ბოლო მონაცემებით აშშ-ში, კორონავირუსით კიდევ 290 ადამიანი დაიღუპა და გარდაცვლილთა რიცხვმა 3 431 შეადგინა. ამ მაჩვენებლით აშშ-მა ეპიდემიის თავდაპირველ ეპიცენტრ ჩინეთს გადაასწრო, სადაც კორონავირუსს 3 305 ადამიანი ემსხვერპლა.
რაც შეეხება ინფიცირებულებს, აშშ-ში დაავადდა კიდევ 12 730 ადამიანი და ჯამში პაციენტთა რიცხვმა 176 518-ს მიაღწია.
ამერიკის შეერთებული შტატები ინფიცირებულთა მაჩვენებლით მსოფლიოში კვლავ პირველ ადგილზეა. მას მოსდევს იტალია, ესპანეთი, ჩინეთი, გერმანია, ირანი და საფრანგეთი.
კორონავირუსისგან აშშ-ში 6 241 ადამიანი განიკურნა, ხოლო კრიტიკულ მდგომარეობაში 3 893 პაციენტი იმყოფება.