USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
Tbilisi
„არის თუ არა უძრავი ქონების ჭარბი მიწოდება, 2025 წელს გამოჩნდება“ – „პროსპექტი“
Date:  1696

უძრავი ქონების საკონსულტაციო კომპანია „პროსპექტის“ პარტნიორის ლევან ელიზბარაშვილის განცხადებით, ბაზარზე ჭარბი მიწოდების რისკი გაცემული ნებართვების გათვალისწინებით, შესაძლოა 2025 წლისთვის, ამ პროექტების დასრულების შემდეგ დადგეს.

გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტში“ საუბრისას მან სფეროში სხვა სექტორებიდან წარმატებული ბიზნესების შემოსვლაზეც ისაუბრა, რამაც შესაძლოა „ნაკლებად კვალიფიციური მოთამაშეების წარმატებაზე“ მომდევნო პერიოდში მნიშვნელოვნად იმოქმედოს.

„მიწოდების სიჭარბის მცირე ნიშნებია ჯერ, თუმცა ვნახოთ ბაზარი როგორ მოიქცევა და რას დაარეგულირებს. უძრავი ქონების ბაზარი ბევრ საკითხზეა დამოკიდებული. თქვენ იცით, რომ საშუალოდ პროექტების ხანგრძლივობა არის 2 წლიანი, ამიტომ გვაქვს ეს პერიოდი რომ დავაკვირდეთ და ვნახოთ არსებულ მიწოდებას როგორ აითვისებს. ყველა რეპორტი რომელიც ქვეყნდება და ვრცელდება საზოგადოებაში ემყარება საჯარო რეესტრის მონაცემებს, ანუ ეს არის უკვე რეგისტრირებული ბინები. რეალური სურათის ნახვა კი ჩვენ უფრო შეგვეძლება 2025 წლის ბოლოს, როცა სტატისტიკის აღმრიცხველები ნახავენ ამის შედეგს.

მნიშვნელოვანი არ არის მხოლოდ გაყიდული ბინები, აქ მნიშვნელოვანია რა მიმართებაა ახალ და ე.წ. ძველ ბინებს შორის, რა მოსდის გაქირავების ფასს, გაყიდვების ფასს. ასევე იმას, თუ რა შეთავაზებები გამოაქვთ დეველოპერებს, რის საშუალებას ძლევენ მომხმარებლებს და ეს მოქნილობა როგორ იცვლება დინამიკაში. 2023 წელს ეს ბაზარი იყო მომხმარებელზე ორიენტირებული, თუმცა 2024 წელს ამის ბევრად მეტი ნიშანი გამოჩნდა, ისინი გაცილებით აგრესიულები არიან განვადებების კუთხით.

ჩვენ ამ სფეროში კონსულტანტები ვართ, ამიტომ ხმამაღალი განცხადებებისგან თავს ვიკავებთ. ჩემი სუბიექტური აზრით კი დეველოპერების გარკვეულ ნაწილს მოუწევს ბევრად უფრო სიღრმისეულად მიაპყროს ყურადღება მარკეტინგისა და გაყიდვების საკითხებს. თქვენ იცით რა რაოდენობის ოპერატორი ჰყავს ამ ბაზარს, სექტორი იყო მიმზიდველი და საინტერესო ნებისმიერი ბიზნესმენისთვის.

თუ დააკვირდებით ბოლო მოვლენებს, ნახავთ, რომ სხვა სექტორში კვალიფიციური მოთამაშეებმა გადაწყვიტეს აქ შემოსვლა. ეს იმოქმედებს ნაკლებად კვალიფიციური მოთამაშეების წარმატებაზე და მათ შედეგებზე. ამიტომ დეველოპერებმა პროექტის პარამეტრებს ყურადღება უნდა მიაქციონ თავშივე. „პროსპექტს“ საწყის ეტაპზე დახმარებისთვის მიმართავს 40%-მდე. 60% კი მაშინ, როცა ყველაფერი დამტკიცებული და შეთანხმებულია, საპროექტო პირობები ცნობილია და საბინაო ფონდი ჩამოყალიბებულია. აქ ჩვენ ვისურვებდით, რომ ეს პროექტები ბევრად უფრო შეესაბამებოდეს არსებულ მოთხოვნებს იმისთვის, რომ გაყიდვებისა და ფულადი ნაკადების ამოღება ბევრად უფრო მარტივი იყოს.“ - განაცხადა ლევან ელიზბარაშვილმა.

 წყარო:bm.ge

World
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way