USD 2.6462
EUR 3.0177
RUB 3.4052
Tbilisi
აშშ-მა დაასანქცირა ოკუპირებული ცხინვალის ბანკი, რომელმაც ჩრდილოეთ კორეაში მილიონობით დოლარი გადარიცხა
Date:  531

ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინამ ჩრდილოეთ კორეის სანქციების რეჟიმის დარღვევის გამო, რუსული რეჟიმის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში შექმნილი MRB Bank-ის წინააღმდეგ სანქციები დააწესა.

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტი წერს, რომ ფულის გათეთრების სქემა ორკესტრირებული იყო რუსეთის ცენტრალური ბანკის მიერ, რომლის ნებართვითაც ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში MRB Bank-ი (Международный Расчетный Банк) დაფუძნდა და ამ ბანკის მეშვეობით მილიონობით დოლარის ოპერაციები შესრულდა კლიენტებთან, რომლებიც ჩრდილოეთ კორეაში იმყოფებოდნენ.

საქმეში ჩართული იყო რუსეთის TSMRBank-იც, რომლის ვიცე-პრეზიდენტი, დიმიტრი ნიკულინი პირადად ახდენდა სამხრეთ ოსეთის ბანკში მილიონობით დოლარის ნაღდი ფულის შეტანას, რომელიც შემდგომ ჩრდილოეთ კორეაში გადაირიცხა.

აღსანიშნავია, რომ MRB ბანკი ევროკავშირის სანქციების მე-11 პაკეტით 2023 წლის ივნისში იქნა სანქცირებული, რაც რუსეთის მიერ ოკუპირებულ დონეცკთან, ლუგანსკთან და ზაპოროჟიესთან გადარიცხვებს უკავშირდებოდა.

MRB Bank-ი (Международный Расчетный Банк) 2015 წელს დაფუძნდა, მან 2017 წლის აპრილში ე.წ. სამხრეთ ოსეთის ცენტრალური ბანკისგან საქმიანობის ლიცენზია მიიღო.

 

Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way