USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
Tbilisi
ასტროლოგი - რას გვპირდება 12 ივლისი?
Date:  969

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 12 ივლისისთვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

შესაძლოა, ამ დღეს ვიღაცამ დახმარება გთხოვოთ. უარს ნუ ეტყვით, თუ დახმარება შეგიძლიათ - ეს ავტორიტეტს აგიმაღლებთ და გამბედაობას შეგმატებთ. სამსახურში ყველაფერი კარგადაა. შეიძლება საინტერესო, პერსპექტიული პროექტები შემოგთავაზონ, რაც დამატებით შემოსავალს მოგიტანთ. თქვენი მცდელობის მიუხედავად, ზოგი გეგმის შეცვლა ან გაუქმება მოგიწევთ.

კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

ამ დღეს შინაგან თავისუფლებას და სიმსუბუქეს იგრძნობთ. საკუთარი პასუხისმგებლობა არ დაივიწყოთ და დაპირება შეასრულეთ. ვარსკვლავები გირჩევენ სესხის აღებას ან ინვესტიციების განხორციელებას მოერიდოთ. ახალი ნაცნობობა საინტერესო იქნება და დიდხანს გაგრძელდება. ნუ დანებდებით, თუ რაღაც პირველივე ცდაზე არ გამოდის. ვარსკვლავები გირჩევენ ძვირფასი დრო უსარგებლო საუბრებზე არ დაკარგოთ.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

იმისათვის, რომ უფრო ეფექტურად იმუშაოთ, წესები დაიცავით და დადგენილი საზღვრები არ დაარღვიოთ. შესაძლოა, რაღაც პირველივე ცდაზე არ გამოდის, მაგრამ თქვენს თავდაპირველ გეგმებზე უარს ნუ იტყვით. პრინციპულობა და მონდომება სირთულეების გადალახვაში და მიზნების მიღწევაში დაგეხმარებათ. დღის მეორე ნახევარში შეიძლება წარსულის წარუმატებელი სცენარის გამეორებით განწყობა გაიფუჭოთ.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

თავი რომ თავდაჯერებულად და მშვიდად იგრძნოთ, ეცადეთ ამ დღეს საკუთარ თავს და გარეგნობას მეტი ყურადღება მიაქციოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ იმპულსურად მოქმედებას მოერიდოთ და საკუთარი სიტყვები და მოქმედებები აკონტროლოთ. ხელსაყრელი დღეა ახალი პროექტის დასაწყებად. ამ დღეს მიღებული ყველა ინფორმაცია უნდა შეამოწმოთ - შესაძლოა, არაკეთილსინდისიერმა ადამიანმა შექმნილი ვითარებით ისარგებლოს და თქვენი დაზიანება სცადოს.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

გირჩევთ სამსახურში ყველა წესი და შეთანხმება დაიცვათ და ექსპერიმენტების ჩატარებას მოერიდოთ. კამათის დროს აგრესიას ერიდეთ და თავაზიანობა გამოიჩინეთ, რომ დაპირისპირება თავიდან აიცილოთ. ყურადღება მიაქციეთ მინიშნებებს და ყველაფერს, რაც თქვენს გარშემო ხდება. ეცადეთ მიხვდეთ, რისი თქმა სურთ თქვენთვის ვარსკვლავებს.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

ამ დღეს წესები არ უნდა დაარღვიოთ და რჩევები უნდა გაითვალისწინოთ. პრობლემების მოსაგვარებლად დიდი ძალისხმევა უნდა გამოიჩინოთ, თუმცა ენერგიის ნაკლებობას არ უჩივით. უსმინეთ საკუთარ ინტუიციას და ის ზუსტად გეტყვით როგორ მოიქცეთ. თუ რთული საკითხის დამოუკიდებლად მოგვარებას ვერ ახერხებთ, დახმარება გამოცდილ ადამიანებს უნდა სთხოვოთ. ხელსაყრელი დღეა საყვარელ ადამიანებთან გულწრფელი საუბრისთვის.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

დღემ რომ კარგად ჩაიაროს, კარგად ნაცნობი ხერხები უნდა გამოიყენოთ და შეთანხმებები არ დაარღვიოთ. ეცადეთ თქვენი უნარები და პიროვნული ხიბლი სასარგებლო კავშირების დასამყარებლად და ახალი თანამოაზრეების საპოვნელად გამოიყენოთ - გავლენიანი ადამიანების მხარდაჭერით, სასურველ შედეგს უფრო სწრაფად მიაღწევთ. ეცადეთ ყველაფრის მიმართ, რაც თქვენს გარშემო ხდება, პოზიტიური დამოკიდებულება გქონდეთ.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

ექსპერიმენტებისა და სიახლეებისთვის არახელსაყრელი დღეა. გირჩევთ მუშაობა ჩვეული მეთოდებით, აუჩქარებლად განაგრძოთ. შედეგისადმი თქვენი ინტერესი და აქტიურობა საჭირო ადამიანების ყურადღებას მიიქცევს. დღეს ვარსკვლავები თქვენს მხარეს არიან, ამიტომ ჩანაფიქრს ადვილად განახორციელებთ. საყვარელი საქმიანობა და ძველი მეგობრები დაგეხმარებიან, რომ ემოციურად განიტვირთოთ და სამსახურის პრობლემები დაივიწყოთ.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

პროფესიული საქმიანობის მიმართ მეტი პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინოთ. ნუ გადაიღლებით, უსმინეთ საკუთარ სხეულს, რომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები თავიდან აიცილოთ. სასურველია საღამოს მასაჟზე ან კოსმეტოლოგთან წასვლა დაგეგმოთ. სასიამოვნო პროცედურები ენერგიის აღდგენაში და ფიზიკური ფორმის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

ამ დღეს ეცადეთ ფული უფრო ეკონომიურად ხარჯოთ და უსარგებლო ხარჯები თავიდან აიცილოთ. თქვენს შიდა რესურსებსაც უნდა გაუფრთხილდეთ - რაც შეიძლება სწრაფად და რაც შეიძლება მეტის გაკეთებას არ ეცადოთ. წვრილმანებს ყურადღება მიაქციეთ - ამ დღეს ისინი ისე მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს. მეგობრებთან შეხვედრა და გულწრფელი საუბარი სტრესის მოხსნაში დაგეხმარებათ და ენერგიით აგავსებთ

 მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

შეცდომების თავიდან ასაცილებლად ეცადეთ თქვენს გარშემო განვითარებული მოვლენები აკონტროლოთ. უმცირესი წვრილმანიც არ გამოგეპაროთ, რადგან ამ დღეს წვრილმანები ისე მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს. წესებს და შეთანხმებებს ნუ დაარღვევთ, თორემ თავად დაზარალდებით. თუ გარშემო მყოფთა საუბრებს ყურადღებით მოუსმენთ, შეიძლება თქვენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაიგოთ. დღის მეორე ნახევარში საინტერესო შეხვედრა გელით, რომელმაც შეიძლება თქვენი ცხოვრება შეცვალოს.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

ამ დღეს სხვისი პრობლემების გადაჭრას და სხვისი შეცდომების გამოსწორებას დიდ დროს დაუთმობთ, თუმცა თავდაჯერებას შეგმატებთ და თქვენს ავტორიტეტს აამაღლებს. ახლა ყველაზე მეტად პოზიტიური ადამიანების გარემოცვაში ყოფნა და საყვარელი საქმეების კეთება გჭირდებათ. ნურც ჯანმრთელობას დაივიწყებთ, დროა ვარჯიში და დიეტა დაიწყოთ.
tbilisi
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

See all
Survey
By the way