როგორც გამოცემა Unian წერს, ბლინკენი შეხვდება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას. შეხვედრაზე უკრაინა-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის განვითარებას, პოლიტიკურ და უსაფრთხოების სფეროში ურთიერთქმედების გაღრმავებას, ვაჭრობასა და ინვესტიციების გაზრდას განიხილავენ.
ბლინკენი ასევე შეხვდება უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, სხვა მაღალჩინოსნებს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს.