USD 2.6843
EUR 3.1594
RUB 3.6280
Tbilisi
აპრილში ფულადი გზავნილების მოცულობა $278 მლნ-მდე შემცირდა, რაც 2023 წლის აპრილის ანალოგიურ მაჩვენებელზე 91.8 მლნ აშშ დოლარით ნაკლებია.
Date:  755

2024 წლის აპრილში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 278.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2023 წლის აპრილის ანალოგიურ მაჩვენებელზე 24.8%-ით (91.8 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, გზავნილების შემცირება რუსეთის ფედერაციიდან გადმორიცხვების 69%-იან კლებას უკავშირდება, რაც რუსეთის ფედერაციიდან მიგრანტების გადმორიცხვების კლებას წარმოადგენს. სანაცვლოდ კი გაზრდილია გზავნილები იმ ქვეყნებიდან, საიდანაც გადმორიცხვების წყაროს წარმოადგენენ თავად საქართველოდან სამუშაოდ ემიგრირებული მოქალაქეები. აშშ-დან გზავნილებმა აპრილში 35%-ით იმატა, იტალიიდან 12%-ით, საბერძნეთიდან 7%-ით, გერმანიიდან კი 15%-ით გაიზარდა.

ქვეყანა

ჩარიცხული მოცულობა

(მლნ. აშშ დოლარი)

ჩარიცხული მოცულობის წლიური ზრდის ტემპი

რუსეთის ფედერაცია 49 -69%
აშშ 46 35%
იტალია 46 12%
საბერძნეთი 22 7%
გერმანია 21 15%
ისრაელი 20 17%
ყაზახეთი 12 -38%
თურქეთი 8 -12%
ესპანეთი 6 9%
ყირგიზეთი 6 61%
ირლანდია 5 43%
საფრანგეთი 5 13%
აზერბაიჯანი 4 -22%
გაერთიანებული სამეფო 3 -5%
პოლონეთი 3 21%
კანადა 2.1 8%
კვიპროსი 1.8 11%
არაბთა გაერთიანებული საამიროები 1.8 27%
ნიდერლანდები 1.4 4%
იორდანია 1.2 357%
society
დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას 10:00 საათზე დაიწყებს.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს - მისი გარდაცვალება.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way