USD 2.6359
EUR 3.0128
RUB 3.4331
თბილისი
ასე ზეიმობენ ნეაპოლში „ნაპოლის“ ჩემპიონობას. ვიდეო
თარიღი:  

33-წლიანი მოლოდინის შემდეგ „ნაპოლი“ კვლავ იტალიის ჩემპიონია. კარიერაში მესამე ტიტულის მოპოვებაში დიდი წვლილი ქართველმა ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ შეიტანა.

კვარა, კვარავაჯო თუ კვარადონა ახლა სამხრეთ იტალიის ერთ-ერთი გამორჩეული გმირია, ნეაპოლში კი ზეიმია და ეს დღე კიდევ დიდხანს ემახსოვრებათ.

იტალიის ჩემპიონატის 33-ე ტურში „ნაპოლიმ“ „უდინეზესთან“ გასვლაზე ფრე 1:1 ითამაშა და ისტორიაში მესამედ იტალიის ჩემპიონი გახდა.

აქამდე „ნაპოლი“ იტალიის ჩემპიონი ორჯერ გახდა, 1986/87 და 1989/90 წლის სეზონებში.

 
მსოფლიო
ირანმა ბაჰრეინსა და ქუვეითში აშშ-ის სამხედრო ბაზებს დაარტყა

ირანმა აშშ-ის ბაზებზე სარაკეტო და დრონებით თავდასხმების ახალი ტალღა განახორციელა, - ამის შესახებ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა.

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ობიექტებს დაარტყეს. კერძოდ, დარტყმები განხორციელდა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე მდებარე ვერტმფრენების ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების ობიექტებზე, P-8 Poseidon თვითმფრინავის განთავსების ანგარზე და სამხედრო დრონების მართვისა და კონტროლის ცენტრზე.

„საპასუხო ოპერაციები გაგრძელდება“, - განაცხადა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა.

ბაჰრეინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი სირენების ხმები ისმოდა და მოსახლეობას თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდეს.

ამასთან, ირანული მედიის ცნობით, დარტყმები განხორციელდა ქუვეითში, აშშ-ის სამხედრო ბაზებზე განთავსებულ ინფრასტრუქტურაზეც.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მტკიცებით, მთლიანად განადგურდა ალი ალ სალემში აშშ-ის ბაზაზე საწვავის შესანახი ავზები და Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, დარტყმა განახორციელეს აჰმად ალ ჯაბერის საჰაერო ბაზაზეც, რის შედეგადაც FPS სარადარო სისტემა დაზიანდა.

ქუვეითის შეიარაღებულ ძალებს თავდასხმების შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ დაუდასტურებია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის