USD 2.7143
EUR 3.2143
RUB 3.2694
Tbilisi
«Mannheimer Morgen» (გერმანია): „მოლიპულ გზაზე: რუსეთისაკენ თუ ევროკავშირისაკენ?“
Date:  272

გერმანულ გაზეთ „მანჰაიმერ მორგენში“ (Mannheimer Morgen - იბეჭდება ქალაქ მანჰაიმში, ბადენ-ვიურტემბერგის მხარე) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „მოლიპულ გზაზე: რუსეთისაკენ თუ ევროკავშირისაკენ?“ (ავტორი - ლოტარ ლოიშენი), რომელშიც გაანალიზებულია საქართველოს ბოლო პერიოდის საშინაო და საგარეო პოლიტიკური ასპექტები.

გთავაზობთ პუბლიკაციის ტექსტს შემოკლებით:

საქართველოში სიტუაციის მნიშვნელოვანი ცვლილების ნიშნები გამოიკვეთა. ქვეყანა, რომელსაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი აქვს მინიჭებული, ამჟამად მკვეთრ შემობრუნებას აკეთებს. ის ფაქტი, რომ ირაკლი კობახიძის მთავრობამ უცხოელი აგენტის შესახებ რუსეთის კანონის მსგავსი სამართლებრივი აქტი მიიღო, ბრიუსელში შეშფოთებას იწვევს. ევროკავშირმა და გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა მკაცრად გააკრიტიკეს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონი და აღნიშნეს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის. როგორც ჩანს, მთავრობა მართლაც უახლოვდება რუსეთს, რომელსაც ავტოკრატი ვლადიმერ პუტინი ხელმძღვანელობს.

ამასთან, ობიექტურად უნდა ითქვას, რომ ბოლო წლებში კავკასიურ რესპუბლიკაში საქმეები საკმაოდ კარგად მიდიოდა: პარტია „ქართული ოცნება“ თორმეტი წელია უკვე ხელისუფლებაში იმყოფება და ქვეყანას მის მიერ შექმნილი მთავრობა მართავს, რომლის მიზანი ერთმნიშვნელოვანი იყო - ევროკავშირში გაწევრიანების სურვილი.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველო თურქეთსა და რუსეთს შორის მდებარეობს და ევროკავშირის არცერთ წევრ სახელმწიფოს უშუალოდ არ ესაზღვრება, სსრ კავშირის დაშლის შემდეგ დასავლეთისთვის ცნობილი ქვეყანა გახდა - ბევრი რამ გააკეთა იმისთვის, რომ ევროპის დემოკრატიულ ქვეყნებს შორის საერთო მაგიდასთან ყოფილიყო. თუმცა როგორც წინა წლებში, ისე ახლაც, „თანდაყოლილი დეფექტები“ მაინც შესამჩნევია.

პროფესიით ინჟინერმა, მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა 2011 წელს მოიფიქრა გეგმა, რომლის მიხედვით, მის მიერ შექმნილი პარტია პოლიტიკურ სცენაზე გამოვიდა და  2012 წელს, არჩევნების შედეგად, მოქმედი პოლიტიკური ისტებლიშმენტი ხელისუფლებიდან გააძევა. ის ფაქტი, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დროს ბიძინა ივანიშვილი  სარგებლობდა გერმანიაში აშშ-ის ყოფილი ელჩის ჯონ კორბლიუმის დახმარებით, იმას ცხადჰყოფს, რომ როცა საქმე სამსახურის გაწევას ეხება, ოლიგარქებს შეუძლიათ კავშირები ხელისუფლების მაღალ სტრუქტურებშიც ჰქონდეთ.

ბიძინა ივანიშვილმა თავისი სიმდიდრე რუსეთში დააგროვა და როგორც ჩანს, წარმატებით შეისწავლა და კარგად ისარგებლა დასავლური კომუნიკაციური ბიზნესით, თავისი ინტერესების შესაბამისად. მან თავის მიზანს მიაღწია - საქართველოს მთავრობის მეთაური გახდა, თუმცა 2013 წელს პოსტიდან გადადგა. ამავე დროს, იგი გადადგომის შემდეგაც ყველაზე უფრო გავლენიან და მნიშვნელოვან ფიგურად ითვლება, როცა საკითხების გარჩევა კულისებს მიღმა ხდება. თუმცა ჯერ-ჯერობით არ არის დამტკიცებული, მართლაც მილიარდერი დგას იმ კანონის მიღების უკან, რომლის მეშვეობითაც მთავრობა მასმედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების უცხოეთიდან დაფინანსებას აკონტროლებს.

