USD 2.6198
EUR 3.0274
RUB 3.1687
Tbilisi
აშშ-ის თავდაცვის მდივანი: ტრამპი არავის მისცემს უფლებას, ძია სემი ძია დოყლაპიად აქციოს
Date:  906

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა ნატოს შტაბბინაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი არავის მისცემს უფლებას, ძია სემი ძია დოყლაპიად აქციოს. ინფორმაციას ამის შესახებ Sky News-ი ავრცელებს.

სიტყვით გამოსვლისას პიტ ჰეგსეტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ნატო კვლავ დიდებული უნდა გავხადოთ“.

მისი თქმით, დონალდ ტრამპმა მას მკაფიო მისია დაავალა, მიაღწიოს მშვიდობას ძლიერების მეშვეობით და ასევე დააყენოს ამერიკა პირველ ადგილზე.

„ნატო დიდებული ალიანსია, ყველაზე წარმატებული თავდაცვის ალიანსი ისტორიაში. მაგრამ იმისათვის, რომ გაუძლოს მომავალს, ჩვენმა პარტნიორებმა გაცილებით მეტი უნდა გააკეთონ ევროპის თავდაცვისთვის“, - დასძინა მან.

World
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way