USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
Tbilisi
ანგელა მერკელი დარწმუნებული ვარ - გერმანიის ახალი კანცლერი არმინ ლაშეტი გახდება
Date:  699

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ თავმჯდომარეს არმინ ლაშეტს ქვეყნის მომავალი კანცლერი უწოდა. წინასაარჩევნო ღონისძიება ბერლინში გაიმართა, სადაც სიტყვით გამოსვლისას მერკელმა მაღალი შეფასება მისცა ლაშეტს.

„ის პირველ რიგში ყურადღებას ანიჭებს ადამიანის ღირსებებს, მათ შორის აგებს ხიდებს. ზუსტად ეს თვისება განსაზღვრავს და აყალიბებს მის საქმიანობას როგორც ბუნდესტაგში, ისე ევროპარლამენტში, მინისტრის ან ჩრდილოეთ რეინ ვესტფალიის ხელმძღვანელის თანამდებობებზე. მისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო პიროვნების და მისი ხელშეუხებელი ღირსების ყველაფრის ცენტრში დაყენება. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ სწორედ ამ დამოკიდებულებით ის გერმანიის ხალხს კანცლერის რანგში ემსახურება. ჩვენ ვმუშაობთ ჩვენი ქვეყნისთვის არმინ ლაშეტთან - გერმანიის მომავალ კანცლერთან ერთად“, - აღნიშნა მერკელმა.

„ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ საბჭომ კანცლერის თანამდებობაზე პარტიის ლიდერის, არმინ ლაშეტის კანდიდატურის წარდგენას მხარი რამდენიმე დღის წინ დაუჭირა. გერმანელები ახალ პარლამენტს მიმდინარე წლის 26 სექტემბერს აირჩევენ, რის საფუძველზეც ახალი მთავრობა შეიქმნება და ახალი კანცლერი დაინიშნება. ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ არჩევნების შემდეგ პოლიტიკიდან წავა.

society
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way