გაეროში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი, ნიკი ჰეილი სოციალურ ქსელ X-ში აშშ-ირანის ბირთვულ მოლაპარაკებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ირანულ რეჟიმთან დიპლომატია არასდროს გაჭრის.
„ირანულ რეჟიმთან დიპლომატია არასდროს გაჭრის. ის ყოველთვის იცრუებს და გაჭიანურებას შეეცდება. გადამწყვეტი, ქირურგიული დარტყმა ახლა მომავალში უფრო ხარჯიან ნაბიჯებს სჯობს. ამ მომენტის ხელიდან გაშვება თაობების განმავლობაში ძვირად დაგვიჯდება“, - დაწერა ჰეილიმ.