USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
Тбилиси
ასტროლოგი - რას გვპირდება 19 ოქტომბერი?!
 581

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

მომდევნო ორი დღის განმავლობაში შეეცადეთ, თქვენი ამჟამინდელი სურვილი სრულად არ გამოამჟღავნოთ - ამით თავიდან აიცილებთ ბევრ უსიამოვნებას. ყურადღება მიაქციეთ საკუთარ ბიუჯეტს და მოერიდეთ სარისკო ინვესტიციებს. პირად ცხოვრებაში სასიამოვნო სიურპრიზებია მოსალოდნელი.

 კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

რთული და დაძაბული დღეა, შეიძლება ერთდროულად რამდენიმე საქმის კეთებაც მოგიწიოთ. თუმცა, ეს სარგებელსაც მოგიტანთ - ნაყოფიერი მუშაობა პროფესიულ განვითარებაში დაგეხმარებათ. დღის მეორე ნახევარში ეცადეთ, დაისვენოთ. ძველი მეგობარი სასარგებლო ინფორმაციას გაგიზიარებთ. მოუსმინეთ, მაგრამ თქვენი ინტუიციით იმოქმედეთ: ისინი ზუსტი და დროული იქნება.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

უმჯობესია, სასიამოვნო საქმეები საღამოსთვის გადადოთ და, პირველ რიგში, რთულ ამოცანებთან გამკლავებაზე იზრუნოთ. ეცადეთ, წვრილმანებს მეტი ყურადღება მიაქციოთ - ეს საბოლოო შედეგისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ენერგია ჩხუბისა და დაპირისპირების ნაცვლად, სიყვარულზე დახარჯოთ.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

ბოლო დღეები სტრესული იყო, ამიტომ დღეს შეგიძლიათ ცოტა დაისვენოთ და მარტივი სამუშაო აკეთოთ. შემოქმედებითი ხედვის წყალობით ნებისმიერ უინტერესო საქმესაც კი საინტერესოს გახდით. ამ დღეს შეგიძლიათ, გასაოცარი კულინარიული შედევრიც კი შექმნათ. მთავარია, მოინდომოთ.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

ეს დღე რუტინულ საკითხებს უნდა დაუთმოთ. ეცადეთ, დაასრულოთ დავალებები, რომლებიც თქვენს მაგიდაზე დაგროვდა. ახლობლებს თქვენი მხარდაჭერა სჭირდებათ, ამიტომ მათთან ურთიერთობის და საერთო პრობლემების გადაჭრისთვის დრო უნდა გამონახოთ. ამ დღეს შეიძლება ის შენიშნოთ, რასაც სხვა დროს ვერ ხედავდით. ეს ნებისმიერ საქმეში დაგეხმარებათ, რომელიც ყურადღებას მოითხოვს.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

ამ დღეს თქვენს ნებისმიერ ქმედებას მნიშვნელოვანი შედეგი მოჰყვება, ამიტომ გადაწყვეტილების მიღებისას განსაკუთრებული სიფრთხილე და წინდახედულობა უნდა გამოიჩინოთ. გარშემო მყოფთა დახმარების იმედი ნუ გექნებათ, ამ დღეს ყველაფერი საკუთარ თავზე უნდა აიღოთ. დღის მეორე ნახევარი უფრო ნაყოფიერია, ამიტომ მნიშვნელოვანი საქმეები ამ დროისთვის უნდა დაგეგმოთ.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

გირჩევთ, თქვენი გეგმებისა და მოლოდინების შესახებ არავის უამბოთ და საიდუმლოდ შეინახოთ. ეცადეთ, პირად ურთიერთობებს მეტი დრო დაუთმოთ, საყვარელ ადამიანს ყველა საკითხში მხარი დაუჭიროთ და გამოცდილება გაუზიაროთ. უსმინეთ საკუთარ ინტუიციას, რომელიც შეცდომებისა და იმპულსური ქმედებებისგან დაგიცავთ.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

თქვენი დღევანდელი გადაწყვეტილება მომავალ საქმიანობაზე გავლენას მოახდენს, ამიტომ ნუ აჩქარდებით და წვრილმანების მიმართ მეტი ყურადღება გამოიჩინეთ. თუ ვითარება გართულდა, შეგიძლიათ დახმარებისთვის ახლობელ ადამიანს მიმართოთ.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

რთული, დაძაბული დღეა, რომელიც დასვენების დროსაც არ დაგიტოვებთ. ვარსკვლავები მოსალოდნელ პრობლემებსა და უსიამოვნებებზე გაფრთხილებენ. გირჩევთ, საღამოს საკუთარი თავი რაღაც გემრიელით გაანებივროთ - რთული დღისთვის ჯილდოს ნამდვილად იმსახურებთ.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

თქვენი ჩანაფიქრი რომ წარმატებით განხორციელდეს, უმცირეს წვრილმანებსაც კი ყურადღება უნდა მიაქციოთ. ინტუიცია შეცდომებისა და არასწორი გადაწყვეტილებისგან დაგიცავთ, ამიტომ უფრო ხშირად უნდა უსმინოთ. ეცადეთ პერსპექტიულ, ფინანსურად მოგებიან საქმიანობას მეტი დრო დაუთმოთ.

 მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ სამოქმედო გეგმა შეადგინოთ და მთელი დღის განმავლობაში ეტაპობრივად განახორციელოთ. ნებისმიერ გადაწყვეტილებას სიფრთხილით მოეკიდეთ, რისკები და ექსპერიმენტები კი მთლიანად გამორიცხეთ - ახლა ამისთვის არახელსაყრელი დროა. ხელიდან არ გაუშვათ შესაძლებლობა, რომ მნიშვნელოვან ადამიანებს თავი მოაწონოთ.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

ამ დღის დაგეგმვას აზრი არ აქვს - გარემოებები სწრაფად იცვლება და ინტუიციურად მოქმედება მოგიწევთ. თქვენი ნებისმიერი წამოწყება გარშემო მყოფთა მოწონებას დაიმსახურებს. გახსოვდეთ, რომ წარმატებული ექსპერიმენტებით ბევრის მიღწევა შეგიძლიათ.

Тбилиси
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

более
голосование
Кстати