USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
Tbilisi
აშშ-ის ადმინისტრაციამ ამერიკულ ბანკებში ავღანეთის მთავრობის სახელმწიფო რეზერვები გაყინა
Date:  1310

აშშ-ის ადმინისტრაციამ ამერიკულ ბანკებში ავღანეთის მთავრობის სახელმწიფო რეზერვები გაყინა, რათა რადიკალური მოძრაობა „თალიბანის“ წარმომადგენლებს აღნიშნულ თანხებზე წვდომა არ ჰქონდეთ. ინფორმაციას ამის შესახებ გაზეთი The Washington Post-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გაზეთის ინფორმაციით, საუბარია მილიარდობით დოლარზე. როგორც გაზეთი The Washington Post-ი იუწყება, შესაბამისი გადაწყვეტილება აშშ-ის ხაზინის მდივანმა, ჯანეტ იელენმა მიიღო. აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმაც მიიღო.

„თალიბებს აშშ-ში ავღანეთის მთავრობის ცენტრალური ბანკის აქტივებზე წვდომა არ ექნებათ“, - განუცხადა გამოცემას აშშ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა.

World
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way