ფაქტია, რომ კანონის მიღებამ ბევრ ქართველში პანიკა გამოიწვია. გამოკითხვების თანახმად, ქვეყნის 3,8 მილიონი მცხოვრებიდან 80%-ს სურს, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს. ბოლო დრომდე სწორედ ამ მიზნის განხორციელებას ემსახურებოდა მთავრობის მთავარი კურსი, მაგრამ „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის მიღებამ ხელისუფლების პოლიტიკის მიმართ ეჭვები გააჩინა. ბოლო კვირეებში ქუჩაში პროტესტის ნიშნად ათეულ ათასობით ადამიანი გამოვიდა, რომლის დროსაც პოლიციასთან შეტაკება მოხდა. დამოუკიდებელმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მთავრობის მცდარი კურსის სწორი მიმართულებით განხორციელებას შეეცადა და კანონის ძალაში შესვლას ვეტო დაადო, თუმცა ამაოდ - ვეტო „ქართულმა ოცნებამ“ გადალახა.

კითხვა, თუ როგორ განვითარდება მოვლენები, ჯერ-ჯერობით უპასუხოდ რჩება. ოპოზიციას ამჟამად მხოლოდ დროით სარგებლობა შეუძლია - შემოდგომით საქართველოში საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს.

წყარო: https://www.mannheimer-morgen.de/

 

tbilisi
თბილისის რომელ ქუჩებს გაეთიშებათ დენი 18 სექტემბერს?

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 18 სექტებერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

დიდუბის და ჩუღურეთის რაიონები

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თამარ მეფის  გამზირის, წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), ნორიოს აღმართის, ცაბაძის (ნაწილობრივ), ფიფიების, ვორონინის, თევდორე მღვდლის, გორის, ბათუმის, ფოთის, ბაგრატიონის, ევდოშვილის, აბასთუმნის, ჩუბინაშვილის, ფოცხვერაშვილის, გოგოლის, გროზნოს, მამრაძის, დონდუას, ქინქლაძის, ჩიტაიას, ცხრა ძმა ხერხეულიძის, თვალჭრელიძის, ცოტნე დადიანის, ართვინის, კაპანაძის, ფარავნის, მამარდაშვილის, თეთნულდის, კიკვიძის, პალიასტომის, მარუაშვილის და ზაზიშვილის ქუჩების მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გარდაბნის სანერგე მეურნეობის (ნაწილობრივ), ლოტკინის სანერგე მეურნეობის (ნაწილობრივ), რეხის დასახლების, ხაჩატურიანის, რეხის, ენუქიძის, გაბისკირიას, ყუბანეიშვილის, ჟორდანიას, თამარ და აკაკი პაპავების, ჯინჭარაძე, ლოლაძის, მახათას, ცაიშის, დადიანი-ანჩაბაძის, აგიაშვილის, ივერთუბნის, ბარაკონის, კარტოზიას, ხორნაულის, ყანჩელის, დოლიძის, გაბუნიას, ბეთაშვილის, ალავერდის, ახალი რეხის, ვალერიან კანდელაკის,  მახათას, თამარ მამულაშვილის, მარინე უთმელიძის, გურამ გაბისკირიას, რაულ ეშბას, ალოიზ მიზანდარის და ანასტასია თუმანიშვილი-წერეთლის ქუჩების მოსახლეობას. 

კრწანისის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის (ნაწილობრივ), სოფელი ფონიჭალას, ფონიჭალის დასახლების, ქვემო ფონიჭალის დასახლების, ვაგზლის, გულიკო გოდოლაძის, ევსტათი მცხეთელის, შოთა ნიშნიანიძის და სადგურის ქუჩების მოსახლეობას. 

ვაკის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), მოსაშვილის, ბერძენიშვილის, დარიალის, კავსაძის და ფალიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 19:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), დიდიმ მირცხულავას, ირაკლი აბაშიძის, ფალიაშვილის, არაყიშვილის და ბაზალეთის ქუჩების მოსახლეობას. 

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way