USD 2.7136
EUR 3.0211
RUB 2.9547
Tbilisi
ამირან გამყრელიძე - კოვიდინფიცირებულთა რომელი კატეგორია იმკურნალებს ჰოსპიტლებში
Date:  639

დღეს საქართველომ აირჩია ეპიდემიის მართვის ის პოლიტიკა, რომელიც ყველა ცივილიზებულ ქვეყანას აქვს არჩეული. გაზაფხულის შემდეგ, ინფექციის მართვისადმი მიდგომა შეიცვალა. თუ გაზაფხულზე მეტი აქცენტი იყო შემზღუდავ ღონისძიებებზე, დღეს აქცენტი ე.წ. „ქალანსირებაზეა“, ანუ, ერთი მხრივ, წერტილოვანი შემზღუდავი ღონისძიებები და მეორე მხრივ - ინფიცირებულთა მართვა არაჰოსპიტალურ სექტორში, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ამ მიდგომით, ჰოსპიტალურ სექტორში მხოლოდ მძიმე შემთხვევები, საშაუალოზე ოდნავ მძიმე, პნევმონიისა და რა თქმა უნდა, კრიტიკული შემთხვევები იქნება, რომლების აუცილებლად უნდა იმართონ ჰოსპიტლებში. დანარჩენი ადამიანები უნდა იმართონ ამბულატორიულ პირობებში. ამის პილოტირება საკმაოდ წარმატებით განხორციელდა აჭარაში და ამან დიდი როლი ითამაშა იმაში, რომ დღეს აჭარაში, მოსახლეობაში, შიში და პანიკა არ არის“ - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 7093 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 3714 ადამიანი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. გარდაიცვალა 46 პაციენტი.

region
გორში, 12 ჰექტარზე გაშენებული ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია დასრულდა
ქალაქ გორის ცენტრალური პარკის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია დასრულდა
 
განახლებული პარკით უკვე სარგებლობენ ქალაქის მაცხოვრებლები და მისი სტუმრები
 
პარკის ტერიტორია დაიყო სხვადასხვა ტიპის - სპორტულ, კულტურულ და რეკრეაციულ ზონებად. შეიქმნა ისეთი ახალი სივრცეები, რომელიც ბევრად უფრო კომფორტულს ხდის პარკში დასვენებას და დროის გატარებას ახალგაზრდებისთვის, ბავშვებისა თუ მათი მშობლებისათვის
 
რეაბილიტაცია ჩაუტარდა პარკში არსებულ ხელოვნურ ტბასა და 2 შადრევანს, შენობა-ნაგებობებს და საზოგადოებრივ საპირფარეშოებს; მოეწყო ახალი საფეხმავლო ბილიკები, ფანჩატურები, სივრცეები ღია კაფეებისთვის, სკეიტპარკი, ფამფტრეკი და საბავშვო ატრაქციონები
 
„12 ჰექტარზე გაშენებული გორის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია დასრულდა. პარკმა მოგვცა ყველა ასაკის ადამიანისთვის საინტერესო, სხვადასხვა დანიშნულების სივრცეების მოწყობის შესაძლებლობა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ პარკში შეიქმნა ინფრასტრუქტურა, რომელიც იმართება კერძო სექტორის ჩართულობით. განახლებული პარკით გორს უკვე აქვს დიდი და საინტერესო რეკრეაციული სივრცე, რაც მნიშნელოვანია ყველა ქალაქისთვის,”-ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ გორის ახლად რეაბილიტირებული ცენტრალური პარკის მონახულების შემდეგ განაცხადა
 
პარკის გამწვანებისათვის, 46,793 კვმ ტერიტორიაზე დაირგო ბალახი, 237 ხე და 10,649 მცენარე, დამონტაჟდა საინჟინრო ქსელები კანალიზაციის, წყალმომარაგების და საირიგაციო ავტომატიზებული სისტემებისთვის. თანამედროვე პარკების ანალოგიურად, ტერიტორიაზე ცალკე მოეწყო ძაღლების სასეირნო სპეციალური სივრცე
 
გორის ცენტრალური პარკის განახლებული ინფრასტრუქტურა სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის პირებისა და ბავშვის ეტლით მოსარგებლე მშობლებისთვის
 
გორის პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოები მსოფლიო ბანკისგან მიღებული სესხის ფარგლებში, 12.2 მილიონ ლარზე მეტით დაფინანსდა.
 
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way