USD 2.6963
EUR 3.1800
RUB 3.5752
თბილისი
არასამთავრობოები ფარული ჩანაწერების ნამდვილობის დადგენასა და პრემიერის განმარტებებს ითხოვენ
თარიღი:  559

16 არასამთავრობო ორგანიზაცია 7 მარტის ერთობლივ განცხადებაში ხელისუფლებას ტელევიზიით გავრცელებული ფარული ჩანაწერების გამჭვირვალე გამოძიებისა და ავთენტურობის დადგენისკენ მოუწოდებს, რომლებშიც ქართული ოცნების დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი, ბერა ივანიშვილი, სავარაუდოდ, მოქმედ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროს ანზორ ჩუბინიძესთან იმ ახალგაზრდების დასჯის საკითხს განიხილავს, რომელთაც ინტერნეტში ივანიშვილების ოჯახის შეურაცხმყოფელი კომენტარები დაწერეს.

ხელმომწერი ორგანიზაციები, მათ შორის, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“, საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ და „ღია საზოგადოების ფონდი“ მიიჩნევენ, რომ პრემიერ-მინისტრმა „დაუყოვნებლივ“ უნდა გააკეთოს განმარტება გავრცელებულ ჩანაწერებზე და „ცხადი პასუხი გასცეს მის ნამდვილობასთან დაკავშირებულ კითხვებს“.

არასამთავრობოები ასევე მოუწოდებენ საქართველოს პარლამენტს, რომ ირაკლი ღარიბაშვილს მოსთხოვოს განმარტებები და სავარაუდო დანაშაულში მისი შესაძლო მონაწილეობა განიხილოს.

უფლებადამცველების შეფასებით, გამოძიების მიმართ ნაკლები იქნება საზოგადოების ნდობა, თუკი ირაკლი ღარიბაშვილი და ანზორ ჩუბიძინიძე თანამდებობებზე დარჩებიან.

მსოფლიო
ევროკომისიამ პიტერ მადიარს 35 მილიარდი ევროს განსაბლოკად 27 პირობა წაუყენა

ევროკომისიამ ვიქტორ ორბანის მმართველობის პერიოდში გაყინული 35 მილიარდი ევროს განბლოკვის მიზნით პიტერ მადიარს 27 პირობა წაუყენა, - ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ევროკომისიამ პიტერ მადიარის პარტია „ტისასთან“ მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.

ევროკომისიის მიერ წამოყენებულ პირობებს შორის უნგრეთის მიერ რეფორმების განხორციელება და უკრაინასთან ურთიერთობების გაუმჯობესება შედის.

ევროპელი დიპლომატების განცხადებით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ელიან, რომ პიტერ მადიარის მთავრობა ვიქტორ ორბანის მიერ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხის გამოყოფასა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე დაწესებულ ვეტოს მოხსნის.

ასევე, ევროკომისიის წარმომადგენლის ცნობით, 35 მილიარდი ევრო გაყინულია უნგრეთის მოქმედი პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის მიერ აუცილებელ რეფორმებზე უარის, ასევე, კანონის უზენაესობის დარღვევისა და კორუფციის გაზრდის გამო.

გამოცემა წერს, რომ გაყინული თანხების განბლოკვის მიზნით უნგრეთის ახალ მთავრობას ისეთი წარსული გადაწყვეტილებების გაუქმება მოუწევს, რომლებსაც ევროკავშირი მისი წესების დარღვევად მიიჩნევს.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის