USD 2.6740
EUR 3.1505
RUB 3.4942
Tbilisi
ანდრეი სიბიგა - ის, რასაც მოსკოვმა „სამდღიანი ოპერაცია“ უწოდა, ოთხწლიანი უკრაინული წინააღმდეგობა გახდა
Date:  288

ის, რასაც მოსკოვმა „სამდღიანი ოპერაცია“ უწოდა, ოთხწლიანი უკრაინული წინააღმდეგობა გახდა, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა სოციალურ ქსელში წერს.

„ოთხი წლის წინ რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, რათა უკრაინა რუკიდან გაექრო. ოთხი წლის შემდეგ უკრაინა კვლავ ადგილზე დგას - უფრო ძლიერი, ბრძოლაში გამოცდილი და გაუტეხელი. უკრაინა არ ჩამოიშალა. უკრაინა არ დანებდა. უკრაინა არ გაქრა“, - წერს სიბიგა X-ზე.

მისი თქმით, „უკრაინამ გლობალური უსაფრთხოების შესახებ დისკუსია შეცვალა“.

„ჩვენ დავამტკიცეთ, რომ თავისუფლება მხოლოდ რიტორიკას არ წარმოადგენს და მას დაცვა სჭირდება. ვაჩვენეთ, რომ საერთაშორისო სამართალი აბსტრაქტული ცნება არ არის და მისი დაცვა აუცილებელია. უკრაინის მხარდაჭერა ქველმოქმედება არ არის, ეს ინვესტიციის ჩადებაა სამყაროში, სადაც საზღვრების იძულებით შეცვლა არ ხდება, სადაც აგრესიას შედეგები მოჰყვება და სადაც გამძლეობა ტერორზე იმარჯვებს“, - აცხადებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი.

society
ქობულეთის შემოვლით გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილები სამხედრო მოსამსახურეები არიან

ქობულეთის შემოვლით გზაზე დღეს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილები თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები არიან.

ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„დღეს, ქობულეთის შემოვლით გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა თავდაცვის ძალების ორი სამხედრო მოსამსახურე, მძღოლი კაპრალ სპეციალისტი ლევან აშორტია და კაპრალი ლავრენტი მაკარაძე.

თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და თანაუგრძნობს გარდაცვლილი სამხედროების ოჯახის წევრებსა და ახლობლებს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ავტოსაგზაო შემთხვევა გამთენიისა მოხდა, ერთმანეთს სატვირთო მანქანა და ავტობუსი შეეჯახა.

როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 ე მე-6 ნაწილით მიმდინარეობს.

შემთხვევის ამსახველ ფოტოს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way