USD 2.6984
EUR 3.1606
RUB 3.3548
Тбилиси
ანგელა მერკელი - პანდემია არ დასრულდება, სანამ მსოფლიოში ყველა ადამიანი არ აიცრება
дата:  670

გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის განცხადებით, გერმანიასა და სხვა მდიდარ ქვეყნებს შესაძლოა ფულის გარდა ვაქცინების საკუთარი მარაგის გადაცემა დასჭირდეს განვითარებადი ქვეყნებისთვის, რადგან მხოლოდ მთლიანი მსოფლიოს ვაქცინაციით დასრულდება კორონავირუსის პანდემია. ამის შესახებ კანცლერმა „დიდი შვიდიანის“ ონლაინ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

„მე ჩემს გამოსვლაში განვაცხადე, რომ პანდემია არ დასრულდება, ვიდრე მსოფლიოში ყველა ადამიანი არ აიცრება“, - განაცხადა მერკელმა.

მერკელის თქმით, შეხვედრაზე არ განხილულა ღარიბი ქვეყნებისთვის გადასაცემი ვაქცინების მარაგების კონკრეტული პროცენტები და ვადები.

Тбилиси
თელასი - სამგორის და ნაძალადევის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 22 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00  საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ),  ხიმშიაშვილის, ალილუევას, ურიდიას, კიკნაძის, მიქატაძის, მანჯგალაძის, სურგულაძის და დადიანის ქუჩების მოსახლეობას. 

სამგორის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 V მიკრორაიონის, კახეთის გზატკეცილის, სამრეწველო დასახლების, აეროდრომის დასახლების, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა, კალოუბნის, კაკლიანის,  გახოკიძის, ხომლელის, ჩოხელის, აბაშვილის, მაისურაძის, ბერიაშვილის, მირზაშვილის, თვალჭრელიძის, აბულაძის და თრიალეთის ქუჩების მოსახლეობას.

более
голосование
Кстати