USD 2.6125
EUR 3.0585
RUB 3.1509
Tbilisi
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი უკრაინაში ჩავიდა
Date:  1105

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი უკრაინის დედაქალაქ კიევში ჩავიდა.

კეივში ვიზიტის შესახებ ბლინკენმა ტვიტერზე დაწერა და აღნიშნა, რომ მისი ჩასვლის მიზანი უკრაინასა და აშშ-ს შორის პარტნიორული ურთიერთობების განმტკიცებაა. ამასთან, ბლიკენის თქმით, მისი ვიზიტი  რუსული აგრესიის საპასუხოდაც მნიშვნელოვანი იქნება.

“ეს იქნება მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, რომ ჩვენს უკრაინელ პარტნიორებთან განვიხილოთ მიმდინარე რუსული აგრესია, ასევე  ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების გასაგრძელების აუცილებლობაზე ხაზგასასმელად”, – დაწერა ბლინკენმა.

როგორც გამოცემა Unian წერს, ბლინკენი შეხვდება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას. შეხვედრაზე უკრაინა-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის განვითარებას, პოლიტიკურ და უსაფრთხოების სფეროში ურთიერთქმედების გაღრმავებას, ვაჭრობასა და ინვესტიციების გაზრდას განიხილავენ.

ბლინკენი ასევე შეხვდება უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, სხვა მაღალჩინოსნებს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს.

World
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way