USD 2.6818
EUR 3.1404
RUB 3.6573
თბილისი
აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა საჰაერო დარტყმები განახორციელეს იემენში ჰუსიტების სამიზნეების წინააღმდეგ
თარიღი:  602

შშ-ისა და კოალიციის ძალებმა იემენში, „ჰუსიტი“ ბოევიკების 16 ლოკაციაზე 60-ზე მეტ სამიზნეს დაარტყეს, - ამის შესახებ აშშ-ის საჰაერო ძალების ცენტრალურმა სარდალმა გენერალ-ლეიტენანტმა ალექს გრინკევიჩმა განაცხადა.

მისივე თქმით, დარტყმები განხორციელდა სარდლობისა და კონტროლის პუნქტებზე, საბრძოლო მასალის საცავებზე, გამშვებ სისტემებზე, საწარმოო ობიექტებსა და საჰაერო თავდაცვის სარადარო სისტემებზე, რისთვისაც 100-ზე მეტი ზუსტი დამიზნების საბრძოლო მასალა გამოიყენეს.

„ერთგულნი ვართ ჩვენი მნიშვნელოვანი პარტნიორების მიმართ მთელ ახლო აღმოსავლეთში, რათა დავიცვათ ირანის მიერ მხარდაჭერილი გასამხედროებული ჯგუფებისგან, მათ შორის „ჰუსიტი“ ბოევიკებისგან, და საფრთხისგან, რომელსაც ისინი რეგიონულ უსაფრთხოებასა და სტაბილურობას უქმნიან“, - აღნიშნულია გრინკევიჩის განცხადებაში.

ცნობისთვის, მანამდე „ჰუსიტებმა“ გაავრცელეს ინფორმაცია, რომ დარტყმები რამდენიმე ლოკაციაზე, მათ შორის აეროპორტებზე, განხორციელდა.

ადრეული მინიშნებები იმაზე მეტყველებს, რომ ძლიერი დარტყმა მივაყენეთ ჰუსიტების შესაძლებლობას დაემუქრონ სავაჭრო ნაოსნობას, - განაცხადეს დიდიო ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროში მას შემდეგ, რაც აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა საჰაერო დარტყმები განახორციელეს იემენში ჰუსიტების სამიზნეებზე.

"საჰაერო დარტყმების დაგეგმვისას განსაკუთრებული ყურადღება მიექცა შვიდობიანი მოსახლეობისთვის რისკის მინიმუმამდე დაყვანას და ნებისმიერი ასეთი რისკი კიდევ უფრო შემცირდა დარტყმების ღამით განხორციელების გადაწყვეტილებით. დარტყმების დეტალური შედეგები შეფასების პროცესშია, თუმცა ადრეული მინიშნებები იმაზე მეტყველებს, რომ ძლიერი დარტყმა მივაყენეთ ჰუსიტების შესაძლებლობას დაემუქრონ სავაჭრო ნაოსნობას", - აღნიშნეს დიდი ბრიტანეთის თავდაცვის უწყებაში.

მანამდე ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა განაცხადა, რომ გაერთიანებული სამეფო ყოველთვის დაიცავს ნაოსნობის თავისუფლებასა და ვაჭრობის თავისუფალ მოძრაობას.

რიში სუნაკმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჰუსიტი ამბოხებულების უგუნური ქმედებები სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის და იემენში ჰუმანიტარულ კრიზისს ამძაფრებს.

"საერთაშორისო თანამეგობრობის არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, ჰუტისებმა განაგრძეს შეტევები წითელ ზღვაში, მათ შორის დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის სამხედრო ხომალდების წინააღმდეგ მიმდინარე კვირაში. ამიტომ, ჩვენ გადავდგით შეზღუდული, აუცილებელი და პროპორციული ნაბიჯი შეერთებულ შტატებთან ერთად ნიდერლანდების, კანადისა და ბაჰრეინის არაოპერატიული მხარდაჭერით ამ თავდასხმებთან დაკავშირებული სამიზნეების წინააღმდეგ", - დასძინა მან.

თბილისი
თელასი - თბილისის რომელ ქუჩებს გაეთიშებათ დენი 14 მაისს?

ქსელში გადართვების გამო 14 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ხაზინის, იყალთოს, ზურაბ ქაფიანიძის, პანკისის, ზაურ ბოლქვაძის, მელიტონ და ანდრია ბალანჩივაძეების, ალმასიანის, მერაბ ალექსიძის, ვიქტორ დოლიძის, ბერბუკის, მერაბ კოსტავას, გურამ ბზვანელის და პავლე ასლანიდის ქუჩების ოსახლეობას.   

 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო

სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის