აშშ-ის ადმინისტრაციამ ამერიკულ ბანკებში ავღანეთის მთავრობის სახელმწიფო რეზერვები გაყინა, რათა რადიკალური მოძრაობა „თალიბანის“ წარმომადგენლებს აღნიშნულ თანხებზე წვდომა არ ჰქონდეთ. ინფორმაციას ამის შესახებ გაზეთი The Washington Post-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გაზეთის ინფორმაციით, საუბარია მილიარდობით დოლარზე. როგორც გაზეთი The Washington Post-ი იუწყება, შესაბამისი გადაწყვეტილება აშშ-ის ხაზინის მდივანმა, ჯანეტ იელენმა მიიღო. აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმაც მიიღო.
„თალიბებს აშშ-ში ავღანეთის მთავრობის ცენტრალური ბანკის აქტივებზე წვდომა არ ექნებათ“, - განუცხადა გამოცემას აშშ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა.