USD 2.7315
EUR 3.1202
RUB 3.4423
Тбилиси
აშშ-ის სენატმა Burisma-ს საქმეზე ჯო ბაიდენის შვილის მოწმის სახით გამოკითხვას მხარი დაუჭირა
дата:  494
აშშ-ს სენატის უშიშროების კომიტეტმა მხარი დაუჭირა დემოკრატიული პარტიის მხრიდან პრეზიდენტობის ყველაზე რეალური კანდიდატის ჯო ბაიდენის შვილის, ჰანთერ ბაიდენის საქმეზე მოწმის გამოძახების მიზანშეწონილობას, - წერს Washington Times.
 
8 რესპუბლიკელის ხმით 6 დემოკრატის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ამ დროიდან კომიტეტის რესპუბლიკელ თავმჯდომარეს რონ ჯონსონს უფლება აქვს მოწმედ გამოიძახოს PR ფირმა Blue Star Strategies-ის წარმომადგენელი, დაკითხოს და გამოითხოვოს დოკუმენტაცია.
 
Blue Star Strategies-ი თანამშრომლობდა უკრაინულ ენერგოკომპანიასთან Burisma, რომლის დირექტორთა საბჭოს წევრი იყო ჰანთერ ბაიდენი. სენატის გამოძიების ერთ-ერთი მიზანია გაირკვეს, ხომ არ ახდენდა უკრაინული ენერგოკომპანია Burisma ერთ-ერთი დირექტორის, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ვაჟის, ჰანთერ ბაიდენის დახმარებით და PR ფირმა Blue Star Strategies-ის საშუალებით გავლენას ობამას ადმინისტრაციის ჩინოვნიკებზე.
 
Burisma-ს საქმიანობას სწავლობდა უკრაინის გენპროკურორი ვიქტორ შოკინი, რომლის სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზად ჯო ბაიდენის მიერ პეტრო პოროშენკოზე განხორციელებულ ზეწოლას ვარაუდობენ. დაუდასტურებელი ინფორმაციით, 2016 წელს, ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 1 მილიარდი დოლარის დახმარების შეფერხების მუქარით უკრაინის გენპროკურორის მოხსნას მოითხოვდა. ყოფილმა გენპროკურორმა ბაიდენს 2020 წლის თებერვალში უკრაინის სასამართლოში უჩივლა.
 
გაუგებარია რატომ მოიქცა სენატი ასე იმ დროს, როცა Blue Star Strategies-ი უპრობლემოდ თანამშრომლობდა სენატთან, - წერს Blue Star Strategies-ის გენერალური დირექტორი კარენ ტრამანტარო სენატორ ჯონსონისადმი გაგზავნილ წერილში.
 
„უნდა გაირკვეს სიმართლე ბაიდენისა და Burisma-ს ურთიერთობებზე. სენატში გამართული მოსმენები სრულ სურათს გვაჩვენებს“, - განაცხადა რესპუბლიკელმა სენატორმა რიკ სკოტმა.
 
„იმ დროს, როცა ამერიკელებს ჩვენი ერთიანობა ძალიან სჭირდებათ, ეს პროცესი გთიშავს და გვაზარალებს“, - თქვა უშიშროების კომიტეტის წევრმა დემოკრატებიდან სენატორმა ჰარი პიტერსმა.
 
Burisma Holdings-ი დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურის ერთ-ერთი საბაბი გახდა. სწორედ ეს კომპანია ახსენა აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა უკრაინელ კოლეგა ვოლოდიმირ ზელინსკისთან სატელეფონო საუბარში. ტრამპმა ზელენსკის კომპანიაში ჰანტერ ბაიდენის საქმიანობასთან დაკავშირებით გამოძიების დაწყება სთხოვა.
Тбилиси
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.
 
პროექტის ფარგლებში, 1 100კვ. მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება. შედეგად, მოქალაქეებისთვის გადაადგილება უფრო კომფორტული გახდება.
 
პროექტს, საბურთალოს რაიონის კონტრაქტორი კომპანია „ელ ენდ ელ“ ახორციელებს.
 
აღნიშნულ ტერიტორიაზე „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, უკვე განხორციელდა წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია.
 
პროექტის ჯამური ღირებულება ღირებულება 406 602 ლარია.
 
მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე გაეცნო.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати