16 არასამთავრობო ორგანიზაცია 7 მარტის ერთობლივ განცხადებაში ხელისუფლებას ტელევიზიით გავრცელებული ფარული ჩანაწერების გამჭვირვალე გამოძიებისა და ავთენტურობის დადგენისკენ მოუწოდებს, რომლებშიც ქართული ოცნების დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი, ბერა ივანიშვილი, სავარაუდოდ, მოქმედ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროს ანზორ ჩუბინიძესთან იმ ახალგაზრდების დასჯის საკითხს განიხილავს, რომელთაც ინტერნეტში ივანიშვილების ოჯახის შეურაცხმყოფელი კომენტარები დაწერეს.
ხელმომწერი ორგანიზაციები, მათ შორის, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“, საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ და „ღია საზოგადოების ფონდი“ მიიჩნევენ, რომ პრემიერ-მინისტრმა „დაუყოვნებლივ“ უნდა გააკეთოს განმარტება გავრცელებულ ჩანაწერებზე და „ცხადი პასუხი გასცეს მის ნამდვილობასთან დაკავშირებულ კითხვებს“.
არასამთავრობოები ასევე მოუწოდებენ საქართველოს პარლამენტს, რომ ირაკლი ღარიბაშვილს მოსთხოვოს განმარტებები და სავარაუდო დანაშაულში მისი შესაძლო მონაწილეობა განიხილოს.
უფლებადამცველების შეფასებით, გამოძიების მიმართ ნაკლები იქნება საზოგადოების ნდობა, თუკი ირაკლი ღარიბაშვილი და ანზორ ჩუბიძინიძე თანამდებობებზე დარჩებიან.
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.