USD 2.7109
EUR 3.1197
RUB 3.3417
Тбилиси
ასტროლოგი - რას გვპირდება 15 ივლისი?
дата:  572

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 ივლისისთვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

ამ დღეს სამსახურში და ყოველდღიურ ურთიერთობებში კონფლიქტები და ნერვიულობა გელით. ეცადეთ, პროფესიულ სფეროში არ იაქტიუროთ. გამორიცხული არ არის, რომ რომელიღაც კოლეგას თქვენი შურს და მახეს გიგებთ. აკონტროლეთ საკუთარი სიტყვები და ქმედებები, რათა საყვარელი ადამიანი არ შეურაცხყოთ. არსებობს ტრავმის რისკი, რომელიც ხანგრძლივ მკურნალობას მოითხოვს.

კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

ეცადეთ, საკუთარი პოზიციის გაძლიერებაზე იზრუნოთ და, რაც მთავარია, უფროსებთან ურთიერთობა არ გაიფუჭოთ - ეს ჩანაფიქრის განხორციელებაში ხელს შეგიშლით. თუ განმარტოების და დასვენების შესაძლებლობა გაგიჩნდათ, აუცილებლად უნდა ისარგებლოთ. ეცადეთ, საკუთარ გრძნობებსა და აზრებში გაერკვეთ, რათა მოქმედების სტრატეგია და ტაქტიკა განსაზღვროთ. მარტოხელა კუროებს შეიძლება სიყვარული ეწვიოს..

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

ტყუპებისთვის ამ დღის სიმბოლო ცდუნებაა და არსებობს კანონის დარღვევისა და ამასთან დაკავშირებული უსიამოვნო შედეგების მაღალი რისკი. გარდა ამისა, სიფრთხილე გამოიჩინეთ გზაზე და საზოგადოებრივ ტრანსპორტში.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

იდეალური დღეა ქორწინებისა და სხვა ოჯახური ღონისძიებებისთვის. შეგიძლიათ საყვარელ ადამიანს ხელი ჩაჰკიდოთ და ქორწინების სახლს ეწვიოთ. გირჩევთ, საკუთარი გეგმები და ოცნებები საიდუმლოდ შეინახოთ, რათა ვიღაცამ თქვენთვის ხელის შეშლა არ სცადოს.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

მოერიდეთ საეჭვო ხარისხის ნივთების შეძენას. უმჯობესია, ფული ისესხოთ და ძვირად ღირებული, ხარისხიანი საქონელი შეიძინოთ, ვიდრე იაფი ნივთები. ამ დღეს თქვენი მთავარი მოკავშირე ემოციური მოქნილობა და ტაქტი იქნება. ხელსაყრელია ურთიერთობა საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან. ეცადეთ, საკუთარი პოზიციები გააძლიეროთ, ინიციატივა და გამძლეობა გამოიჩინოთ.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

ნუ ეცდებით, საკუთარი პრობლემები და მოვალეობები კოლეგებს გადაულოცოთ, თორემ კონფლიქტს თავიდან ვერ აიცილებთ. არც ის პასუხისმგებლობები უნდა დაივიწყოთ, რომლებსაც ყოველდღიურად ასრულებთ. ამ დღეს შეგიძლიათ საკუთარი გრძნობები გულწრფელად გამოხატოთ. ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა შეიძლება თქვენს მსოფლმხედველობაზე და წარმოდგენებზე სერიოზულად იმოქმედოს.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

გირჩევთ, ეს დღე ოჯახის წევრებთან ერთად, სახლში გაატაროთ. ეცადეთ, ბოლო დღეებში შექმნილი სიტუაცია სასწრაფოდ გამოასწოროთ, თორემ დახმარების გარეშე დარჩებით. თქვენივე დაუდევრობის გამო შეიძლება ტრავმა მიიღოთ, ამიტომ ერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას და გაუმართლებელ რისკს.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

ეცადეთ, იმედი არ გაუცრუოთ მას, ვინც გენდობათ და განვითარებაში გეხმარებათ. მოერიდეთ ყურადღების ცენტრში ყოფნას, თორემ შეიძლება უსიამოვნო სიტუაციაში აღმოჩნდეთ. მიუხედავად იმისა, რომ თავდაჯერება და მონდომება არ გაკლიათ, თქვენი ძალისხმევა სასურველ შედეგს არ მოიტანს. მოერიდეთ გარშემო მყოფებთან დაპირისპირებას და ეცადეთ, განსხვავებული აზრი მშვიდად მიიღოთ.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

ამ დღეს საკუთარი შრომის შედეგს ნახავთ. სადავო ვითარებაში ეცადეთ ტაქტი გამოიჩინოთ და სხვა ადამიანების გრძნობები გაითვალისწინოთ. სამსახურში იზრუნეთ საკუთარი პოზიციის გაძლიერებაზე და, რაც მთავარია, უფროსებთან ურთიერთობა არ გაიფუჭოთ - ეს ჩანაფიქრის განხორციელებაში ხელს შეგიშლით. თუ განმარტოების და დასვენების შესაძლებლობა გაგიჩნდათ, აუცილებლად უნდა ისარგებლოთ.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

ამ დღეს ყველა გარიგება საუკეთესო შედეგით დასრულდება. წარმატება და იღბალი ამ დღეს თქვენ მხარეზეა. ხელსაყრელი დღეა პირად ცხოვრებაში პრობლემების მოსაგვარებლად. შესაძლოა, გავლენიანი მფარველი გამოგიჩნდეთ, რომელიც თქვენს ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლის.

ამ დღეს მოვლენების შემდგომი განვითარების უამრავი ვარიანტი გამოჩნდება. ეცადეთ, წესიერების საზღვრებს არ გასცდეთ და საკუთარი სურვილები აკონტროლოთ. მოერიდეთ ახალ ნაცნობობას, რომელმაც შეიძლება ისედაც დაძაბული ვითარება კიდევ უფრო გაართულოს. უსიამოვნო სიურპრიზი გაიძულებთ, გარშემო მყოფ ადამიანებთან ურთიერთობას გადახედოთ.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

ეს დღე საშუალებას მოგცემთ, საკუთარი ნიჭი და უნარები ბოლომდე გამოავლინოთ. გადაღლის გამო ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები გელით. დასვენება, ვიტამინებით მდიდარი, დაბალანსებული დიეტა და ბუნებაში სეირნობა ნეგატიური პროცესების შეჩერებაში დაგეხმარებათ
общество
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати