USD 2.6125
EUR 3.0585
RUB 3.1509
თბილისი
აშშ-ში საარჩევნო ტექნოლოგიების კომპანია Smartmatic-ს სხვადასხვა დანაშაულებისთვის ბრალი წაუყენეს
თარიღი:  677

საარჩევნო ტექნოლოგიების კომპანია Smartmatic-ს აშშ-ის ფლორიდის ფედერალურ სასამართლოში 16 ოქტომბერს ფულის გათეთრებასა და სხვა დანაშაულების საფუძველზე წაუყენეს.

კერძოდ, ბრლდება უცხოური ქრთამის სქემას ეხება, რომელშიც კომპანიის სამი ყოფილი აღმასრულებელი ფიგურა მონაწილეობდა და ფილიპინებში ბიზნესის უზრუნველყოფას ემსახურებოდა.

ამერიკელი პროკურორების მტკიცებით, 2015-დან 2018 წლამდე პერიოდში, აღმასრულებელმა პირებმა, ფილიპინებში ბიზნესის მოსაპოვებლად, 1 მილიონი დოლარის ოდენობთ ქრთამი გადაუხადეს ფილიპინების საარჩევნო კომისიის ყოფილ ოფიციალურ პირს.

Smartmatic, თავის მხრივ, ბრალდებებს "ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით არასწორს" უწოდებს.

"მიგვაჩნია, რომ აშშ-ის პროკურატურის სამხრეთ ფლორიდის ოფისი შეცდომაში შეიყვანეს და მასზე პოლიტიკური გავლენა მოახდინეს ძლიერმა ინტერესთა ჯგუფებმა, მიუხედავად ჩვენი ფართო თანამშრომლობისა ხელისუფლებასთან. ეს ისევ მიზანმიმართული, პოლიტიკური და უსამართლო ქმედებაა", - განაცხადეს კომპანიაში.

პროკურორების თქმით, ქრთამის გადახდა ფარული ფონდის მეშვეობით ხორციელდებოდა, რომელიც 2016 წლის ფილიპინების არჩევნებისთვის შეიქმნა .

ცნობისთვის, ცესკოს ელექტრონული აპარატებითა და შესაბამისი პროგრამებით სწორედ Smartmatic ამარაგებს. საქართველოში ბოლო, 2024 წლის საპარლამენტო და 2025 წლის ადგილობრივი, არჩევნები აღნიშნული კომპანიის ტექნოლოგიის დახმარებით ჩატარდა.

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის