USD 2.7223
EUR 3.1274
RUB 3.3150
თბილისი
არესტოვიჩი: დრო დადგა, საფასური გადავიხადოთ ჩვენი სულელობისთვის. არის შანსი? არის!!!
თარიღი:  

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილმა მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის აშშ-ში ვიზიტის მიუხედავად, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა უკრაინისათვის ახალი დახმარების გამოყოფის შესახებ თეთრი სახლის მოთხოვნის წლის ბოლომდე განხილვას არ აპირებს.

არესტოვიჩის თქმით, ეს საკანონმდებლო ორგანოს სამუშაო განრიგიდან გამომდინარეობს.

მან აღნიშნა, რომ უკრაინისათვის ეს დიდი ალბათობით ნიშნავს ოქროსა და სავალუტო რეზერვების გახსნასა და ეროვნული ვალუტის ბეჭდვას, რაც ინფლაციასა და ფრონტზე დიდ პრობლემებს ნიშნავს.

"დღეს მიღებულია ზელენსკისა და მისი გუნდის გაკიცხვა დასავლეთში და უკრაინის შიგნით მათი პოლიტიკის წარუმატებლობის გამო, მაგრამ მე გირჩევთ, უფრო ფართოდ შეხედოთ სიტუაციას. მთლიანად დასავლეთი აგებს - გლობალისტებიც და იზოლაციონისტებიც - და ჩვენ, ვინც მათზე ფსონი დავდეთ ჩვენი სულელობით", - განაცხადა არესტოვიჩმა.

მისი თქმით, "რესპუბლიკელებში" იზოლაციონისტებმა გაიმარჯვეს, ხოლო "დემოკრატებში" - გლობალისტებმა, რომლებსაც არ შეუძლიათ იმ პრობლემების გადაჭრა, რომელიც თავად შექმნეს გლობალურ დონეზე.

"ახლა მათ უნდა აირჩიონ სამ კონფლიქტს შორის: უკრაინა, ტაივანი და ისრაელი. 70 ათასი ჭურვის გადატანა ისრაელიდან უკრაინაში და უკან არის კულმინაცია ომის წარმოების იმ უუნარობისა, რომელიც მათ თავზე მოახვიეს", - განაცხადა არესტოვიჩმა.

"ჩვენთვის ეს კატასტროფას ნიშნავს. დრო დადგა, საფასური გადავიხადოთ ჩვენი სულელობისთვის. არის შანსი? არის. საგანგებო მართვის რეჟიმზე დაუყოვნებლივ გადასვლა. ეს შეაჩერებს ვარდნას და დროს მოგვცემს ვარიანტების მოსაძებნად", - დასძინა მან.

 

  

 
 
-0:19
 
 
მსოფლიო
პესკოვი: ირანის ლიდერების მკვლელობებს "მძიმე შედეგები“ ექნება

ირანის ლიდერების მკვლელობები ამერიკა-ისრაელის ოპერაციის დროს ძალიან მძიმე შედეგებს გამოიწვევს. ამის შესახებ განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა.

მისი თქმით, რუსეთი იმედოვნებს, რომ მსგავსი სიტუაციები ნორმად არ გადაიქცევა.

„ეს მართლაც ის რეალობაა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, თუმცა იმედი გვაქვს, რომ ეს ნორმა არ გახდება. და ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არ არის ნორმა. ამას მომავალშიც ექნება ძალიან ღრმა შედეგები, — განაცხადა პესკოვმა.

შეგახსენებთ, რომ ადრე Axios წერდა, რომ ირანის ახალი უმაღლესი ლიდერის დანიშვნის შემდეგ მოჯტაბა ხამენეი პრაქტიკულად არ ჩნდება საჯაროდ. ეს ფაქტი კითხვებს ბადებს საერთაშორისო სადაზვერვო სამსახურისა და ანალიტიკოსების მხრიდან.

Axios-ის ჟურნალისტი ბარაკ რავიდი აღნიშნავდა, რომ აშშ-სა და ისრაელს აქვთ ინფორმაცია, რომ მოჯტაბა ხამენეი კვლავ ცოცხალია. აშშ-ის დაზვერვის მონაცემებით, არ არსებობს ნიშნები იმისა, რომ იგი დაღუპულია ან სრულად ქმედუუნაროა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის