USD 2.7374
EUR 2.9058
RUB 2.7753
Тбилиси
ამერიკული ფარმაცევტული კომპანა Moderna - ერთდროულად ომიკრონ და დელტა შტამებით ინფიცირება შესაძლებელია
дата:  449

კორონავირუსის "დელტა" და "ომიკრონ" შტამებით ერთდროულად დაინფიცირების შანსი არსებობს. ამის შესახებ ამერიკული ფარმაცევტული კომპანიის Moderna-ს მთავარმა სამედიცინო სპეციალისტმა, პოლ ბარტონმა განაცხადა.

"მომავალ თვეებში ეს ორი შტამი ერთდროულად იარსებებს. "დელტა" შტამთან დაკავშირებული ძალიან რთული ვითარების ფონზე, ხალხი "ომიკრონით" დაინფიცირდება. არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ორმაგ ინფიცირებას ჰქონდეს ადგილი და ადამიანები ორივე შტამით დაინფიცირდნენ. ეს შესაძლებლობას მისცემს ამ შტამებს კიდევ უფრო განვითარდნენ და მუტაცია განიცადონ", - განაცხადა ბარტონმა ბრიტანეთის პარლამენტში გამოსვლისას.

გამოცემა The Sun აღნიშნავს, რომ ბრიტანეთის საავადმყოფოებში "დელტა" შტამით ინფიცირებული პაციენტების რაოდენობა "ომიკრონით" დაავადებულებისას უტოლდება.

ექსპერტის თქმით, სიტუაცია შეშფოთებას იწვევს და ყველაზე მეტად რისკის ქვეშ დასუსტებული იმუნიტეტის მქონე ადამიანები არიან. 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, კორონავირუსის ახალი შტამი "ომიკრონი" უკვე 77 ქვეყანაში დაფიქსირდა.

უახლესი კვლევების თანახმად, Pfizer-BioNTech-ის ვაქცინის ორი დოზა კორონავირუსის "ომიკრონ" შტამით ინფიცირების შემთხვევაში ჰოსპიტალიზაციის რისკს 70%-ით ამცირებს. 

Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის სამი დოზა კორონავირუსის ახალ შტამს "ომიკრონს" ანეიტრალებს. 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილ კორონავირუსის ახალ ვარიანტს "ომიკრონი“ დაარქვა. "ომიკრონი“ ბერძნული ანბანის მე-15 ასოა (Ο).

COVID-ის ახალი საშიში შტამი ბრიტანელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს. ის წინა შტამებზე უფრო საშიში და ვაქცინებისადმი მდგრადია, თუმცა ჯერჯერობით ფართოდ გავრცელებული არ არის. ექსპერტები თვლიან, რომ COVID-ის ახალი ვარიანტი ბოტსვანაში წარმოიშვა. ის 32 მუტაციას შეიცავს.

კორონავირუსის ახალი შტამი B1.1.529 თავდაპირველად აფრიკის ექვს ქვეყანაში აღმოაჩინეს - სამხრეთ აფრიკაში, ბოტსვანაში, ესვატინში, ლესოტოში, ნამიბიასა და ზიმბაბვეში. სხვა სახელმწიფოებმა აფრიკის ქვეყნებთან საჰაერო მიმოსვლის შეზღუდვა უკვე დაიწყეს, მეცნიერები კი განგაშს ტეხენ.

аналитика
«Financial Times» (დიდი ბრიტანეთი): „მლიქვნელობა, მოგების წყურვილი თუ მშვიდობა: უკრაინის შეთავაზება დონალდ ტრამპს“

ბრიტანულ გაზეთში „ფაინენშელ თაიმსში“ (Financial Times) დაბეჭდილია სტატია სათაურით „მლიქვნელობა, მოგების წყურვილი თუ მშვიდობა: უკრაინის შეთავაზება დონალდ ტრამპს“ (ავტორები - ჰენრი ფოი და მაქს სედონი)

 გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

„უკრაინა ცდილობს თავისი „გამარჯვების გეგმა“ დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტების ფონზე როგორმე განახორციელოს და იმედოვნებს, რომ ამაში თეთრი სახლის მომავალი ბინადარის საქმიანი მიდგომები დაეხმარება.

უკრაინელი და ევროპელი ჩინოვნიკების თქმით, უკრაინის დასავლელი მოკავშირეები კიევს რჩევებს აძლევენ, თუ როგორ უფრო კარგად შეიძლება იმ წინადადების ფორმულირება, რომელიც უკრაინა-დასავლეთის თანამშრომლობის სტიმულირებას მოახდენს. როგორც ცნობილია, უკრაინის „გამარჯვების გეგმის“ ერთ-ერთი პუნქტი ეხება კიევის შეთავაზებას დასავლეთისადმი ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის თაობაზე, რომელიც დონალდ ტრამპის გამარჯვების ფონზე, დადებითი როლის შესრულება შეუძლია. რესპუბლიკელი პრეზიდენტი ხომ ბიზნესმენია.

უკრაინელი მსხვილი მეწარმეები, მთავრობასთან ერთად, იხილავენ საკითხს, რომ დონალდ ტრამპს უფლება მისცენ ინვესტიციისათვის სასურველი სფერო ამოირჩიოს და თვითონ შეარჩიოს ის ბიზნესმენები, რომლებიც უკრაინაში ინვესტიციებს ჩადებენ.

განხილვის ერთ-ერთმა  მონაწილემ ეს იდეა გამოხატა როგორც „ყველა, მაგრამ ჩინეთის გარეშე“, რაც დონალდ ტრამპს, ალბათ, განსაკუთრებით მოეწონბა. ჩინურ ტექნოლოგიაზე დამოკიდებული უკრაინის დარგებს შესაძლებლობა ექნებათ სწრაფად გადაერთონ ამერიკულ მიმწოდებლებზე და მეტი დასავლური ინვესტიციები მიიზიდონ.

რას ნიშნავს ასეთი შეთავაზება - მლიქვნელობას, მოგების წყურვილს თუ მშვიდობის დამყარების სურვილის გამოვლენას? მართალია, არავინ იცის, თუ როგორ მოიქცევა თვითონ დონალდ ტრამპი, ან რას იზამს ვლადიმერ პუტინი, როგორ წარიმართება რუსეთ-უკრაინის ომი, რა დათმობები მოუწევს (ან არ მოუწევს) უკრაინას, მაგრამ მზადება მაინც მიმდინარეობს.

უკრაინის ვერხოვნა რადას (პარლამენტის) საგარეო საქმეტა კომიტეტის თავმჯდომარემ ალექსანდრე მერეჟკომ დონლად ტრამპისადმი სეთავაზებას „ბრძნული ნაბიჯი“ უწოდა და აღნიშნა, რომ „უკრაინა დასავლეთისათვის ზედმეტი ტვირთი და მუქთამჭამელა არ იქნება“.

საქმის კურსში მყოფი პირების თქმით, უკრაინა ცდილობს დონალდ ტრამპის ბანაკის წევრთა სურვილები კიდევაც დააკმაყოფილოს და მათ მიმართ გარკვეული კომპრომისები გასწიოს. ასე მაგალითად, კიევი თანახმაა თანამდებობიდან გაათავისუფლოს თავისი ელჩი აშშ-შო ოქსანა მარქაროვა, რომელმაც ვოლოდიმირ ზელენსკის აშშ-ში ვიზიტის დროს ისე მოაწყო საქმე, რომ იგი ჯო ბაიდენის მშობლიურ შტატში წაიკყვანეს და იქ არსებული სამხედრო ქარხანა აჩვენეს. დათვალიერების მომენტს მხოლოდ დემოკრატები ესწრებოდნენ - კამალა ჰარისის მომხრეები, რამაც რესპუბლიკელი კანდიდატის საარჩევნო შტაბის რისხვა გამოიწვია. ამბობენ, რომ ელჩის თანამდებობა ყოფილ მინისტრს დიმიტრი კულებას შესთავაზეს, მაგრამ მან უარი განაცხადა.

დონალდ ტრამპი ხშირად იკვეხნის, რომ მას ახლო ურთიერთობა აქვს რუსეთის პრეზიდენტთან, მაგრამ როგორც ხშირად ხდება ხოლმე პოლიტიკაში, შესაძლოა ტრამპისათვის პუტინთან სიახლოვემ ცუდი როლი შეასრულოს. იგივე შეიძლება მოუვიდეს ვოლოდიმირ ზელენსკისაც.

                წყარო: https://www.ft.com/content/623c197f-6952-4229-bfbc-0a96e43d6f2d

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати