USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
Тбилиси
აშშ-ის ელჩი გაეროში - პუტინს სურს, რომ მსოფლიომ დროში უკან იმოგზაუროს
дата:  444

„პრეზიდენტი პუტინი ამტკიცებს რომ რუსეთს დღეს აქვს კანონიერი პრეტენზია რუსეთის იმპერიის ყველა ტერიტორიაზე; იგივე რუსეთის იმპერიაზე, რომელიც საბჭოთა კავშირამდე, 100 წელზე მეტი ხნის წინ არსებობდა. ეს მოიცავს უკრაინას, ფინეთს, ბელარუსს, საქართველოს, მოლდოვას, ყაზახეთს, ტაჯიკეთს, თურქმენეთს, უზბეკეთს, ლიეტუვას, ლატვიასა და ესტონეთსაც. ეს მოცავს პოლონეთისა და თურქეთის ნაწილს. არსებითად, პუტინს სურს, რომ მსოფლიომ დროში უკან იმოგზაუროს.

იმ დროში, როდესაც არ არსებობდა გაერო. იმ დროში, როდესაც მსოფლიოს იმპერიები მართავდნენ. მაგრამ დანარჩენი მსოფლიო წინ წავიდა. ახლა 1919 წელი არ არის. ახლა 2022 წელია. გაერო შეიქმნა არა რეკოლონიზაციის, არამედ დეკოლონიზაციის პრინციპებზე. ჩვენ გვჯერა, რომ გაეროს წევრი ქვეყნების უდიდესი უმრავლესობა და გაეროს უშიშროების საბჭო მოწოდებულია წინსვლისკენ და არა დროში უკან მოგზაურობისკენ." - აშშ-ის ელჩის, ლინდა ტომას-გრინფილდის გამოსვლიდან უკრაინის თაობაზე გამართულ გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო შეხვედრაზე.

21 თებერვლის, 2022 წელი.

мир
დონალდ ტრამპი - შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია

ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.

რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати