლიტიკურად გადათარგმნის პერსპექტივაც ექნება. ეს ერთ და ორ დღეში არ მოხდება, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ორ ქვეყანას შორის, ოფიციალურ დონეზე ხისტი რიტორიკა სრულიად შეცვლილია.
 
ცხადია, სომხეთის რუსეთისაგან სრულად ჩამოხსნაზე საუბარი ამ ეტაპზე გადაჭარბებულია, მაგრამ მოსკოვი რომ გავლენებს კარგავს ეს შესანიშნავია. კვლევითი ორგანიზაციები არაორაზროვნად საუბრობენ, რომ წაგებულებს შორის რუსეთი, საქართველო და ჩინეთია. თუმცა ეს უკანასკნელი თურქეთთანაც გამონახავს ენას. რუსეთს სომხეთში ბევრი სვლა არ აქვს საბოტაჟებისა და გადატრიალების გარდა (და ომებისაგან განსხვავებით ისინი მას ძალიან კარგად გამოსდის). ისიც მოსალოდნელია, რომ დასავლეთის ჩართულობის ხელის შესაშლელად მოსკოვი ყველა ღონეს იხმარს და მათ ნაწილს უკვე ხმარობს კიდეც - სომხეთში არეულობა და გადატრიალება სცადა მან - ამ თემაზე გამოძიება სომხეთში ახლაც მიმდინარეა. არც ჩინეთი იქნება გულხელდაკრეფილი.
 
რაც შეეხება საქართველოს: ახლა საქართველოში ჩატარებული ნატოს წვრთნები Agile Spirit სწორედ იმის მანიშნებელი იყო, რომ აშშ კვლავ ცდილობს კავშირების შენარჩუნებას აქ. საქართველოს რუსულ ბანაკში საბოლოო აღმოჩენა შავ ზღვაზე რუსეთის გაძლიერებას და კავკასიაში მოსკოვის გავლენების ზრდას მოასწავებს. ამასთან, ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით საქართველოში უკვე ბევრი რამაა მოწყობილი, თუმცა ისიც ვიხილეთ, რომ აზერბაიჯანში საგზაო ინფრასტრუქტურას ძალიან დიდი სისწრაფით აშენებენ ხოლმე. ჩვენ ისეთ რეგიონში ვართ, სადაც ცვლილებებისათვის საერთაშორისო პოლიტიკური ნება ყველაზე მნიშვნელოვანია ხოლმე. ეს პოლიტიკური ნება კი დასავლეთს როგორც ჩანს აქვს. პოლიტიკურ ნებას კი ინვესტიციები მიჰყვება ხოლმე, ინვესტიციებს კი დაცვა სჭირდება. შესაბამისად, ჩაანაცვლებს თუ არა საქართველოს ზანგეზურის დერეფანი საკითხავია, მაგრამ მნიშვნელობას კი ნამდვილად შეამცირებს.
 
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way